ნუშურა ჯირკვლები და ადენოიდები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

ნუშურა ჯირკვლები და ადენოიდები

ნუშურა ჯირკვლები და ადენოიდები

ადამიანის ცხვირ-ხახაში მდებარეობს ეგრეთ წოდებული ხახის ლიმფოიდური რგოლი, რომელიც ნუშურა ჯირკვლებისგან, ენისქვეშა ნუშურებისა და ცხვირ-ხახის ადენოიდებისგან შედგება. ეს რგოლი ბარიერულ ფუნქციას ასრულებს - ერთი მხრივ, წინ ეღობება ორგანიზმში დაავადებათა გამომწვევების შეღწევას, მათ გამრავლებას, მეორე მხრივ კი თვითონვე გამოიმუშავებს ლიმფოციტებსა და იმუნოგლობულინებს, რომლებიც ზოგადიმუნურ რეაქციებში მონაწილეო-ბენ და ორგანიზმს ვირუსების, ბაქტერიებისა თუ სხვა მიკრობების მიერ წარმო-ქმნილი ტოქსინებისგან იცავენ.

ამრიგად, ლიმფოიდური რგოლის არსებობას ორგანიზმისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
მიზეზთა გამო ხახის ლიმფოიდურ რგოლში ზოგჯერ ანთებითი პროცესი იჩენს თავს და მანამდე აქტიური ლიმფოციტები თვითონვე იქცევიან ალერგენებად.

ასეთ დროს ადამიანს ტონზილექტომია ან ადენოტომია უტარდება. ტონზილექტომია ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთაა, ადენოტომია კი - ცხვირ-ხახის ადენოიდებისა. ოპერაციული ჩარევა ლიმფოიდური რგოლის მთლიანობას და ფუნქციებს არღვევს, ამიტომ ოპერაცია მხოლოდ ზუსტი და მკაცრი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე უნდა ჩატარდეს.

ნუშურა ჯირკვლები
ტონზილექტომიის აუცილებლობას რამდენიმე კრიტერიუმი განსაზღვრავს.
ოპერაცია აუცილებელია:

  • თუ ადამიანს ანგინა
    წელიწადში რამდენიმეჯერ (2-3-ჯერ) ემართება. იგულისხმება მაღალი სიცხით, ყელის ტკივილითა და ნუშურების დაჩირქებით მიმდინარე კლასიკური ანგინა;
  • ქრონიკული ტონზილიტის დეკომპენსირებული ფორმის შემთხვევაში, როცა ნუშურების დაზიანების, მათ ფუნქციათა დაქვეითებისა და ინფიცირების გამო თავს იჩენს ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნები: გულ-სისხლძარღვთა, თირკმელებისა და ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიები, ორგანიზმის ალერგიული გარდაქმნები, ნერვული სისტემის დაავადებები;
  • როცა კონსერვატიული მკურნალობა - ფიზიოთერაპიული, ულტრაბგერითი, ლაზეროთერაპიული პროცედურები, ანტისეპტიკური ხსნარებით ნუშურების გამორეცხვა - უშედეგოა;
  • ქირურგიულ მკურნალობას მოითხოვს ტონზილიტის ე.წ. უანგინო ფორმაც. ასეთ დროს რევმატული ცვლილებები ნუშურების ანთების გარეშე ყალიბდება. გასინჯვისას ტონზილებში ჩირქი აღმოჩნდება.
    გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, ტონზილექტომიისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, მისი ჩატარება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. საზოგადოდ, თუ კონსერვატიული მკურნალობა საშუალებას იძლევა, სასურველია, ბავშვებს 5-6 წლამდე მაინც დავუტოვოთ ნუშურები, მაგრამ როცა დეკომპენსაცია აშკარაა, ოპერაცია რაც შეიძლება ადრე უნდა ჩატარდეს.

ტონზილექტომიას აქვს უკუჩვენებებიც. მისი ჩატარება არ შეიძლება:

  • სისხლმბადი სისტემის დაავადებების, ჰემოფილიის დროს;
  • ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაზიანებისას;
  • მწვავე რევმატიზმის დროს.

