ფარინგიტი - სეზონური სტუმარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფარინგიტი - სეზონური სტუმარი

- მწვავე ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის, ჩვეულებრივ, შერწყმულია რინიტთან (ცხვირიდან გამონადენი), მწვავე ტონზილიტთან (ნუშურა ჯირკვლების ანთება) ან ლარინგიტთან (ხორხის ანთება), იწვევს ხორხის შეშუპებას ყველაზე ვიწრო ადგილას, სახმო იოგების მიდამოში, და ცრუ კრუპს, რომელიც ხელს უშლის სუნთქვას, ამიტომ დაავადებასთან ბრძოლა უნდა დაიწყოთ მაშინვე, როგორც კი ბავშვი დაიჩივლებს, რომ ყელი სტკივა. ყელის ტკივილს ახლავს სხვა ჩივილებიც - ყელის სიმშრალე, ტკივილი ყლაპვისას და ყლაპვის გაძნელება, ხმის ჩახლეჩა ან დაკარგვა.

- როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

- როგორც კი ბავშვი გეტყვით, რომ ყელი სტკივა, ყელში ჩახედეთ - პირი ფართოდ გააღებინეთ და სთხოვეთ, თქვას “ა”, ჩაანათეთ ყელში ფარანი, ხოლო ენის ძირზე მსუბუქად დააწექით შპადელით ან კოვზის ტარით. თუ დაინახეთ, რომ ხახის ლორწოვანი გარსი გაწითლებულია და ნადებითაა დაფარული, მასზე წითელ მარცვლებად მოჩანს ცალკეული ფოლიკულები, რბილი სასის შუაში ჩამოკიდებული ნაქი შეშუპებულია და გაწითლებული - ეს ფარინგიტია. თუ ნუშურა ჯირკვლებიც გადიდებულია, აქვს ნადები და ჩირქოვანი საცობები - საქმე გვაქვს ტონზილიტთან. მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს - გრიპი, ადენოვირუსული ინფექცია, ქუნთრუშა... დიაგნოზის დაზუსტებაში ექიმებს ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გვეხმარება. დაავადებულ ყელს მოსვენება სჭირდება, ამიტომ ეცადეთ, 5-7 დღის განმავლობაში ბავშვმა რაც შეიძლება იშვიათად ილაპარაკოს.

- კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ სახლის პირობებში?

- დაავადების დასაწყისში ასვით ბავშვს რაც შეიძლება მეტი თბილი სითხე. მაგალითად, თაფლიანი ჩაი ან რძე (თუ თაფლზე ან რძეზე ალერგიული არ არის), უგაზო მინერალური წყალი. დღეში რამდენიმეჯერ, დაავადების დასაწყისში - საათში ერთხელ, ავლეთ სამკურნალო ბალახების ნაყენი. სამი წლიდან ბავშვმა უკვე უნდა შეძლოს ამ პროცედურის ჩატარება. თავდაპირველად აჩვენეთ, როგორ კეთდება ეს, შემდეგ ერთად გაიმეორეთ. თავი უკან ოდნავ უნდა ჰქონდეს გადაწეული, რათა ნაყენი სასუნთქ გზებში არ გადასცდეს. ვიდრე გამოვლებას ისწავლის, თბილი წყალი ავლეთ, მერე კი ნაყენი.

- რომელი მცენარეები გამოდგება ნაყენისთვის?

- განსაკუთრებით კარგია სალბი. ის შეიცავს აქტიურ ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებს, ასევე - მცენარეულ ანტიბიოტიკს - სალვინს. 1 სადილის კოვზ სალბს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, 30 წუთი გააჩერეთ თერმოსში, შემდეგ გადაწურეთ და გააგრილეთ. ავლეთ თბილი. ძლიერი ყელის ტკივილის დროს წყალში ჩააწვეთეთ სამკურნალო ბარამბოსა და 1%-იანი მენთოლის ზეთის 15-20 წვეთი. ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა ასევე ევკალიპტი, გვირილა, კალენდულა, კრაზანა, ცაცხვი, პიტნა. შეიძლება ჩვეულებრივი სოდიანი წყლის გამოვლებაც - 1 ჩაის კოვზი გახსენით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში. მცენარეული ნაყენი და სოდიანი წყალი ერთმანეთს შეუნაცვლეთ. თუ ტემპერატურამ დაიწია, ყელზე დაადეთ კომპრესი 1:1  თანაფარდობით განზავებული არყისა და წყლის. აიღეთ ლიმონი ან ფორთოხალი, გაუფცქვნელად დაჭერით მრგვლად. ბავშვმა ისინი კანიანად უნდა დაღეჭოს და გადაყლაპოს. გახეხეთ სტაფილო, შეურიეთ თაფლი თანაფარდობით 2:1. ეს ნაზავი ბავშვმა 5-7 წუთის განმავლობაში უნდა გაიჩეროს პირში. ის ტკივილს გაუყუჩებს. იგივე ეფექტი აქვს ბანანის პიურესა და ლეღვის მურაბას. მურაბიდან ამოიღეთ 1 ცალი ლეღვი, დაასხით ცხელი რძე, გააჩერეთ გაგრილებამდე, ასვით დღეში 3-4-ჯერ 50 მლ. ძალიან კარგი იქნება, თუ შეძლებს ალოეს დაახლოებით 2 სმ-ის სიგრძის ფოთლის ჩაღეჭვას - მას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს და იმუნიტეტსაც აძლიერებს. ალოე მწარეა, ამიტომ შეგიძლიათ დააყოლებინოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. გამოჯანმრთელებას დააჩქარებს წერტილოვანი მასაჟი: დღეში სამჯერ 10-10 წრიული მორაობით დაუზილეთ ორი აქტიური წერტილი. პირველი მდებარეობს ნიკაპის ყელში გადასვლის ადგილას, შუა ხაზზე, მეორე კი ლავიწის ფოსოს შუა წერტილია.

- შეიძლება თუ არა ასეთ დროს ინჰალაცია? როგორ ჩავატაროთ ის სახლის პირობებში?

- ინჰალაცია კეთდება როგორც ცივი, ისე ცხელი ორთქლით. ფარინგიტის დროს გამოიყენეთ ცხელი ორთქლის ინჰალაცია: სამკურნალო ბალახებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 5 წუთი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში და შემდეგ ასუნთქეთ ბავშვს, ოღონდ ფრთხილად, სახე და ლორწოვანი რომ არ დაეწვას. ამგვარი რისკის გამო ცხელი ორთქლის ინჰალაცია 3 წლამდე არ არის რეკომენდებული. კარგია ინჰალაცია მინერალური წყლითა და სოდით. ბალახებიდან გამოიყენეთ ევკალიპტი, გვირილა, მუხის ქერქი, პიტნა. თუ ჩივილები გრძელდება, ტემპერატურა არ იკლებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.