რა იწვევს ყურში გოგირდის საცობის გაჩენას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

რა იწვევს ყურში გოგირდის საცობის გაჩენას

რა იწვევს ყურში გოგირდის საცობის გაჩენას
პარადოქსულია, მაგრამ გოგირდის საცობი მეტისმეტი სისუფთავის მოყვარულ ადამიანებს უჩნდებათ. ისინი ხშირად იწმენდენ გარეთა ყურს, ჩხირები და ბამბა კი მექანიკურად აღიზიანებს ჯირკვლებს, რაც მათ სეკრეციას აძლიერებს და გოგირდის საცობის წარმოქმნას იწვევს. საცობი გოგირდისგან, ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტისგან, ქოლესტერინისა და კანის აქერცლილი ეპითელიუმისგან შედგება. ფერი ყვითლიდან მუქ ყავისფრამდე მერყეობს. კონსისტენცია თავდაპირველად რბილი, ცვილისმაგვარი აქვს, შემდეგ მკვრივდება და შესაძლოა ქვასავითაც კი გამაგრდეს. არის შემთხვევები, როცა საცობი იმხელა ხდება, რომ მთლიანად ავსებს გარეთა სასმენი მილის ხვრელს. წყალი თუ მოხვდა, ჯირჯვდება და დაფის აპკს აწვება. შედეგად სმენა
სუსტდება, თავს იჩენს ტინიტუსი, რეფლექტორული თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ხველა, პირღებინება. გარეთა სასმენი ხვრელი გოგირდის საცობისგან რომ გავათავისუფლოთ, ჯერ მისი დარბილებაა საჭირო. ამისთვის წყალბადის ზეჟანგს იყენებენ. ის პაციენტმა 2-3 დღის განმავლობაში უნდა იწვეთოს (ამ დროს საცობის გაჯირჯვების გამო სმენა ქვეითდება). შემდეგ ყურში შპრიცით მაღალი წნევით შეჰყავთ
თბილი (37 გრადუსამდე) ფიზიოლოგიური ხსნარი, რომლის მექანიკური ზემოქმედების შედეგად საცობი ამოვარდება. თუ საცობი გაგიჩნდათ, გირჩევთ, ყურის ექიმს მიმართოთ. არამც და არამც არ ეცადოთ წვეტიანი ჩხირით მის ამოღებას - შესაძლოა, დაფის აპკი დაიზიანოთ.
იხილეთ აგრეთვე სტატია "საშიშია თუ არა ყურების გაწმენდა?"

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 05-01-2015
natia
გამარჯობათ ყურის გამორეცხვა ფიზიოლოგიურით ისე თუ შეიძლება პროფილაქტიკის მიზნით ბავშვებში ?
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
ყბა-სახის მიდამოებში კისტოზური და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები იშვიათი პრობლემა
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიური ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა 14-წლიანი კვლევს შედეგები გამოაქვეყნეს.
ელექტროდენით ყურის სტიმულაცია 55 წელზე უფროსი ასაკის მქონე ადამიანებს ნერვული სისტემის ბალანსს უბრუნებს.
სმენის ხარისხზე მოქმედებს ასაკობრივი ცვლილებები და სხვადასხვა პათოლოგიური პროცესი.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
ზამთრის მოახლოება და ყელის ტკივილი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად