ქრონიკული რინიტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

ქრონიკული რინიტი

ქრონიკული რინიტი

- ქრონიკული რინიტის რა ფორმები არსებობს და რა სიმპტომები ახასიათებს თითოეულ მათგანს?
- განასხვავებენ ქრონიკული სურდოს კატარულ,  ჰიპერტროფიულ,  ატროფიულ და ვაზომოტორულ ფორმებს. ქრონიკული კატარული რინიტის დროს მიკრობი ლორწოვანი გარსის სიღრმეში აღწევს და იქ მყარ დესტრუქციულ ცვლილებებს იწვევს, რითაც ამცირებს ლორწოვანი გარსის იმუნურ, დამცველობით ფუნქციას. ამის შედეგად ხშირდება ალერგიული რეაქციები. რინიტის ამ ფორმისთვის დამახასიათებელია არასტაბილური ლორწოვანი გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გართულება, ყნოსვის დარღვევა და თავის პერიოდული ტკივილი. ქრონიკული ჰიპერტროფიული რინიტისთვის დამახასიათებელია ცხვირით სუნთქვის მუდმივი და მკვეთრად გამოხატული გაძნელება, რასაც თან სდევს ცხვირის ქვედა ნაწილში ლორწოვანი გარსის გასქელება. ირღვევა ყნოსვა, ჩნდება ცხვირიდან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი, თავს იჩენს თავის ტკივილი, ყურადღების დაქვეითება, კონცენტრირების სირთულე. ლორწოვანი გარსის დაზიანების შედეგად თანდათან ზიანდება ყნოსვის ზონა და მოსალოდნელია გემოვნების დარღვევებიც. ქრონიკული ატროფიული რინიტი აღმოცენდება ლორწოვან გარსზე მტვრის, აირების, ქრონიკული ინფექციების, სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთების ხანგრძლივი ხმარების შედეგად. მისი ძირითადი სიმპტომებია ყნოსვის დაკარგვა და ცხვირის სიმშრალე. გამონადენი წარმოადგენს გამომშრალი ლორწოვანის ქერქოვან სუბსტანციებს, რომელთა დაგროვებაც ართულებს ცხვირით სუნთქვას და ცხვირის ღრუს დრენაჟულ ფუნქციასაც აქვეითებს. ალერგიულ რინიტს საფუძვლად უდევს იმუნურ სისტემაში მომხდარი ძვრები, რომელთა შედეგადაც ლორწოვანი გარსი მომატებული მგრძნობელობით რეაგირებს სხვადასხვა სახის ალერგენზე. ეს მომატებული მგრძნობელობა ანუ სენსიბილიზაცია ალერგენის მოხვედრისთანავე იწვევს რინიტის შეტევას. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ალერგიული პროცესი იწყება ქრონიკული ანთების შემდეგ. მისთვის დამახასიათებელია ცხვირიდან უხვი ლორწოვანი გამონადენი, გაძლიერებული ცემინება და ცხვირით სუნთქვის გაძნელება. ვაზომოტორული რინიტი იმ ნერვული სტრუქტურების ფუნქციათა რღვევის შედეგია, რომლებიც ცხვირის სისხლძარღვების ნორმალურ მუშაობას არეგულირებენ. მათი დისფუნქცია სისხლძარღვთა მოტორიკის, გაფართოება-შევიწროების მექანიზმის მოშლას იწვევს.


- ქრონიკულ რინიტს ერთგვარი ასაკობრივი თავისებურებებიც ახასიათებს...
- სკოლის ასაკში ხშირია ალერგიული რინიტი. ბავშვს გამუდმებით აქვს გამონადენი ცხვირიდან, რაც იწვევს სუნთქვის გართულებას, შემოქმედებითი უნარის დაქვეითებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამკურნალოდ ჰისტამინის დამთრგუნველ ანტიალერგიულ საშუალებებს იყენებენ. ბავშვთა ასაკში რინიტი არც ისე უვნებელია, როგორც ჰგონიათ, რადგან ანთებითი კერა თავის ტვინიდან არც ისე შორს მდებარეობს, გარდა ამისა, ლორწოვანი გარსის შეშუპება იწვევს ყნოსვის დარღვევას, შედეგად კი ემოციურ მოშლილობას. ასეთი ბავშვისგან ძნელია ელოდო წარმატებას სწავლაში. ბავშვების მკურნალობისას, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ჰორმონული პრეპარატები არ გამოიყენება. ქრონიკული რინიტის გამწვავება დამახასიათებელია ორსულობის პერიოდისთვის. ამ დროს წამლების შერჩევისას დიდი სიფრთხილეა აუცილებელი. ხშირია რინიტი ხანდაზმულ ასაკშიც, რაც ანატომიურ ცვლილებებს, კერძოდ, ცხვირის ღრუში სისხლძარღვების რაოდენობის მატებას უკავშირდება. გარდა ამისა, ქრონიკული სურდო შესაძლოა ხანგრძლივად გამოყენებული ზოგიერთი სამკურნალო საშუალების, მაგალითად, არტერიული წნევის დამწევი და საძილე პრეპარატების გვერდითი ეფექტიც იყოს. ხანდაზმულ ასაკში ალერგიული რინიტი იშვიათია. ამ დროს უფრო ატროფიული ფორმაა გავრცელებული, რომელიც შედარებით რთულად სამკურნალოა.


- რით შეიძლება გართულდეს ქრონიკული რინიტი?
- ყველაზე ხშირად იგი რთულდება ჰაიმორიტით, რომელიც იწვევს ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, თავის დაჭიმვასა და ტკივილს, ყნოსვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ცხვირიდან ჩირქოვან გამონადენს, ცრემლდენას და ზოგჯერ სინათლის შიშსაც კი. ხშირად ტკივილი არც ისე მკვეთრია, განსაკუთრებით შეიგრძნობა შუბლისა და წარბის არეში. მოსალოდნელი გართულებაა ოტიტი - შუა ყურის მწვავე ანთება, რომლის დროსაც მიკროორგანიზმები სასმენი მილიდან შუა ყურში ხვდებიან. ჩვეულებრივ, ოტიტი ყურის ძლიერი ტკივილით იწყება, რომელსაც ერთვის ზოგადი სისუსტე და სხეულის ტემპერატურის მატება, ყურში ხმაური და სმენის გაუარესება.


- რას გულისხმობს დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
- უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს იმ შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორების ლიკვიდაცია, რომლებიც იწვევენ სურდოს და განსაზღვრავენ მის მიმდინარეობას. პერსონალურად უნდა შეირჩეს სამედიცინო პრეპარატების კომპლექსი თითოეული პაციენტისთვის რინიტის ფორმის გათვალისწინებით. საჭიროა ფიზიოპროცედურები და ფიზიომკურნალობა. შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც გახდეს აუცილებელი. რინიტის მკურნალობა უნდა დაიწყოს მისი გამოვლენისთანავე. სამკურნალოდ გამოიყენება მედიკამენტების რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის - ანტიბაქტერიული პრეპარატები, ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების შემამცირებელი, ანტივირუსული, სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებები. კომპლექსური მკურნალობა ითვალისწინებს მცენარეული და ჰომეოპათიური პრეპარტების გამოყენებასაც.


- როგორ დავიცვათ თავი?
- აუცილებელია ორგანიზმის გაჯანსაღება და იმუნური სისტემის მოძლიერება, რათა მან ნაკლები სიმწვავით მოახდინოს რეაგირება გარემოს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებზე. უნდა უფრთხილდეთ გადაცივებას.


 



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 16-10-2018
რინიტი
ოპერაციის შემდეგ მაინც ისევ ისე ვარ.გამრუდება მქონდა და ნიჟარებზეც გავიკეთე და მაინც შემოდგომა დაიწყება და ზაფხულამდე ესე ვარ ხოლმე სისველე მომდის და რა შეიძლება რით ვუმკურნალო.უკვე წლებია ესე ვარ
თარიღი : 05-10-2018
რინიტი
ზოგჯერ ალერგიის ბარლია რინიტი.
თარიღი : 30-04-2017
რინიტი
გამარჯობა, უკვე რამდენიმე წელია მაქვს ეს პრობლემა, არადა ოპერაციაც გავიკეთე, ძგიდის გამრუდება მქონდა, ნიჟარებიც ამოჭრილი მაქვს, მაგრამ სურდოს ვერ ვუხერხებ ვერაფერს, ვვარჯიშობ და სირბილის დროს უფრო მიჭირს, ვიწვეთებდი კიდეც რინოქსს, მაგრამ დიდად არ მიშველა.
თარიღი : 20-05-2014
რინიტი
რინიტის გამო მაქ სრული კინხტომია და მიწევს ოპერაცია, მაგრამ მაინტერესებს ოპერაციის შემდეგ ეს კოშმარი დამთავრდება თუ კიდე ჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობა? და არსებობს ისევ განვიტარების რისკები?
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
ყბა-სახის მიდამოებში კისტოზური და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები იშვიათი პრობლემა
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიური ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა 14-წლიანი კვლევს შედეგები გამოაქვეყნეს.
ელექტროდენით ყურის სტიმულაცია 55 წელზე უფროსი ასაკის მქონე ადამიანებს ნერვული სისტემის ბალანსს უბრუნებს.
სმენის ხარისხზე მოქმედებს ასაკობრივი ცვლილებები და სხვადასხვა პათოლოგიური პროცესი.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
ზამთრის მოახლოება და ყელის ტკივილი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად