რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებს

რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებს

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებს მოსახლეობა რატომღაც ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს და მაინცდამაინც არც აქცევს ყურადღებას. არადა ამ სისტემაში ბევრი რამ ერთმანეთთან ძალზე მჭიდრო კავშირშია; დაავადებულმა ყელმა შესაძლოა მძიმე გართულებებს მისცეს დასაბამი, მაგალითად, სმენასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს...


ყურის ანთება რომ არ გართულდეს
ოტიტი ანუ ყურის ანთება გაციებით გამოწვეული სხვადასხვა ხასიათის არანამკურნალები დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა. მისი პროვოცირება შეიძლება მოახდინოს  რინიტმა - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებამ, ხახის ანთებამ, ტონზილიტმა - ნუშურების ანთებამ და ყელ-ყურ-ცხვირის ნებისმიერმა სხვა დაავადებამ.

ოტიტი ხშირად ვითარდება ჰაიმორიტის - ზედა

ყბის წიაღის - ანთების დროს, როცა ცხვირის მოხოცვისას ბაქტერიები ცხვირის ღრუდან სასმენ მილში ხვდებიან. ოტიტი იმ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც არასრულფასოვანი ან დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ძალზე ადვილად იღებს ქრონიკულ სახეს. სამწუხაროდ, პაციენტები მაშინღა მოდიან გონს და მიმართავენ ექიმს, როდესაც ოტიტი არა მხოლოდ შემაწუხებელი ხდება, არამედ
ადამიანს უკვე სმენის დაკარგვასაც უქადის. დროულად რომ მივმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს, უნდა ვიცნობდეთ დაავადების პირველ სიმპტომებს. ოტიტის პირველი სიმპტომი ცხვირში გაჭედილობის შეგრძნებაა. ამავე დროს ავადმყოფს ყურებში ჩაესმის მუდმივი ხმაური. ამ სტადიაში ანუ ანთების საწყის ეტაპზე, ევსტაქის მილის ანთების საფეხურზე, ოტიტი ადვილად იკურნება და პრაქტიკულად არასოდეს გადადის ქრონიკულ ფორმაში. შუა ყურში ჩირქიანი გამონადენის არსებობა უკვე დაავადების მესამე-მეოთხე სტადიებზე მიუთითებს, რაც ექიმის სასწრაფო და კვალიფიციურ ჩარევას მოითხოვს. ამ შემთხვევაში დაყრუების თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია.


როგორ დავზოგოთ ყელი და ხმა
ლარინგიტი ანუ ხორხის ანთება უმეტესად გრიპის, მწვავე რესპირატორული ინფექციის, ქუნთრუშისა და სხვა დაავადებების გამოვლინებაა, თუმცა არის შემთხვევები, როცა ის აღმოცენდება დამოუკიდებლად, სახმო აპარატის გადაძაბვის, დაბინძურებული ჰაერის, გამღიზიანებელი აირებისა და ორთქლის შესუნთქვის, მოწევის, სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენების შედეგად. ფონასთენია ბერძნული წარმოშობის ტერმინია, რომლითაც ხმის ფუნქციურ მოშლას აღნიშნავენ. დარღვევა ხმის ჩახლეჩით (დისფონიით) ან დაკარგვით (აფონიით) შეიძლება გამოვლინდეს. ფონასთენია ძირითადად პროფესიული დაავადებაა - უპირატესად მომღერლებს, მსახიობებს, მასწავლებლებს, ლექტორებს, ექსკურსიამძღოლებს ემართებათ, ერთი სიტყვით, მათ, ვისი სამუშაოც სამეტყველო აპარატის დაძაბვას მოითხოვს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ფუნქციის მოშლა ნერვული სისტემის ფუნქციურ დაზიანებას ან კიდევ ხმის ჰიგიენის დაუცველობას მოჰყვეს. ყვირილი ძლიერ ვნებს სახმო აპარატს, განსაკუთრებით - ბავშვისას, ამიტომაც ნებას ნუ დართავთ პატარებს, თამაშის დროს იყვირონ - ამ დროს მბგერავ ნაოჭებზე ე. წ. მყვირალათა კვანძები ჩნდება, ბავშვებს კი უამისოდაც არასწორი ფონაცია აქვთ, მათი ხმოვანი აპარატი ისედაც ჩვენსაზე მეტად იძაბება. ბევრს ჰგონია, ჩურჩული ხმას იცავს. სამწუხაროდ, ცდებიან. სინამდვილეში სწორედ რომ პირიქითაა. ჩურჩულის დროს მბგერავი ნაოჭები არ ვიბრირებს და აპარატი მეტისმეტად იძაბება (ამიტომაც არის, რომ ზოგიერთს საერთოდ არ შეუძლია ჩურჩული - მოხრჩობის შეგრძნება ტანჯავს). ხანგრძლივი ჩურჩული კი ხმის ჟღერადობის არასწორ მექანიზმს აყალიბებს.
    

