რატომ ქვეითდება სმენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ქვეითდება სმენა

ხშირად პრობლემას ირგვლივმყოფები აღმოაჩენენ ხოლმე. ადამიანი ტელევიზორს უყურებს ან მუსიკას უსმენს უფრო მაღალ ხმაზე, ხშირად კითხვას იმეორებს ან თხოულობს ნელა და ხმამაღლა ლაპარაკს, განსაკუთრებით ხმაურის დროს. თანამოსაუბრეს გასაგებად დიდი ძალისხმევა სჭირდება, რის გამოც ის გაურბის საუბარს.

სმენის ასაკობრივი დაქვეითება ჩვეულებრივ, ვლინდება 55-65 წლის ასაკში. ადამიანს ცუდად ესმის ცალკეული თანხმოვანი ბგერა, რის გამოც თანამოსაუბრეს მეტყველების გაგება უჭირს. სმენის ასაკობრივ დაქვეითებას აჩქარებს ხმამაღალი ბგერების მუდმივი ზემოქმედება.

თავის ტვინის ნებისმიერმა ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს შიგნითა ყურის დაზიანება ან დაფის აპკის გახეთქვა. სმენის აღდგენა დამოკიდებულია ტრავმის სიმძიმეზე და ქირურგიული კორექციის შესაძლებლობაზე. ზოგჯერ სმენა შეუქცევადად ქვეითდება.

ბავშვებში და ახალგაზრდებში სმენის დაქვეითების ძირითადი მიზეზი ინფექციაა, რომელსაც სმენის დაქვეითების გარდა, თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ყურის ტკივილი, სისუსტე, ყურის შიგნით ზეწოლის შეგრძნება, ყურის ნიჟარის ქავილი და გაღიზიანება. სმენა ჩვეულებრივ აღდგება გამოჯანმრთელების შემდეგ და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ქვეითდება შეუქცევადად.

ამერიკის მეტყველებისა და სმენის ასოციაციის (AშHA) მონაცემებით, 200-ზე მეტი სამკურნალო საშუალება იწვევს სმენის ნაწილობრივ ან სრულ დაკარგვას. ძირითადად ესენია კიბოს, ინფექციების და სხვა სერიოზული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. ამ მხრივ ზიანი შეიძლება მოგვაყენოს ისეთმა პრეპარატებმაც კი როგორიცაა: ვიაგრა, ასპირინი ან ფუროსემიდი. მათ შეიძლება მოახდინონ დროებით სმენის დაქვეითების ან ყურებში ხმაურის პროვოცირება. სმენა აღდგება ამ პრეპრატების მიღების შეწყვეტის შემდეგ.

უეცარმა, ძლიან ხმამაღალმა ხმამ შეიძლება გამოიწვიოს დაფის აპკის გახეთქვა. 85 დეციბელზე მაღალი სიხშირის (მაგალითად ყურსასმენებში მუსკის ხმა) ხმის მუდმივი ზემოქმედება იწვევს შიგნითა ყურის უჯრედების დაზიანებას, რის შედეგადაც ისინი ეფექტურად ვეღარ გადასცემენ ბგერებს და სმენა ქვეითდება.

ყურში გოგირდი ნორმაში თავისით გამოდის და გამოირეცხება წყლით. ზოგიერთ ადამიანს გოგირდი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წარმოექმნება ან ძალიან მკვრივი აქვს. ამის გამო ვითარდება გოგირდის საცობი, რაც ართულებს ბგერის გატარებას შიგნითა ყურში. პრობლემა მძიმდება, როდესაც ადამიანი ცდილობს გოგირდის მოშორებას ყურის ჩხირებით. შედეგად, ისინი გოგირდის საცობს უფრო შიგნით, ღრმად გადაანაცვლებენ.

სმენის დაკარგვა შესაძლებელია განვითარდეს ნევრომის შედეგად. ეს კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც შიგნითა ყურიდან ტვინისკენ მიმავალ ნერვზე ვითარდება. მკურნალობა ოპერაციულია.

თუ სმენის უეცარი დაკარგვა ხდება, განსაკუთრებით ცალ ყურში, აუცილებლად საჭიროა ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია.

სმენის შესანარჩუნებლად:

· ნუ ჩართავთ ტელევიზორს ან მუსიკას ძალიან ხმამაღალ ხმაზე;

· ყურსასმენებში მუსიკას ნუ მოუსმენთ მაქსიმალურ ხმიანობაზე.

· შეეცადეთ ხმაურისაგან დაისვენოთ ყოველ 15 წუთში.

· ხმაურისაგან თავდასაცავად გამოიყენეთ სპეციალური ყურსასმენები.

· ხანგრძლივი ხმაურის ზემოქმედების შედეგად თქვენს სმენას 18 საათიანი სიჩუმით დასვენების საშუალება მიეცით აღსადგენად.