როგორ მივხვდეთ, რომ ჩვილის ჭირვეულობის მიზეზი ყურის ტკივილია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მივხვდეთ, რომ ჩვილის ჭირვეულობის მიზეზი ყურის ტკივილია

. ტირილის მიზეზი ყურების ტკივილია, თუ მშიერი ჩვილი ჭამის დროს მოულოდნელად იწყებს ტირილს, ამოძრავებს თავს, ჭირვეულობს, უარს ამბობს კვებაზე. ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ წოვითი მოძრაობები ყურების ტკივილს ამწვავებს. ღამით კი შესაძლოა ტემპერატურამ 38-40 გრადუსამდე მოიმატოს; ბავშვი იღვიძებს ტირილით, ვეღარ ჩერდება, შეწუხებული ატრიალებს თავს. დიაგნოზის დასმაში დაგეხმარებათ მარტივი პროცედურა: ყურის გარეთა შესასვლელს მსუბუქად დააჭირეთ თითი. ჩვილი იგრძნობს ძლიერ ტივილს, იწყებს ტირილს - ე.ი. მას ყური სტკივა. ამ შემთხვევაში ის სასწრაფოდ აჩვენეთ ექიმ სპეციალისტს -ოტოლარინგოლოგს.

ექიმთან მისვლამდე კი პატარას ტკივილი უნდა შევუმსუბუქოთ. მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ შეუმსუბუქოს პაწიას ტკივილი სახლის პირობებში. ჩვილებში ვხვდებით ოტიტის ორ ფორმას: კატარულ ანთებას, როდესაც ყურიდან გამონადენი არ შეინიშნება და ჩირქოვანს, როდესაც გამონადენი არის. ამის კვალობაზე, დახმარებაც სხვადასხვანაირია. კატარული ოტიტის დროს პატარას ყურის ტკივილს დაუამებს ნებისმიერი ყურის წვეთები, წინასწარ გამთბარი, დღეში 4-ჯერ; ერთ წლამდე ასაკის ბავშვს წვეთები უმჯობესია ექიმმა დაუნიშნოს. მდგომარეობას შეუმსუბუქებს პაწიას მშრალი თბილი კომპრესი: დააფარეთ ყურზე ბამბა და დაახურეთ თბილი, მჭიდრო ქუდი. თუ სხეულის ტემპერატურა 37,5 გრადუსზე მეტი არ არის, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპირტწყალნარევი კომპრესი. მართკუთხედი დოლბანდის ტამპონი გაჭერით ორად, დაასველეთ სითხეში და ჩამოაცვით ყურზე, შემდეგ დააფარეთ კომპრესის ქაღალდი, ბამბა და დაახურეთ ქუდი.

იხილეთ აგრეთვე სტატია "ყურების ჰიგიენური დამუშავება"