ხველის გამომწვევ მიზეზთა რაოდენობა 50-ს აღწევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხველის გამომწვევ მიზეზთა რაოდენობა 50-ს აღწევს

. ზოგჯერ ხველას დამცველობითი ფუნქცია აქვს. მაგალითად, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის საწყის ეტაპზე ის ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა. ამრიგად, ხველა ზოგჯერ გვიცავს, ზოგჯერ კი გვაფრთხილებს, რომ ორგანიზმს დახმარება სჭირდება. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ცნობილია, რომ ხველის გამომწვევ მიზეზთა რაოდენობა 50-ს აღწევს და ზოგიერთ მათგანს სასუნთქი გზების დაავადებებთან საერთო არაფერი აქვს.

მოზრდილთა შემთხვევაში ქრონიკული ხველის ყველაზე ხშირი მიზეზია რინიტი (სურდო, ცხვირის ლორწოვანის მწვავე ანთება), თამბაქოს წევა, ასთმა და წნევის დამწევი ზოგიერთი მედიკამენტის, კერძოდ, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების მიღება. ხშირად ხველას იწვევს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება.

რა თქმა უნდა, არის შემთხვევებიც, როცა ქრონიკული ხველა მძიმე დაავადების ნიშანია. მაგალითად, ფილტვის სიმსივნის, გულის უკმარისობის, ტუბერკულოზის, თუმცა ყველა ამ დაავადების დროს ხველასთან ერთად ყურადღებას იპყრობს სხვა სიმპტომებიც.

ბრონქული ასთმა ქრონიკული ხველის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. როცა ხველას თან ახლავს ამოსუნთქვის გაძნელება და სტვენის მაგვარი ხმიანობა, ხოლო ექიმი მოისმენს ხიხინს, დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის. მიზეზის დადგენა მაშინ ჭირს, როცა პაციენტს ასთმის ხველითი ვარიანტი აქვს. ამ დროს მხოლოდ შეტევითი ხველა აღინიშნება. ჩვეულებრივ, ასეთი ხველა სეზონურია, ძლიერდება ზემო სასუნთქი გზების ინფექციისას, სიცივის ან ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისას.

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებისას კუჭში არსებული მჟავა სეკრეტი პერიოდულად საყლაპავში ამოიტყორცნება, აღიზიანებს ხახის უკანა კედელს და ხველას იწვევს. ტიპობრივ შემთხვევებში, როცა პაციენტი შეიგრძნობს გულძმარვას, დიაგნოსტიკა არ არის რთული, მაგრამ არის შემთხვევებიც, როცა რეფლუქსის ერთადერთი სიმპტომი ხველაა.

ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებს (მაგალითად კაპტოპრილს, ენალაპრილს) დღეს ფართოდ იყენებენ მაღალი არტერიული წნევისა და გულის უკმარისობის სამკურნალოდ. დადგენილია, რომ პაციენტთა თითქმის 20%-ში ეს პრეპარატები ხველას იწვევს. ხველა უმეტესად მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში იწყება, თუმცა შესაძლოა, 6 თვის შემდეგაც აღმოცენდეს. ხველა უმეტესად მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში გაივლის, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ერთ თვეს ან უფრო მეტხანსაც გაგრძელდეს.

იხილეთ აგრეთვე სტატია "რატომ გვახველებს"