ყნოსვის დარღვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყნოსვის დარღვევა

მიუხედავად ყველაფრისა, ბევრი იძულებულია, ყნოსვის გარეშე გავიდეს ფონს. ყნოსვის ასეთ დარღვევას ანოსმიას უწოდებენ. ყნოსვის დაქვეითებას, მის ნაწილობრივ დაკარგვას - ჰიპოსმიას. ორივე სახის დარღვევა შესაძლოა თანდაყოლილიც იყოს და შეძენილიც. ყნოსვის თანდაყოლილი უქონლობა შესაძლოა საყნოსი გზების განუვითარებლობის ან უქონლობის შედეგი იყოს, რასაც თითქმის ყოველთვის სდევს თან განვითარების სხვა მანკები, მაგალითად, თავის ქალას სახის ნაწილის ან ცხვირის განვითარების თანდაყოლილი ანომალიები. შეძენილი ანოსმია შესაძლოა ცენტრალური ან პერიფერიული წარმოშობისა იყოს. ცენტრალური (იგივე თავის ტვინის და ტვინისშიდა) ანოსმია ვითარდება ცენტრალური ნერვული სისტემის ისეთი დაავადებებით დაზიანებისას, როგორებიცაა ენცეფალომიელიტი, სიმსივნური პროცესი, ასევე - ბრაქიოცეფალური, ტვინისშიდა და ხერხემლის არტერიების დაზიანებისას. საინტერესოა ისიც, რომ ყნოსვის ანალიზატორების ქერქისმხრივი ცენტრების დაზიანების დროს პაციენტი ამა თუ იმ სუნს გრძნობს, მაგრამ ვერ არჩევს. ამ სახის ანოსმია შესაძლოა ქალა-ტვინის ტრავმის ან მენინგიტის შედეგი იყოს. ყნოსვის პერიფერიული უქონლობა შეიძლება იყოს:

  • ფუნქციური (წარმოიშობა ნევროზების, ისტერიის, მწვავე რესპირატორული დაავადების, ალერგიული რინიტისა და სხვათა დროს);
  • რესპირატორული (ცხვირ-ხახის პათოლოგიური ცვლილების გამო სხვადასხვა გენეზის სიმსივნის, ცხვირის ძგიდის გამრუდების, ადენოიდების არსებობისას - ამ დროს ჰაერი ვერ აღწევს მიდამოს, სადაც ყნოსვის პერიფერიული ანალიზატორების სეგმენტი მდებარეობს);
  • ესენციური (ვითარდება ანალიზატორის პერიფერიული ნაწილის ტრავმული, ქიმიური ან თერმული დაზიანების დროს);
  • ასაკობრივი (სხვაგვარად - მოხუცებულობითი ანოსმია, წარმოიშობა ცხვირის ლორწოვანის ატროფიის დროს).

ვიდრე ანოსმიის მკურნალობას შევუდგებოდეთ, აუცილებელია ჩატარდეს გულდასმითი დიაგნოსტიკა წარმოშობისა და მიზეზის დასადგენად. ამისთვის ხშირად ინიშნება თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, ნეიროქირურგის ან ნევროლოგის კონსულტაცია (თავის ტვინში სიმსივნური პროცესის განვითარების გამოსარიცხავად). ყნოსვის გამოკვლევის პროცესი მეტად საინტერესოა. მაგალითად, ბერშტეინი გვთავაზობს რვა სუნიან ნივთიერებას, რომელთაგან თითოეული ანალიზატორის მთელი სისტემის სხვადასხვა ნაწილზე ზემოქმედებს, რაც ექიმს პრობლემის ლოკალიზაციის განსაზღვრასა და ყნოსვის უქონლობის მიზეზის დადგენაში ეხმარება.

