პირველი დახმარება ცხვირიდან სისხლდენის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი დახმარება ცხვირიდან სისხლდენის დროს

სტატისტიკა გვამცნობს, რომ ცხვირიდან სისხლდენას პლანეტის ყოველი 50-ე ადამიანი აწყდება. ეს პრობლემა უხშირესად ცხვირის ანატომიურ შენებას უკავშირდება. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსი უწვრილესი კაპილარული ქსელით არის მოფენილი. აღნიშნული კაპილარები შესაძლოა ადვილად დაზიანდეს გარემოში მიმდინარე უმნიშვნელო ცვლილებებისა და ფიზიკური დატვირთვების დროს.

სისხლი ცხვირიდან შესაძლოა წვეთების სახით ან ნაკადურად მოდიოდეს. ინტენსიურმა სისხლდენამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

დაზიანების კერის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:

  • ცხვირის წინა განყოფილებიდან სისხლდენას – ამ დროს სისხლდენის მიზეზი ცხვირის ღრუს წვრილი სისხლძარღვების დაზიანებაა. ასეთი სისხლდენა არ არის საშიში. ის თვითშეჩერებისკენაა მიდრეკილი;
  • ცხვირის უკანა განყოფილებიდან სისხლდენას – ამ დროს სისხლდენის მიზეზი ცხვირის ღრუს ღრმა უბნების მსხვილი სისხლძარღვების ტრავმაა. სისხლი მასიურად მოედინება და თავისით ვერ ჩერდება.

ცხვირიდან სისხლდენის მიზეზებს შორის აღსანიშნავია:

  • ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ტრავმატიზაცია მექანიკური დაზიანების შედეგად;
  • ცხვირის ღრუს ანთებითი პათოლოგიები;
  • სიმსივნური დაავადების აღმოცენება;
  • ჰიპერთერმია (სხეულის მომატებული ტემპერატურა) ინფექციის ზემოქმედებით ან მზეზე ხანგრძლივად ყოფნის გამო;
  • არტერიული წნევის მკვეთრი მატება;
  • ჰორმონული ფონის დარღვევა;
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღება;
  • სისხლძარღვთა გაფართოება ალკოჰოლის მოხმარების შედეგად;
  • სისხლმბადი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების პათოლოგიები.

ცხვირიდან სისხლდენას ხშირად თან ერთვის:

  • სისუსტე, გულისრევა და თავბრუხვევა;
  • თავის ტკივილი და ყურების დაგუბება;
  • გულისცემის აჩქარება;
  • არტერიული წნევის დაქვეითება;
  • სახისა და კიდურების გაფერმკრთალება.

რას გულისხმობს პირველი დახმარება ცხვირიდან სისხლდენის დროს, როგორ უნდა მოვიქცეთ?

  1. უპირველესად, აუცილებელია სისხლდენის გამაძლიერებელი მიზეზების ლიკვიდაცია. არ არის საჭირო საუბარი, ხველა, მოძრაობა და ნერვიულობა-დაძაბვა;
  2. საჭიროა წყნარად დაჯდომა, საყელოს, ქამრის შეხსნა და თავის წინ დახრა. ცხვირიდან სისხლდენის დროს ხშირად თავის უკან გადაწევას მიმართავენ, რაც არასწორია, ისევე როგორც დაწოლა, რადგან ამ მდგომარეობების დროს სისხლი ხახაში ხვდება, რამაც შესაძლოა ხველა და გულისრევა გამოიწვიოს;
  3. ცხვირზე საჭიროა ცივის დადება (ცივი დოლბანდის, უმჯობესია ყინულის);
  4. შენობაში, სადაც დაზარალებულია, სასურველია გრილი გარემოს შექმნა, ამისათვის უნდა გამოაღოთ ფანჯარა და უზრუნველყოთ სუფთა ჰაერის მიწოდება. თუ დაზარალებული ქუჩაშია, უნდა გადაიყვანოთ ჩრდილში. თუ ცხვირიდან სისხლდენა ადამიანს სიცხეში დაეწყო, სასურველია შუბლისა და მკერდის არეში ცივი კომპრესები დაადოთ;
  5. თუ ცხვირიდან სისხლდენა გრძელდება, აუცილებელია ცხვირის ორივე ფრთის მაგრად მიჭერა ძგიდესთან, პირით ღრმად სუნთქვა, პროცედურა უნდა გაგრძელდეს 5-10 წუთს. არ უნდა შეუშინდეთ სისხლის პირის ღრუში მოხვედრას, ის უბრალოდ უნდა მოიშოროთ (გადააფურთხოთ), შეიძლება ცხვირის ტამპონადასაც მიმართოთ. ამისათვის ბამბის ბურთულები დაასველეთ წყალბადის ზეჟანგის ხსნარში და მოათავსეთ ცხვირის ორივე ნესტოში, სისხლი ამ დროს დედდება და სისხლდენა წყდება. დაუშვებელია ცხვირის ღრუში მშრალი ბამბის ბურთულების მოთავსება, რადგან მშრალი ბამბა შესაძლოა ცხვირის კედელს მიეწებოს და მოცილებისას განმეორებითი სისხლდენის მიზეზი გახდეს.

ჩვეულებრივ, სისხლდენა 10 წუთზე მეტხანს არ გრძელდება. თუ ის 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა ან კიდევ ძალიან ინტენსიურია ცხვირის ორივე ნესტოდან, საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

პირველი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, თუ ადამიანს სისხლდენა შეუჩერდა, დამატებით კარგი იქნება დაალევინოთ რამე გრილი სასმელი. ჩაის და ყავის მიღება არასასურველია, რადგან ეს ორივე სასმელი იწვევს სისხლძარღვთა გაფართოებას და შესაძლოა კვლავ სისხლდენის პროვოცირება, საჭიროა საკვების მიღებისგან გარკვეული ხნით თავშეკავებაც; აუცილებელია არტერიული წნევის გაზომვა, მით უფრო, თუ სისხლდენას თან დაერთო თავის ტკივილი და შუილი ყურებში. მომატებული არტერიული წნევისას აუცილებელია მისი ნორმალიზება.