როდის შეიძლება განვითარდეს ყურებიდან სისხლდენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის შეიძლება განვითარდეს ყურებიდან სისხლდენა

რომელიც მოითხოვს სასწრაფო დიაგნოსტიკას და სამედიცინო დახმარებას. ყურიდან სისხლდენის მიზეზებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ოტორინოლარინგოლოგი მარინა ცაბაძე.

– ქალბატონო მარინა, რა შეიძლება იყოს ყურიდან სისხლდენის მიზეზი?

– ყურიდან სისხლდენის მიზეზი შეიძლება დავყოთ სამ ძირითად ჯგუფად:

  • მექანიკური დაზიანება;
  • ინფექციური დაავადებები და ახალწარმონაქმნები.

მექანიკური დაზიანება შეიძლება აღინიშნებოდეს ტრავმის შემთხვევაში. სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ყურში ბასრი საგნების მოხვედრის შედეგად, დაფის აპკის გახეთქვის გამო. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ადამიანები ცდილობენ ყურში უსიამოვნო შეგრძნების (მაგალითად, ქავილის) აღმოფხვრას ჩხირის, ბამბის ჩხირის თუ სხვა საშუალებით.

სისხლდენა ახლავს ქალა-ტვინის ტრავმებს, დაზიანების ხასიათის მიუხედავად.

მექანიკური მიზეზით შეიძლება აღინიშნოს გარეთა სასმენი მილის ძვლოვანი კედლის დაზიანება. ასეთი ტრავმები ხდება ქვედა ყბაზე დაცემისას ან ნიკაპის მიდამოში დარტყმით (ძალოსნურ სპორტში).

ქალა-ფუძის მოტეხილობის დროს, როდესაც სკდება დაფის აპკი, ყურიდან გადმოდის სისხლი და თავ-ზურგ-ტვინის სითხე, ირღვევა სმენა და ვესტიბულური ფუნქცია.

აქვე უნდა განვიხილოთ ბაროტრავმებიც – დაზიანება, რომელიც აღმოცენდება შიგნითა ყურში წნევის მკვეთრი ცვლილების შედეგად, რაც წყალში ჩაძირვის, თვითმფრინავის აფრენისა და სხვა დროს ვითარდება.

სისხლდენის გამომწვევი მიზეზებიდან შეიძლება გამოვყოთ ინფექციური პათოლოგიებიც. ამ დაავადებათა ნუსხა საკმაოდ გრძელია და ის შეიძლება შეეხოს ყურის სხვადასხვა მიდამოს. ამ თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ:

  • მირინგიტი – დაფის აპკის ქსოვილებში მიმდინარე ანთებითი პროცესები, რომლის დროსაც ყურში წარმოიქმნება სეროზული შიგთავსით სავსე ბუშტუკი. აღნიშნული პათოლოგია, ჩვეულებრივ, ტკივილით მიმდინარეობს, აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, წარმონაქმნის გახეთქვის შემდეგ კი გარეთ გადმოდის სისხლის შემცველი ექსუდატი.
  • ოტიტი – შუა ყურის ანთება, რომლის დროსაც ვლინდება ძლიერი ტკივილი, რასაც ხშირად თან ახლავს თავბრუხვევა. სასმენი მილიდან სისხლიანი გამონადენი ამ შემთხვევაში მიუთითებს აბსცესის თავისთავად გახსნაზე (ამ შემთხვევაში ჩირქის არარსებობა ტვინის გარსებში მის შეღწევაზე მეტყველებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულება – მენინგიტის სახით).
  • კანდიდოზი – ყურში სოკოვანი ინფექცია, რომელიც იწვევს სისხლძარღვების კედლების დასუსტებას, რის ფონზეც შეიძლება წამოვიდეს ყურიდან სისხლი.

ყურიდან სისხლდენის ძალიან სერიოზული მიზეზი შეიძლება იყოს სიმსივნე და ახალწარმონაქმნი.

აღსანიშნავია, რომ სასმენ მილში შესაძლებელია გაჩნდეს ფურუნკული. ამ დროს, ჩვეულებრივ, კლინიკურ სურათს, ტკივილის გარდა, ემატება სხეულის ტემპერატურის მომატებაც, შეშუპების განვითარება. ჩირქგროვა შეიძლება თავისთავად ან მექანიკური ზემოქმედებით გაიხსნას. ჩირქში აღინიშნება სისხლის მინარევი.

სიმსივნეებსა და ახალწარმონაქმნებს მიეკუთვნება:

  • ჰემანგიომა – რომელიც შედარებით იშვიათად გვხვდება, თუმცა ყურის ნებისმიერ მიდამოში შეიძლება განვითარდეს (ხშირად გარეთა ყურში). ამგვარი სისხლძარღვოვანი სიმსივნეები მართალია ნელა იზრდება, მაგრამ შეიძლება გამოდიოდეს სასმენი მილის საზღვრებიდან. ჰემანგიომისას შესაძლოა განვითარდეს ინტენსიური სისხლდენა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
  • კარცინომა – ყურიდან სისხლდენა ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე აშკარა მარკერია. სიმსივნე შეიძლება აღმოცენდეს ყურის გარეთა და შუა განყოფილებაში.
  • პოლიპები – წანაზარდი სასმენ მილში, რომელიც იწვევს: მის ობტურაციას, ყურში ტკივილის პროვოცირებას, სმენის დაქვეითებას, შაკიკის პროვოცირებას. შესაძლებელია აღინიშნოს სისხლიანი გამონადენი.

– როგორია დიაგნოსტიკა?

– დიფერენცირებისა და სისხლდენის მიზეზის დასადგენად საჭიროა კვლევები: აუდიოგრამა, საფეთქლის ძვლების კომპიუტერული ტომოგრაფია, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

– თქვენ ისაუბრეთ ყურიდან სისხლდენის გამომწვევ დაავადებებზე. როგორ მკურნალობენ ამ მდგომარეობას?

– ყურიდან სისხლიანი გამონადენის მიზეზის დასადგენად აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია. სისხლდენის გამომწვევი მიზეზების მიხედვით, ექიმი პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.

მინდა აღვნიშნო, რომ ყურიდან სისხლდენისას აუცილებელია სპეციალისტის ჩარევა. დაუშვებელია თვითმკურნალობა, სხვადასხვა წვეთების თვითნებურად ჩაწვეთება ყურში, რადგანაც ამ სიმპტომის განვითარების მიზეზი შეიძლება საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდეს და დაგვეკარგოს ძვირფასი დრო.