ხმის ჩახლეჩა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ხმის ჩახლეჩა

ხმის ჩახლეჩა

ლაპარაკის (და არამარტო ლაპარაკის) დროს ხშირად მეხრინწება ხმა. არც კი ვიცი, ჰქვია თუ არა ამას ხმის ჩახრინწვა (ხრინწი). ყელში (არ ვიცი, ეს საყლაპავ მილში ხდება თუ სასუნთქში) თავს იყრის ნახველის მსგავსი რაღაც და თუ არ ჩავახველე, ხმა ძალიან ხრინწიანი მიხდება. ფიზიკურადაც მაწუხებს და უხერხულ მდგომარეობაშიც მაგდებს. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხშირად ამომდის ჩახველებისას პირის ღრუში ნახველის მსგავსი რაღაც (არ ვიცი, საყლაპავიდან არის თუ ბრონქებიდან). ბოდიშს გიხდით, ასე დაწვრილებით რომ აღვწერ. იქნებ ამიხსნათ, რა არის და რამე მირჩიოთ.

ხმის

ჩახლეჩა (დისფონია) და დაკარგვა (აფონია) ხმის ფუნქციური დარღვევის გამოვლინება გახლავთ. ხმის ფუნქციურ მოშლას ფონასთენია ეწოდება. ფონასთენია, არსებითად, პროფესიული დაავადებაა - უმეტესად მომღერლებს, მსახიობებს, მასწავლებლებს, ლექტორებს, ექსკურსიამძღოლებს ემართებათ, ერთი სიტყვით, მათ, ვისი სამუშაოც სამეტყველო აპარატის გადაძაბვას მოითხოვს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ხმის ფუნქციის მოშლა ნერვული
სისტემის ფუნქციურ დაზიანებას ან ხმის ჰიგიენის დაუცველობას მოჰყვეს. ხმის ჰიგიენა სად გაგონილაო - იქნებ გაგიკვირდეთ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ხმის მართვა მთელი მეცნიერებაა, ხმის ჰიგიენა კი მისი დაცვის ხერხების ერთობლიობა. ამაზე დაწვრილებით ქვემოთ მოგახსენებთ, ახლა კი ხმის ჩახლეჩის სხვა მიზეზებზე ვისაუბროთ. ხმის ჩახლეჩის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ლარინგიტი ანუ ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება ან მისი შეშუპება. სახმო აპარატი (მბგერავი იოგი, კუნთი და ყია, იგივე ნაპრალი) ხორხის ლორწოვანი გარსის მბგერავი ნაოჭების სისქეშია მოქცეული. ლორწოვანი გარსის ანთებისას სახმო აპარატის ნორმალური ფუნქციობა ირღვევა და ხმა იხლიჩება. ქრონიკულ ლარინგიტს თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაც განაპირობებს.
  • ჰორმონული ძვრები, რომლებიც 40-45 წლის შემდეგ ორგანიზმში ინტენსიურად მიმდინარეობს,  აგრეთვე - ჰიპოთირეოზი ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, თუმცა ამ უკანასკნელს ხმის ჩახლეჩასთან ერთად სხვა სიმპტომებიც უნდა ახლდეს თან, მაგალითად, სიცივისადმი მომატებული მგრძნობელობა, კანისა და თმის სიმშრალე,  უმიზეზო დაღლა, კვებისგან დამოუკიდებელი სხეულის მასის მატება და სხვა.

რაკი ხმის ჩახლეჩასთან ერთად ყელში მომდგარი ერთგვარი (როგორც თავად აღნიშნავთ, ნახველის მსგავსი) საცობიც  გაწუხებთ, სავარაუდოდ, ეს ქრონიკული ლარინგიტია, ამ უკანასკნელის უშუალო მიზეზისა და ხელშემწყობი ფაქტორების დადგენას კი მხოლოდ ექიმი სპეციალისტი შეძლებს. ასე რომ, აუცილებლად მიმართეთ მას, რათა თქვენი პრობლემის მთავარი მიზეზი გაირკვეს. მანამდე კი გირჩევთ:

