ყელი, ყური, ცხვირი

სიყრუე და სმენის დარღვევა 275 მილიონზე მეტ ადამიანს აღენიშნება

სიყრუე და სმენის დარღვევა 275 მილიონზე მეტ ადამიანს აღენიშნება
ყოველწლიურად 3 მარტს ყურის ჯანმრთელობის დაცვისა და სმენის საერთაშორისო დღე (International Day for Ear and Hearing) აღინიშნება. დღეისათვის სმენის დაქვეითება წარმოადგენს მსოფლიოში ინვალიდობის ყველაზე გავრცელებულ სენსორულ ფორმას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სიყრუე და სმენის დარღვევა 275 მილიონზე მეტ ადამიანს აღენიშნება. სიყრუისა და სმენის დაქვეითების ძირითად მიზეზებია: ყურის ქრონიკული ინფექციები, რიგი დაავადებები: წითურა, წითელა, ყბაყურა, მენინგიტი, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, ძლიერი ხმაური.
მედიკოსების აზრით, შემთხვევათა დაახლოებით ნახევარში, შესაძლებელია სმენის დარღვევის თავიდან აცილება, თუ მოვახდენთ მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას. პრევენციული ღონისძიებებიდან ხშირად ასახელებენ: მოსახლეობის
იმუნიზაციას, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვას, შრომის ჰიგიენის უზრუნველყოფას. რაიმე საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.