ფარინგიტი არის ხახის, ხოლო ლარინგიტი ხორხის ანთება - რა ჩივილები ახასიათებს თითოეულ მათგანს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფარინგიტი არის ხახის, ხოლო ლარინგიტი ხორხის ანთება - რა ჩივილები ახასიათებს თითოეულ მათგანს

- რა დაავადებაა ფარინგიტი და ზედა სასუნთქი გზების რომელ ნაწილ აზიანებს ის?

- ფარინგიტი არის ხახის ანთებითი პროცესი. ფარინგიტი შეიძლება განვითარდეს თამბაქოს კვამლის, მკვეთრი სუნის ქიმიკატების შესუნთქვისას. ის შეიძლება ახლდეს რინიტს, სინუსიტს ან განვითარდეს კბილებთან დაკავშირებული პრობლემების დროს. ხშირად ვლინდება მაშინ, როდესაც ანთებითი პროცესი უკვე მიმდინარეობს ხახის ახლოს მდებარე რომელიმე ორგანოში. ფარინგიტის პროვოცირება შეუძლია სოკოვან დაავადებას, ვირუსებს, ხახის ტრავმას და სხვა მრავალს.

ყველაზე გავრცელებული ფორმაა კატარული ფარინგიტი რესპირატორული დაავადებების დროს.

- როგორია ფარინგიტის სიმპტომები?

ხახის არეში სიმშრალისა და ფხაჭნის შეგრძნება;

ყლაპვის გართულება;

ზოგადი სისუსტე;

ცხვირიდან ჭარბი გამონადენი;

სხეულის ტემპერატურის მატება უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე ტონზილიტისა და ლარინგიტისას.

- როგორ ვუმკურნალოთ ფარინგიტს?

- ფარინგიტის მკურნალობა მოიცავს ისეთ ზომებს, როგორებიცაა:

ყელის ადგილობრივი სანაცია;

არ მივიღოთ ცივი სასმელი, ცხარე, მჟავე, მარილიანი საკვები.

- რა დაავადებაა ლარინგიტი და როგორ ვლინდება?

- ლარინგიტიც გაციების თანმხლები დაავადებაა. ის შეიძლება იყოს სახმო იოგების გადაძაბვის ან ალერგენების ზემოქმედების (მტვერი, აირები, თამბაქო) შედეგიც. ლარინგიტი არის ხორხის ანთება, რომელიც ვითარდება მასში ინფექციის მოხვედრის შემდეგ.

ლარინგიტის დამახასიათებელი ნიშნებია:

ხმის დაბოხება ან საერთოდ დაკარგვა;

პირის ღრუს სიმშრალე;

თავის ტკივილი;

ძლიერი მშრალი ხველა;

ზოგჯერ ტემპერატურის მომატება.

ლარინგიტზე მეტყველებს ხორხის შეშუპება და დიდი რაოდენობით ლორწოც.

ამ დაავადებისას მნიშვნელოვანია ხმის რეჟიმის დაცვა, საუბრისაგან თავის შეკავება და იოგების გადაძაბვის არიდება. რეკომენდებულია პაციენტისთვის ჰაერის მაღალი ტენიანობის უზრუნველყოფა. ნებისმიერ ალერგენთან კონტაქტის გამორიცხვა, დაუშვებელია ლორწოვანი გარსის გამოშრობა.

მძიმე შემთხვევაში საყოველთაოდ მიღებული ინჰალაციები და გამოვლება აღარ შეველის, პირიქით, შეიძლება უფრო მეტი შეშუპების პროვოცირება.

ლარინგიტის სამკურნალოდ გამოყენება ანთების საწინააღმდეგო თვისების მქონე საშუალებები. მძიმე შემთხვევებში შეიძლება დაინიშნოს ანტიბაქტერიული მკურნალობა.