  • სწორად იკვებოთ და გულისყურით მოეკიდოთ ხმის ჰიგიენას. უპირველეს ყოვლისა, ერიდეთ მწარე, ცხარე, მჟავე და მლაშე კერძებს. ლორწოვანს აღიზიანებს მეტისმეტად ცხელი და ცივი საკვები და სასმელიც. განსაკუთრებით არიდეთ თავი გაზიან სასმელებს, ნიგოზსა და მზესუმზირას. ისიც გახსოვდეთ, რომ სახმო აპარატის ყველაზე დიდი მტერი თამბაქოს კვამლია. მბგერავი ნაოჭების გასქელება-გამკვრივება, ანთებითი პროცესებისა და შეშუპების განვითარება, კვანძების წარმოქმნის პროვოცირება, ხმის ტემბრის შეცვლა, ჩახლეჩა, სიმშრალე და ვინ მოთვლის, ნორმიდან რამდენი გადახრა და პათოლოგია უკავშირდება თამბაქოს წევას! ყვირილი სახმო აპარატს რომ ვნებს, ყველამ კარგად იცის. ბევრს ჰგონია, რომ ჩურჩული ხმას იცავს. სამწუხაროდ, ასე არ არის - სწორედ რომ პირიქითაა. ჩურჩულის დროს მბგერავი ნაოჭები არ ვიბრირებს და აპარატი ზომაზე მეტად იძაბება (ამიტომაც არის, რომ ზოგიერთს საერთოდ არ შეუძლია ჩურჩული - მოხრჩობის შეგრძნება ეუფლება). ერიდეთ აპარატის გადაძაბვას. ილაპარაკეთ საშუალო ტონით. ერიდეთ მშრალ, დაბინძურებულ, თამბაქოს კვამლით გაჟღენთილ გარემოში საუბარს. ხშირად გაანიავეთ ოთახი, რომელშიც იმყოფებით.
  • სწორად ისუნთქოთ. სახმო აპარატმა დატვირთვას რომ გაუძლოს, სუნთქვის მართვა უნდა შეძლოთ. სუნთქვის ჩვეულებრივი აქტი - ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის მონაცვლეობა - იმდენად ბუნებრივი რამაა ჩვენთვის, რომ ვერც კი ვამჩნევთ, როგორ აკეთებს ამას ჩვენი ორგანიზმი. დიდი მნიშვნელობა აქვს, პირით სუნთქავთ თუ ცხვირით. როცა ადამიანი პირით იტაცებს ჰაერს, ლორწოვანი თანდათან შრება, ყელში ღიტინის შეგრძნება ჩნდება და წამოხველების სურვილი წარმოიშობა. სახმო აპარატი რომ დაგეზოგოთ, საუბრის დაწყებამდე ჩაისუნთქეთ, შემდეგ კი ჰაერის ნაკადი ნელ-ნელა ამოუშვით ფილტვებიდან და ნელა წარმოთქვით ფრაზა. ფრაზის დასასრულებლად ჰაერი არ გყოფნით? ნუ დაღონდებით, ამას ეშველება. არსებობს საგანგებო ვარჯიშები, რომლებიც სუნთქვის რეგულირებასა და ჰაერნაკადის თანაბარ განაწილებას მიგაჩვევთ. ფილტვების ტევადობა ინდივიდუალურია, მაგრამ ამ ვარჯიშების მეშვეობით მისი გაზრდაც შეიძლება. ხმოვანი აპარატის პრობლემების კორექცია, ვარჯიშებისა თუ სხვაგვარი მკურნალობის შერჩევა ექიმი ფონიატრის პრეროგატივაა.

შეგიძლიათ, მიიღოთ ნაყენებიც:

  • აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ტუხტის ფესვი, სელის თესლი, გვირილის ყვავილი და ვირისტერფას ფოთოლი. აიღეთ ორი სადილის კოვზი ნარევი, დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე, 7-10 წუთი ადუღეთ წყლის აბაზანაში, გადმოდგით, 2 საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. სვით 1/3-1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
  • იმავე წესით მოამზადეთ და მიიღეთ არყის ფოთლების, მუხის ქერქის,  კრაზანას ბალახის,  ევკალიპტისა და მრავალძარღვას ფოთლების ნაყენი.

 

 

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 05-02-2019
თინათინი
მე მასწავლეს ოხრახუშის ნაყენის მიღება და რამდენად რეკომინდირებულია, რომ ხმა დამიბრუბდეს
თარიღი : 24-03-2018
დეა
ნათია მეც დავკარგე ხმა 1 თვეა უმიზეზოდ თქვენ თუ მოგივიდათ ხმა და რითი იმკურნალეთ იქნებ მიპასუხოთ
თარიღი : 14-03-2017
ნათია
გამარჯობათ მე არვ გაციებული ვარ და არც მახველებს უკვე 2 თვეა ხმის იოგები დაზიანებული მაქვს და არ ამიმდის ხმა თუ შეიძლება მირჩიოთ რამე .
თარიღი : 11-10-2016
Dali
Gamarjobat sami otxi tvis ukan davkarge xma, titqmis aravis esmis ukve chemi saubari, Roca dzalas vatan saubars tavbru mexveva, mqonda angina sami tvis ukan magram xma isev ise damrcha, adre Roca gavnervuldebodi da xmamagla daviyvirebdi an vityodi rames momentalirad xma mivardeboda, AR vici risi bralia, ver gaiges an ra saxis gamokvlevaa sachiro
თარიღი : 20-12-2014
mbgeri iogebi
გამარჯობათ,ბავშვობაში გლადების ოპერაციის გაკეთების შემდეგ ხმის ტემბრი დავკარგე.შეიძლება რომ ეს მბგერი იოგების დაზიანებას გამოეწვია?
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
მშრალი თვალისთვის-13მლ
ფასი: 14.9
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიური ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა 14-წლიანი კვლევს შედეგები გამოაქვეყნეს.
ელექტროდენით ყურის სტიმულაცია 55 წელზე უფროსი ასაკის მქონე ადამიანებს ნერვული სისტემის ბალანსს უბრუნებს.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
ზამთრის მოახლოება და ყელის ტკივილი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია.
სადღეისოდ საკმაოდ იმატა ცხვირ-ხახის პრობლემებმა.
ზოგადად ადამიანს 20-დან 20 000 ჰერცამდე სიხშირის ბგერის აღქმა შეუძლია, თუმცა სმენის უნარი ასაკთან ერთად თანდათანობით ქვეითდება.
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად