როდის და რატომ იცვლება ხმის ტემბრი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის და რატომ იცვლება ხმის ტემბრი

ზოგჯერ მას ერთვის სინუსიტიც, რომელიც სურდოთი და თავის ტკივილით ვლინდება. თუ ხმის ჩახლეჩა და ლორწოვანის ანთება ხშირია, მაგრამ ცხელება არ ახლავს თან, საქმე გვაქვს ქრონიკულ ლარინგიტთან, რომელიც რამდენადმე უფრო რთული სამკურნალოა. ლარინგიტის გამოწვევის სიხშირით მეორე ადგილი უკავია იოგების ბანალურ გადაძაბვას. ეს არის მასწავლებლებისა და ლექტორების პროფესიული დაავადება. პრობლემა ინფექციური ხასიათისა არ არის, მაგრამ ხმის ჩახლეჩას იწვევს. ქრონიკულ ლარინგიტს ხშირად იწვევს სმა და თამბაქოს წევა. ალკოჰოლი და სიგარეტის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები სახმო იოგებს აუხეშებს, რაც თავისთავად ცვლის ხმის ტემბრს. მათზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ პათოლოგია ძლიერად არ არის გამოხატული, შესაძლებელია პროცესის სასიკეთოდ შემობრუნება. ლარინგიტის მიზეზი შეიძლება იყოს ახლომდებარე ორგანოს დაავადებაც, მაგალითად, ხორხისა ან ფარისებრი ჯირკვლისა. სახმო იოგებზე მოქმედებს სტრესიც. დაღლილობასა და ნერვულ გადაძაბვას ასევე შეუძლია, ხმის ჩახლეჩა გამოიწვიოს.

როგორ ვუმკურნალოთ

ხმის ჩახლეჩისას მთავარია სახმო იოგების მოსვენება. იკრძალება საუბარი, განსაკუთრებით - ჩურჩული, რადგან სახმო იოგებს მეტისმეტად ძაბავს. ჯობს, ხმადაბლა, მაგრამ გარკვევით ვთქვათ ერთი წინადადება, ვიდრე ჩურჩულით წავიკითხოთ მთელი მონოლოგი. ინფექციური ლარინგიტის დროს მკურნალობა მიმართული უნდა იყოს როგორც დაავადების მიზეზის აღმოფხვრისკენ, ისე სიმპტომების შემსუბუქებისკენაც. პირველ შემთხვევაში იყენებენ ანტიბიოტიკებს და ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებებს. ანტიბიოტიკები, ჩვეულებრივ, ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო და ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან ერთად, რათა შემცირდეს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. დამატებით რეკომენდებულია ყელის დამუშავება ანტისეპტიკით. ეს შეიძლება იყოს საწუწნი ტაბლეტები, სპრეი, სავლები ხსნარი. ასეთი დამუშავების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში არ შეიძლება საკვებისა და სასმლის მიღება, სიგარეტის მოწევა, რათა პრეპარატმა მოქმედება მოასწროს. შეიძლება ანთების საწინააღმდეგო სისტემური საშუალებების გამოყენებაც. ქრონიკული ლარინგიტი ასევე მოითხოვს ანტიბიოტიკოთერაპიასა და იმუნომოდულატორების მიღებას. ხმოვანი იოგების გადაძაბვისას რეკომენდებულია ანტისეპტიკის ხსნარებისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების დანიშვნა. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ანტისეპტიკმა უფრო მეტად არ გააღიზიანოს ლორწოვანი გარსი, მაშასადამე, ავირჩიოთ ამ თვალსაზრისით ნაკლებად აგრესიული პრეპარატები. როგორც უკვე ითქვა, ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარის თქმამ და ამასთან ერთად - დამარბილებელი საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა შეაჩეროს პათოლოგიური პროცესი. ამ დროს კარგია სავლები, ინჰალაცია. გამოგადგებათ ხალხური რეცეპტებიც. დაღლილობისა და საერთო სისუსტის შემთხვევაში მიმართეთ ნევროპათოლოგს - ლარინგიტი სტრესთან ერთად გაივლის. თუ ხმის ჩახლეჩა რომელიმე სისტემური დაავადების შედეგია, გასაგებია, რომ მკურნალობა ამ დაავადებისგან უნდა დავიწყოთ.

სამკურნალო პრეპარატები

რეცეპტურული მედიკამენტების დანიშვნა მხოლოდ ექიმს შეუძლია. ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. სამაგიეროდ, თამამად შეგვიძლია ვცადოთ ჰომეოპათიური პრეპარატები ან ბალახები - სალბი, ევკალიპტი, გვირილა. ყელს კარგად არბილებს ქაცვის ზეთი.

ხმის ჩახლეჩის მკურნალობა ხალხური საშუალებებით

თუ ხმის ჩახლეჩას თან არ ახლავს ტკივილი, სავლების გამოვლება აზრს მოკლებულია, რადგან ამ მეთოდით აქტიური ნივთიერებები ანთების კერაში ვერ აღწევს. ამ შემთხვევაში უმჯობესია იმ სამკურნალო მცენარეების ინჰალაციები, რომლებიც უხვად შეიცავს ეთერზეთებს. შეიძლება მცენარეული ჩაის, თბილი წყლის სმა, ცხარე, მჟავე, ცივ საკვებს ვერიდოთ. ბავშვების მკურნალობისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მცირე ასაკში მენთოლი და სხვა ეთერზეთები უკუნაჩვენებია. ხმის ჩახლეჩისას ბავშვი დროულად უნდა ვაჩვენოთ ექიმს.