ანგინა ახლომხედველობას იწვევს, ფრონტიტი კი - შორსმხედველობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანგინა ახლომხედველობას იწვევს, ფრონტიტი კი - შორსმხედველობას

ის რეფლექსურად გადაეცემა თვალის კუნთებს, რომლებიც თვალის ბროლს აკონტროლებს. ვითარდება აკომოდაციის სპაზმი - ახლომხედველობა. შორსმხედველობა, კატარაქტა, გლაუკომა, თვალის ნერვის ატროფია მოხუცებულთა დაავადებებია. მათი მიზეზი ფრონტიტია, ე.ი. ანთება და ჩირქის დაგროვება შუბლის წიაღში. ჩირქოვანი ტოქსინები იღვრება ბროლში, ეს უკანასკნელი იბინდება და ვითარდება კატარაქტა. თუ ტოქსინი თვალის უკანა სივრცეში მოხვდა, იწყება დაბრმავება, ირღვევა თვალის სითხის გამოყოფა, თვალშიგა წნევა იმატებს, ხოლო ცვლის საბოლოო პროდუქტები თვალის ქსოვილიდან არ გამოიყოფა. თვალი იწამლება თავისივე ნარჩენებით, შუბლის წიაღიდან გადასული ტოქსინებით და ადამიანი ბრმავდება - ეს გლაუკომაა. მას ოპერაციულად მკურნალობენ, თუმცა ოპერაცია მხედველობას ვერ აღადგენს, ის მხოლოდ აჩერებს დაბრმავების პროცესს. იგივე ხდება ოტიტის, მოხუცებულთა სიყრუის, ყურებსა და თავში ხმაურის, სმენის დაქვეითებისა და შიგნითა ყურის ვესტიბულური აპარატის სკლეროზის დროს - ჰაიმორის წიაღიდან ჩირქოვანი ტოქსინები ევსტაქის მილით ყურში ხვდება. აი, რამდენი უსიამოვნების მოტანა შეუძლია "უწყინარ" ჰაიმორიტს. გარდა ამისა, მან შესაძლოა ხელი შეუწყოს ბრონქული ასთმის, ქრონიკული პნევმონიის განვითარებას, კუჭის, ნაწლავების, თირკმელების, საკვერცხეების, საშვილოსნოს, წინამდებარე ჯირკვლის, გულის დაზიანებას.

სინუსიტი ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. მწვავე სინუსიტით რთულდება მწვავე სურდო, გრიპი, წითურა, ქუნთრუშა და სხვა ინფექციური დაავადებები, ასევე - ზედა უკანა ოთხი კბილის ფესვის ანთება. სათანადო მკურნალობის გარეშე სინუსიტი შეიძლება მრავალნაირად გართულდეს, მათ შორის - სიცოცხლისთვის საშიში ისეთი დაავადებებითაც, როგორებიცაა: მენინგიტი (ტვინის გარსის ანთება), ტვინის სიმსივნე და აბსცესი ან სიცოცხლისთვის ნაკლებსაშიში, მაგრამ წლების განმავლობაში შემაწუხებელი სხვა დაავადებები, რომლებიც საბოლოოდ იწვევს ჭკუასუსტობას, სიბრმავეს, სიყრუეს, შაკიკს (შეტევისმაგვარი, უმეტესად ცალმხრივი თავის ტკივილი), არტერიული წნევის მომატებას, ინსულტს, ტვინის სისხლძარღვების სკლეროზს, ალცჰაიმერის დაავადებას (ტვინის კოლაგენოზი) და სხვ.; გარდა ამისა, როცა სუნთქვა სრულყოფილი არ არის, ბავშვი გამუდმებით გაღიზიანებულია, კარგავს მადას ან, პირიქით, ბევრს ჭამს, ეცვლება ქცევა, ცუდად ითვისებს სასწავლო მასალას. რა არის სუნუსიტი, რა უნდა გავაკეთოთ პროფილაქტიკისთვის და როგორ ვიმკურნალთ, იხილეთ ვრცლად