როგორ ავიცილოთ თავიდან ყურში გოგირდის საცობის წარმოქმნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ თავიდან ყურში გოგირდის საცობის წარმოქმნა

როგორ მოვუაროთ ყურებს, რათა საცობი არ ჩამოყალიბდეს? ამის შესახებ გვესაუბრება შპს “ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის” ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის ექიმი ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნატო ნაკუდაშვილი.

- რატომ ყალიბდება ყურში გოგირდის საცობი?

- გოგირდის საცობის ჩამოყალიბებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. გარეთა სასმენი მილის წინა მესამედში განლაგებულია გოგირდის ჯირკვლები, რომელთა მოვალეობაა გოგირდის გამომუშავება. გამომუშავებული გოგირდი, ჩვეულებრივ, თვითონვე გადაინაცვლებს გარეთა სასმენი მილის გასასვლელისკენ და საცობს არ წარმოქმნის. ხდება ისეც, რომ გოგირდი ჭარბად გამომუშავდება. ეს პათოლოგია არ არის - ნორმის ვარიაციაა, თუმცა უმეტესად სწორედ ასეთ დროს წარმოიქმნება საცობი. მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარეთა სასმენი მილის ანატომიური შენებაც. საქმე ის არის, რომ ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებით ვიწრო გარეთა სასმენი მილი აქვს. აქვე აღვნიშნავ, რომ გარეთა სასმენი მილი სწორ ლულას კი არ წარმოადგენს, არამედ ოდნავ იხრება ლათინური S-ივით; ყურის ღრმად გაწმენდისას გოგირდის მასები სიღრმეში შეგვაქვს, ამის შედეგად უფრო ღრმა უბნებიდან მათი გამოსვლა ფერხდება, რაც საცობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

- რამ შეიძლება გვაეჭვებინოს ყურში გოგირდის საცობის არსებობა?

- ერთ-ერთი თვალსაჩინო სიმპტომია ყურის დაგუბება, რასაც პაციენტი ხშირად უკავშირებს ყურში წყლის ჩასვლას - საქმე ის არის, რომ ამ დროს გოგირდის საცობი ფუვდება და მთლიანად ახშობს სასმენ მილს. თუ გარეთა სასმენ მილში მცირე სივრცე მაინც არის დარჩენილი ბგერის შესასვლელად, მიუხედავად გოგირდის საცობისა, პაციენტი სმენის დაქვეითებას არ უჩივის და, შესაბამისად არც ექიმს მიმართავს. ადამიანს შესაძლოა თვეობით ჰქონდეს სასმენ მილში გოგირდის საცობი, მაგრამ სანამ ეს უკანასკნელი მთლიანად არ დაახშობს მილს, სმენის დაქვეითება არ შეინიშნება.

- უპირატესად რა ასაკში ჩნდება გოგირდის საცობი?

- ეს ასაკზე არ არის დამოკიდებული, თუმცა მაინც მინდა გამოვყო ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფი და ვთხოვო მშობლებს, ღრმად და გულმოდგინედ ნუ გამოუწმენდენ შვილებს ყურებს - ამით, როგორც უკვე აღვნიშნე, შესაძლოა გოგირდის საცობის ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი. საკმარისია, ბავშვს ოდნავ უკან გადავუწიოთ ყურის ნიჟარა, გავწიოთ წინ სასმენი მილის სახური და ამოვასუფთაოთ მხოლოდ ის უბანი, რომელიც ჩანს. ამით საცობის წარმოქმნას თავიდან ავიცილებთ. ასევე არ არის საჭირო ყურების ხშირად გამოწმენდა - კვირაში ერთხელ საკმარისია, ზოგიერთი ავტორი კი თვეში ერთხელ გვირჩევს ამ პროცედურის ჩატარებას.

- როგორ გავთავისუფლდეთ ამ პრობლემისგან და რა სიხშირით მივმართოთ ექიმ ოტოლარინგოლოგს?

- ეს ინდივიდუალურია, თუმცა საშუალოდ ექვს თვეში ერთხელ ვიზიტი საკმარისი იქნება.

- არსებობს მოსაზრება, რომ ყურის გოგირდისგან მთლიანად გაწმენდა არ არის მიზანშეწონილი. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

- გოგირდს აქვს ბაქტერიოციდული თვისებები, ამიტომ ის ყურში მუდამ უნდა იყოს, თუმცა არც ჭარბი დაგროვებაა სასურველი - შესაძლოა, გარეთა სასმენი მილის ანთება გამოიწვიოს.

ასევე დაგაინტერესებთ:

ყურის საცობი

გოგირდის საცობები