ჩირქიანი ყური - საიდან ვრცელდება ინფექცია? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩირქიანი ყური - საიდან ვრცელდება ინფექცია?

- რამდენად საშიშია ჩირქოვანი გამონადენის არსებობა?

- საზოგადოდ, ყურიდან გამონადენი არასოდეს არ არის ნორმა, ის ყოველთვის დაავადებაზე მეტყველებს. ჩირქოვანი გამონადენიც, რასაკვირველია, საყურადღებო სიმპტომია. ეს ნიშანია იმისა, რომ აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგს - ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს მივმართოთ. თუმცა ჩირქოვანი გამონადენის არსებობა შუა ყურის ანთების დროს ერთი მხრივ დადებითი მოვლენაც არის: ჩირქის გამოყოფა იმას ნიშნავს, რომ ხდება ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერის დრენირება.

გაცილებით საშიშია მდგომარეობა, როდესაც შემოფარგლულ სივრცეში, ნებისმიერ ადგილას, ყალიბდება ჩირქოვანი კერა. ყური კი ანატომიური თავისებურებების გამო ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: შუა ყურის (დაფის ღრუს) ზედა კედელი მხოლოდ თხელი ფირფიტით არის გამიჯნული ქალას შუა ფოსოსგან. ზოგჯერ აღნიშნულ ფირფიტას აქვს ხვრელები (მათ მედიცინაში დეჰისჰენციებს უწოდებენ). ამ ხვრელების საშუალებით შესაძლოა ინფექციური პროცესი თავის ტვინისკენ გავრცელდეს. სწორედ აღნიშნული მექანიზმით ვითარდება რიგ შემთხვევაში ოტოგენური (ყურისმიერი) ქალასშიგა გართულებები.

ასეთ გართულებათა შორის უნდა ვახსენოთ მენინგიტი, ტვინის აბსცესი. შუა ყურის (დაფის ღრუს) უკანა კედელი ესაზღვრება საფეთქლის ძვლის დვრილისებრ მორჩს, აქედან კი არსებობს ინფექციის გავრცელების საფრთხეც. ინფექციის გავრცელება გამოიწვევს ანტრიტსა და მასტოიდიტს, რომლებიც ხშირად ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. როდესაც ყურში არსებული ჩირქი გარეთა სამენი მილით გარეთ გამოდის და ჩირქოვანი ინფექციის კერა იცლება, ინფექციური პროცესის თავის ტვინისაკენ გავრცელების საფრთხეც მცირდება.

ზოგჯერ, განსაკუთრებით - ბავშვთა ასაკში, აღნიშნული გართულებების თავიდან აცილების მიზნით, თუ დაფის აპკის მთლიანობა თავისთავად არ დაირღვა და ჩირქი არ გამოიყო, ხდება მისი პარაცენტეზი ანუ გაკვეთა. ამრიგად, მსგავს შემთხვევებში ჩირქის გამოყოფა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მისი არარსებობა. თუმცა ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან ნიშნავს, რომ არსებობს დაავადება, დაავადების არსებობა კი ყოველთვის დაკავშირებულია მისი გართულების რისკთან.

- როგორი მკურნალობაა საჭირო ჩირქოვანი გამონადენის არსებობისას?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ჩირქოვანი გამონადენი არის სიმპტომი და არა დაავადება. ამდენად, ჩვენ ვმკურნალობთ ჩირქოვანი გამონადენის გამომწვევ დაავადებას და არა გამონადენს, დაავადების, ამ შემთხვევაში - ოტიტის მკურნალობა კი გულისხმობს ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებას, ანთების კერის სანაციას.

ვინაიდან ცხვირით სუნთქვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მიზანშეწონილია ცხვირში სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების შესხურება, ჩაწვეთება. ასეთი პრეპარატები სუნთქვას აადვილებენ. რასაკვირველია, მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისას დაავადების თავისებურებებსაც ვითვალისწინებთ.

წაიკითხეთ სრულად