როგორ ვუმკურნალოთ ანოსმიას? ამ კითხვაზე მედიკოსებს ყოველთვის არ გააჩნიათ მზა პასუხი. თუ, საზოგადოდ, ყნოსვის უქონლობის მკურნალობა შესაძლებელია (რასაკვირველია, ეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება), მაშინ მეთოდის არჩევა და პროცედურების შედეგიანობა დაავადების მიზეზსა თუ მიზეზებზეა დამოკიდებული. სწორედ პირველად პრობლემაზე ზემოქმედებით არის შესაძლებელი ამ სიმპტომის მოხსნა ანუ ანოსმიის მკურნალობა. ამრიგად, თუ ყნოსვის დარღვევა ქრონიკული სინუსიტით ან ატროფიული რინიტით არის გამოწვეული, ბრძოლაც უმთავრესად ამ უკანასკნელთა წინააღმდეგ უნდა დაიწყოს. თუ ანოსმია თავის ტვინში არსებულ სიმსივნურ პროცესს უკავშირდება, დროებით უნდა დავივიწყოთ ყნოსვის უქონლობის მკურნალობა და მთელი ყურადღება ნეიროქირურგთან, ნევროლოგთან, ენდოკრინოლოგთან, ონკოლოგთან ან ნეიროფიზიოლოგთან ურთიერთთანამშრომლობაზე გადავიტანოთ. შესაძლოა, ძირითადი პრობლემის მოგვარების შემდეგ ყნოსვაც აღდგეს. ეს მხოლოდ ავთვისებიან სიმსივნეებს არ ეხება - თავის ტვინის არც ერთ ახალწარმონაქმნს კარგი არაფერი მოაქვს, მათი დროულად აღმოჩენის შემთხვევაში კი ადამიანი ადვილად დააღწევს თავს მძიმე შედეგებს. ამ დროს ყნოსვის დაკარგვამ შესაძლოა კარგი სამსახურიც კი გაგვიწიოს - ექიმთან მისვლა გვაიძულოს. სხვათა შორის, ანოსმიის სწრაფ მკურნალობას მხოლოდ ხალხური მედიცინა გვთავაზობს, მაგრამ ნუ იჩქარებთ ცხვირში ჭარხლის ან პირშუშხას ძმრიანი წვენის ჩაწვეთებას - ჯერ ყნოსვის დარღვევის მიზეზი გაარკვიეთ.

კაკოსმია

კაკოსმია გაუკუღმართებული ყნოსვაა. ავადმყოფი გრძნობს სუნს (უმეტესად - უსიამოვნოს) შესაბამისი სუნიანი ნივთიერებებით ყნოსვის ანალიზატორის გაღიზიანების გარეშე (სუბიექტური კაკოსმია). ამ დროს უმეტესად გოგირდწყალბადის, ნივრის, სიდამპლის სუნების შეგრძნებას უჩივიან. ყნოსვის ამგვარი გაუკუღმართება ყნოსვით ჰალუცინაციებს მიეკუთვნება. კაკოსმიის მიზეზი შესაძლოა იყოს ანთებითი პროცესი (გრიპი) და ყნოსვის ნერვის დაზიანება, ცხავისებრი ფირფიტის (ძვლის) მიდამოს სიმსივნე და სხვა. არცთუ იშვიათია კაკოსმია ფსიქიკური დარღვევების, ნევრასთენიის, ისტერიის დროს, ასევე - ორსულობისას და კლიმაქსურ პერიოდში. ობიექტური კაკოსმია შეინიშნება ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებათა დროს, როდესაც პროცესი ფარულად მიმდინარეობს და უსიამოვნო სუნი ჩირქოვანი გამონადენის გამო წარმოიშობა. უსიამოვნო სუნის შეგრძნება თან ახლავს სხვა ჩირქოვან პროცესებსაც, მაგალითად, ცხვირში უცხო სხეულის, სეკვესტრების (სიფილისი და სხვა მიზეზები), ნუშურებში ჩირქოვანი საცობების, კბილების კარიესის დროს. სუბიექტური კაკოსმიის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ცხვირის ღრუსა და მისი მიმდებარე არეების გულდასმით გამოკვლევაც (რენტგენოლოგიური კვლევა), რათა გამოირიცხოს არასასიამოვნო სუნის აღქმის შესაძლო ობიექტური მიზეზები, მკურნალობა კი, როგორც ანოსმიის დროს, სუბიექტური თუ ობიექტური კაკოსმიის შემთხვევაშიც ძირითადი დაავადების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.