სმენის ნერვის ნევრიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სმენის ნერვის ნევრიტი

რა იწვევს

სმენის ნერვის ნევრიტს ყველაზე ხშირად იწვევს:

  • ინფექციური დაავადებები (ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული ინფექცია, ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები, პაროტიტი, ქუნთრუშა, წითურა და სხვ.);
  • ოტოტოქსიკური სამკურნალო პრეპარატების: ანტიბიოტიკების (ნეომიცინი, მონომიცინი, სტრეპტომიცინი, გენტამიცინი და სხვა), სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების (ციპლატინი), სალიცილატების, ქინინის - მიღება;
  • მოწამვლა ოტოტოქსიკური ბუნების მძიმე მეტალების მარილებით - რუტინით, ტყვიით, დარიშხნით, ფოსფორით, ასევე - ბენზინით და ნავთობის გადამუშავების სხვა პროდუქტებით;
  • ალკოჰოლი და ნიკოტინი;
  • ტრავმები (ქალა-ტვინის ტრავმა);
  • სისხლძარღვოვანი დარღვევები, კერძოდ, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე.

ცალკე ჯგუფად გამოყოფენ პროფესიულ ნევრიტებს, რომლებიც ორგანიზმზე ხმაურისა და ვიბრაციის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად აღმოცენდება. განსაკუთრებით ძლიერ ხმებს (გასროლას, სტვენას) ხანმოკლე ზემოქმედების შემთხვევაშიც კი შეუძლია კოხლეარული ნევრიტის გამოწვევა (ე.წ. აკუსტიკური ტრავმა). არსებობს ალერგიული წარმოშობის სმენის ნერვის ნევრიტებიც, 60-70 წლის ასაკში კი სასმენი ნერვი ზიანდება, რასაც დაბერების პროცესით ხსნიან. არცთუ იშვიათად სასმენი ნერვის ნევრიტი შუა ყურის ანთების შედეგია. ეს აიხსნება იმით, რომ შუა ყურისა და შიდა ყურის საერთო ლიმფისა და სისხლის მიმოქცევა იწვევს ლაბირინთის შესაბამის რეაქციას შუა ყურის ანთებაზე. შედარებით იშვიათად სასმენი ნერვის ნევრიტი ვითარდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი პათოლოგიის, ნივთიერებათა ცვლის მოშლის და სხვა დაავადებების ფონზეც.


რას უჩივის პაციენტი

სმენის ნერვის ნევრიტი ვლინდება ყურებში სხვადასხვა ინტენსივობის შიშინითა და ხმაურით და სმენის დაქვეითებით. სმენა ამ პათოლოგიის დროს შესაძლოა საგრძნობლად დაქვეითდეს. ცალმხრივი ან ორმხრივი სიყრუეც კია მოსალოდნელი. არცთუ იშვიათად ამ სიმპტომებს ერთვის წონასწორობის დარღვევა და თავბრუხვევა. ყურის დათვალიერებისას ცვლილებების აღმოჩენა ვერ ხერხდება.

როგორ სვამენ დიაგნოზს

სმენის ნერვის ნევრიტის დიაგნოზს სვამენ ანამნეზის, პაციენტის ჩივილებისა და აუდიომეტრიის მონაცემების შეჯერებით. ტონალურ-ზღურბლოვანი აუდიომეტრია არის სუბიექტური კვლევის მეთოდი, რომელიც ადგენს სმენადობის სიმახვილეს, დაქვეითების ხარისხს და მისი გამომწვევი პათოლოგიური პროცესის ხასიათსა და ლოკალიზაციას. აუდიომეტრიით ფასდება სმენის ხარისხი და ტიპი. მისივე მეშვეობით ადგენენ სმენადობის ზღურბლს - ბგერითი სიხშირეების იმ მინიმალურ ინტენსივობას, რომელსაც აღიქვამს ადამიანის ყური. აუდიომეტრია ტარდება ორივე ყურისთვის ცალ-ცალკე ჰაეროვანი და ძვლოვანი გამტარობის ყურსასმენებით. გამოსაკვლევ პირს ათავსებენ სპეციალურ კაბინაში, ყურებზე არგებენ სასმენებს, სხვადასხვა სიხშირის ბგერის ინტენსივობას თანდათანობით ზრდიან და ჩაინიშნავენ იმ სიდიდეს, რომელზეც პაციენტი ბგერას აღიქვამს. მიღებული მრუდი ასახავს სმენის ხარისხს თითოეულ ყურში. აუდიომეტრიული გამოკვლევის ჩანაწერს აუდიოგრამა ჰქვია.

როგორ მკურნალობენ

რაც უფრო ადრე დავიწყებთ სმენის ნერვის ნევრიტის მკურნლობას, მით უფრო მეტია უკეთესი შედეგის მიღწევის შანსი, ვიდრე ნერვის ქსოვილის დაზიანება ჯერ კიდევ შექცევადია. მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს დაავადების მიზეზი. შემდეგ ინიშნება ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელი და ნერვული ქსოვილის აღმდგენი საშუალებები. ეფექტურია ნემსებით რეფლექსოთერაპია და ჰიპერბარიული ოქსიგენოთერაპია (ჟანგბადით მკურნალობა ბაროკამერაში, 10 45-წუთიანი სეანსი). სმენის ნერვის ნევრიტის განმეორებითი და ქრონიკული ფორმების დროს მკურნალობა ამბულატორიულია. მედიკამენტური მკურნალობა მიზნად ისახავს სასმენი ნერვის კვდომის პროცესის შეჩერებას. პერიოდულად, წელიწადში 1-2-ჯერ, ტარდება შემანარჩუნებელი მკურნალობის კურსი. ამ კურსში რთავენ მედიკამენტებს, რომლებიც აუმჯობესებს უჯრედებში ნივთიერებათა ცვლას (ვიტამინები, ბიოსტიმულატორები, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალებები). ასევე ტარდება მეცადინეობები სურდოლოგთან და ფიზიოთერაპიული პროცედურები. ავადმყოფებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ სმენა ცალ ან ორივე ყურში, სმენის აპარატს ურჩევენ.

რით რთულდება

სმენის ნერვის ნევრიტის სიყრუით გართულება მკურნალობის დაწყების ვადაზეა დამოკიდებული - რაც ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო ეფექტურია იგი. მწვავე კოხლეარული ნევრიტით (მოულოდნელი სიყრუე ან სმენის მკვეთრი დაქვეითება) დაავადებულებს სჭირდებათ სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა განყოფილებაში და კომპლექსური მკურნალობა.

როგორ ავიცილოთ თავიდან

  • ვერიდოთ სმენაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს - ხმაურს, ვიბრაციას, ტოქსიკურ ნივთიერებებს;
  • სამკურნალო პრაქტიკიდან ამოვიღოთ (განსაკუთრებით - ბავშვებთან) ოტოტოქსიკური სამკურნალო საშუალებები (ან გამოვიყენოთ მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით);
  • დროულად და სრულფასოვნად ვუმკურნალოთ ინფექციურ დაავადებებს.

სმენის ნერვის ნევრიტი