ასეთ შემთხვევაში ოპერაცია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით უნდა ჩატარდეს, რისთვისაც პაციენტი წინასწარ უნდა მომზადდეს. ოპერაციის ჩატარება არც მაშინ შეიძლება, თუ უკანასკნელი ანგინიდან ორი კვირა მაინც არ არის გასული. გარკვეული ხანი უნდა გავიდეს ისეთი ინფექციური დაავადებების გადატა-ნის შემდეგაც, როგორიც არის წითელა, წითურა და ინფექციური მონონუკლეოზი.

ცხვირ-ხახის ადენოიდები
ადენოტომია ტარდება ადენოიდების ჰიპერტროფიის (გადიდების) დროს. ქირურგიული მკურნალობის საკითხი რამდენიმე მაჩვენებლის მიხედვით წყდება. ოპერაციის მთავარი ჩვენება ცხვირით სუთქვის გაძნელებაა, როცა ადამიანს ცხვირ-ხახის ტონზილების გადიდების გამო პირღიას სძინავს და აღენიშნება დღის პირღიაობაც, ხშირად ხვრინავს, ახასიათებს მოუსვენრობა და მოთენთილი იღვიძებს. ოპერაცი-ული ჩარევაა საჭირო, როცა ცხვირსა და ცხვირ-ხახაში განვითარებული ცვლილებების გამო პატარებს ხმა ყრუ უხდებათ, ხოლო თანხმოვნები - ცხვირისმიერი.

დაუყოვნებლივ ოპერაციას მოითხოვს დაავადების შორსწასული ფორმა, როცა შეცვლილია სახის ფორმა და გამომეტყველება, დარღვეულია ზედა კბილების თანწყობა ანუ ჩამოყალიბებულია ეგრეთ წოდებული ადენოიდური სახე. ადენოიდის ქსოვილის მოცილება საჭიროა მაშინაც, როცა დარღვეულია ევსტაქის მილების გამტარობა. ცხვირ-ხახას შუა ყურთან ევსტაქის მილები აკავშირებს, გადიდებული ლიმფოი-დური ქსოვილი კი მათ ხახისკენა ბოლოს ფარავს და არღვევს სავენტილაციო ფუნქციას, რაც შუა ყურის ხშირი ანთებისა და სმენის დაქვეითების მიზეზად იქცევა.

ლიმფოიდურ ქსოვილს პროლიფერაციის (გამრავლების) უნარი აქვს, ამიტომ ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელია რეციდივი, განსაკუთრებით - თუ ცხვირ-ხახაში თუნდაც უმნიშვნელო ოდენობის ქსოვილი დარჩა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რეციდივი ტექნიკურად უნაკლოდ ჩატარებული ოპერაციის შემდეგაც განვითარდეს.

ადენოტომია აკრძალულია:

  • სისხლისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებების;
  • ცხვირისა და ხახის მწვავე დაავადებების;
  • რბილი სასის პათოლოგიების დროს.

 

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
კარგი მხედველობის შენარჩუნებლად-30 აბი
ფასი: 40.5
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
კატეგორიის სხვა სტატიები
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
ზამთრის მოახლოება და ყელის ტკივილი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია.
სადღეისოდ საკმაოდ იმატა ცხვირ-ხახის პრობლემებმა.
ზოგადად ადამიანს 20-დან 20 000 ჰერცამდე სიხშირის ბგერის აღქმა შეუძლია, თუმცა სმენის უნარი ასაკთან ერთად თანდათანობით ქვეითდება.
ანგინა ცხელებით, ინტოქსიკაციითა და ნუშურა ჯირკვლების გამოხატული ანთებით მიმდინარე მწვავე ინფექციური დაავადებაა.
მწეველებს რომ სმენის პრობლემები აწუხებთ, დიდი ხანია დადგენილია, თუმცა, ამჯერად სპეციალისტებს
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად