როგორ რეაგირებს ორგანიზმი ყელის სტრეპტოკოკულ ინფექციაზე - რევმატული ცხელება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ რეაგირებს ორგანიზმი ყელის სტრეპტოკოკულ ინფექციაზე - რევმატული ცხელება

რევმატული ცხელება არის სხეულის ორგანოთა სისტემების, განსაკუთრებით სახსრების და გულის, ანთება, რაც გამოწვეულია ყელის სტრეპტოკოკული ინფექციის გართულებით.

რევმატული ცხელების სიმპტომები განსხვავებული შეიძლება იყოს და დამოკიდებულია იმაზე, თუ სხეულის რომელი ნაწილია ანთებით დაზიანებული. როგორც წესი, სიმპტომები იწყება ყელის ინფექციის გაქრობიდან რამდენიმე კვირაში.

რევმატული ცხელების ყველაზე ხშირი სიმპტომებია სახსრების ტკივილი, ცხელება, გულმკერდის ტკივილი ან გულისცემის აჩქარება, რაც გამოწვეულია გულის ანთებით (კარდიტი), უნებლიე უკონტროლო მოძრაობები (სიდენჰამის ქორეა), გამონაყარი, კანქვეშა პატარა კვანძები (ნოდულები). ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე სიმპტომი.

mkurnali.ge

რევმატული ცხელების პრევენციის საუკეთესო გზაა ყელის სტრეპტოკოკული ინფექციის სწრაფი და სრულყოფილი ანტიბიოტიკოთერაპია. ბავშვებს, რომელთაც ჰქონდათ რევმატული ცხელება, დამატებით უნდა მიეცეთ დასალევად პენიცილინი ყოველდღე ან თვეში ერთხელ – კუნთში გასაკეთებლად, სხვა სტრეპტოკოკული ინფექციის პრევენციისთვის.

რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს პრევენციული მკურნალობა, უცნობია. იგი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და ძირითადად გრძელდება დაახლოებით მოზრდილობამდე. ზოგიერთი ექიმი რეკომენდაციას უწევს მის გაგრძელებას მუდმივად პაციენტებში, ვისაც აქვთ გულის გახანგრძლივებული დაზიანება, ჰქონდათ ქორეა ან აქვთ ახლო კონტაქტი პატარა ბავშვებთან (რადგან ბავშვები შეიძლება იყვნენ სტრეპტოკოკული ინფექციის მტარებლები, რაც გამოიწვევს ამ ადამიანების რეინფექციას).

რევმატული ცხელების მკურნალობას აქვს სამი მიზანი: ნებისიმიერი ნარჩენი სტრეპტოკოკული ინფექციის ელიმინაცია; ანთების შემცირება, განსაკუთრებით სახსრებსა და გულში და, შესაბამისად, სიმპტომების კლება; ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი სტრუქტურების გაძლიერება.

რევმატული ცხელების მქონე ბავშვებს ექიმები უკეთებენ ხანგრძლივად მოქმედი პენიცილინის ინექციას, ნებისმიერი ნარჩენი ინფექციის ელიმინაციისათვის. ეძლევათ ასპირინი მაღალი დოზებით ანთების და ტკივილის შესამცირებლად, განსაკუთრებით, თუ ანთება აღწევს სახსრებსა და გულს. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლები (NSAIDs), როგორიცაა ნაპროქსენი, ისეთივე ეფექტურია, როგორიც ასპირინი. თუ გულის ანთება მძიმედ მიმდინარეობს, ანთების შესამცირებლად შეიძლება მიეცეთ კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა პრედნიზოლონი.

წოლითი რეჟიმი შეიძლება დაგვეხმაროს სახსრების ანთებისას არსებული ტკივილის გამო განვითარებული სტრესის თავიდან არიდებაში. როდესაც გულშია ანთება, რეკომენდებულია მკაცრი წოლითი რეჟიმი (მხოლოდ საპირფარეშოსთვის ადგომა).

თუ ზიანდება გულის სარქვლები, სარქვლის ინფექციის (ენდოკარდიტის) განვითარების რისკი მუდამ რჩება. ადამიანებმა, რომელთაც აქვთ დაზიანებული გულის სარქველი, მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა მიიღონ ანტიბიოტიკები ნებისმიერი ოპერაციის წინ, სტომატოლოგიური ოპერაციების ჩათვლით.