ახლომხედველობა ბავშვობის ასაკში იწყება და ამის მიზეზია ანგინა-სინუსიტის გართულებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახლომხედველობა ბავშვობის ასაკში იწყება და ამის მიზეზია ანგინა-სინუსიტის გართულებები

თუ ჩირქი სინუსებში დაგროვდა, რამდენიმე ხნის შემდეგ სისხლი გამოიყოფა პირდაპირ ტვინში, რადგან ტვინი შუბლის წიაღისგან გამიჯნულია თხელი ძვლოვანი ფირფიტით, რომელიც უხვად შეიცავს სისხლძარღვებს და ამის გამო ჩირქოვანი ტოქსინებისთვის ადვილად შეღწევადია.

დაავადების შემდგომი განვითარება დამოკიდებულია იმ ქსოვილის იმუნურ სისტემაზე, რომელიც ტვინს აკრავს გარს. თუ ქსოვილის უჯრედები შეძლებენ, ჩაყლაპონ და გაანეიტრალონ ეს შხამები, ტვინი ჯანმრთელი დარჩება, თუ არადა განვითარდება ტვინის ავადმყოფობა - თავის ტკივილით დაწყებული, სიმსივნითა და აბსცესით დამთავრებული.

შესაძლოა უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ახლომხედველობა ბავშვობის ასაკში იწყება და ამის მიზეზია ანგინა.

მექანიზმი ასეთია: ხახის ნუშურების ანთება იწვევს მალათაშორისი მოკლე კუნთების დაძაბულობას (სპაზმს). ის რეფლექსურად გადაეცემა თვალის კუნთებს, რომლებიც თვალის ბროლს აკონტროლებს. ვითარდება აკომოდაციის სპაზმი - ახლომხედველობა. შორსმხედველობა, კატარაქტა, გლაუკომა, თვალის ნერვის ატროფია მოხუცებულთა დაავადებებია.

მათი მიზეზი ფრონტიტია, ე.ი. ანთება და ჩირქის დაგროვება შუბლის წიაღში. ჩირქოვანი ტოქსინები იღვრება ბროლში, ეს უკანასკნელი იბინდება და ვითარდება კატარაქტა. თუ ტოქსინი თვალის უკანა სივრცეში მოხვდა, იწყება დაბრმავება, ირღვევა თვალის სითხის გამოყოფა, თვალშიგა წნევა იმატებს, ხოლო ცვლის საბოლოო პროდუქტები თვალის ქსოვილიდან არ გამოიყოფა.

თვალი იწამლება თავისივე ნარჩენებით, შუბლის წიაღიდან გადასული ტოქსინებით და ადამიანი ბრმავდება - ეს გლაუკომაა. მას ოპერაციულად მკურნალობენ, თუმცა ოპერაცია მხედველობას ვერ აღადგენს, ის მხოლოდ აჩერებს დაბრმავების პროცესს.

იგივე ხდება ოტიტის, მოხუცებულთა სიყრუის, ყურებსა და თავში ხმაურის, სმენის დაქვეითებისა და შიგნითა ყურის ვესტიბულური აპარატის სკლეროზის დროს - ჰაიმორის წიაღიდან ჩირქოვანი ტოქსინები ევსტაქის მილით ყურში ხვდება. აი, რამდენი უსიამოვნების მოტანა შეუძლია “უწყინარ” ჰაიმორიტს.

გარდა ამისა, მან შესაძლოა ხელი შეუწყოს ბრონქული ასთმის, ქრონიკული პნევმონიის განვითარებას, კუჭის, ნაწლავების, თირკმელების, საკვერცხეების, საშვილოსნოს, წინამდებარე ჯირკვლის, გულის დაზიანებას.