სწორი კვება და ხმის ჰიგიენა
უპირველეს ყოვლისა, ერიდეთ მწარე, ცხარე, მჟავე და მლაშე კერძებს. ლორწოვანს აღიზიანებს მეტისმეტად ცხელი და მეტისმეტად ცივი საკვები და სასმელიც. თუ ფართო აუდიტორიის წინაშე აპირებთ გამოსვლას, არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ ნიგოზი, მზესუმზირა ან გაზიანი სასმელი. თუ ხანგრძლივი საუბრისას ყელი გიშრებათ, დროდადრო წყალი ან ლიმონიანი ჩაი მოსვით. სითხე ატენიანებს ლორწოვან გარსს და მბგერავი ნაოჭების მუშაობასაც ასტიმულირებს. ოღონდ თუ სასმელი მეტისმეტად ცივი აღმოჩნდა, სპაზმი ვითარდება და სახმო აპარატის ნორმალური მუშაობა ირღვევა. სახმო აპარატის ყველაზე დიდი მტერი თამბაქოს კვამლია. მბგერავი ნაოჭების გასქელება-გამკვრივება, ანთებითი პროცესების, შეშუპების განვითარება, კვანძების წარმოქმნის პროვოცირება, ხმის ტემბრის შეცვლა, სიმშრალე, ჩახლეჩა და ვინ მოთვლის, რამდენი ნორმიდან გადახრა და პათოლოგია უკავშირდება თამბაქოს წევას. ერიდეთ მშრალ, დაბინძურებულ, თამბაქოს კვამლით გაჟღენთილ გარემოში საუბარს. ხშირად გაანიავეთ ოთახი.


 

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 27-12-2019
დარეჯანი
გამარჯობათ წლებია ყოველთვის ერსა და მავე დროს ნოემბრის შუა რიცხვებიდან იანვრის შუა რიცხვებამდე მეწყება ცხვირის ღრუში ორივე ნესტოში მუწუკები. ცხვირის დაბოლოებაზე სიწითლით და ტკივილით რომელიც თანდათანობით შიგნით მიიწევს მიჩნდება სისხლნარევი ფუფხები ცხვირით ვეღარ ვსუნთქავ. ექიმმა გამომიწერა წვეთები და მწვანე მალამო წვეთები აღარ მახსოვს და მწვანე მალამოს კი ვისმევ.ცოტა შეღავათს მაძლევს მაგრამ საკმარისი არაა. რას მირჩევდით რომელი წვეთები უნდა გამოვიყენო ან კრემი თუა რამე უფრო ეფექტური. გმადლობთ
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
თუ თქვენ ხმა ჩაგეხლიჩათ და ეს ორ კვირას ან მეტი ხანს გრძელდება, აუცილებელია ექიმს მიმართოთ. ერთი შეხედვით უბრალო პრობლემა შესაძლოა საკმაოდ სერიოზული
ცხვირის პოლიპი, რომელსაც ხშირად ადამიანები „ხორცმეტს“ ეძახიან, ლორწოვანი გარსის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიური წარმონაქმნია.
ვიდეოში ნაჩვენებია 10 ვარჯიში, რომელიც შეიძლება შესრულდეს სახლში შიდა ყურის წონასწორობის სისტემის
ატროფიული რინიტი – ქრონიკული რინიტი, რომელიც ხასიათდება ცხვირის ლორწოვანი გარსის
ყბა-სახის მიდამოებში კისტოზური და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები იშვიათი პრობლემა
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიური ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა 14-წლიანი კვლევს შედეგები გამოაქვეყნეს.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად