ყელის მწვავე ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყელის მწვავე ტკივილი

მაპროვოცირებელი ფაქტორები

ყელის მწვავე ტკივილს აპროვოცირებს:

  • ჰაერის დაბინძურება გამონაბოლქვი აირებითა და ქიმიური ნივთიერებებით;
  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (გრიპი,  პარაგრიპი, რინოვირუსული და ადენოვირუსული ინფექცია, ქუნთრუშა, ყივანახველა, დიფტერია, წითელა, ინფექციური მონონუკლეოზი) და მათთან დაკავშირებული პათოლოგიები (ფარინგიტი, ადენოიდები, ტონზილიტი და ლარინგიტი);
  • წელიწადის ცივი პერიოდისთვის დამახასიათებელი დაბალი ტემპერატურა, რაც იმუნურ სისტემას აქვეითებს და ინფექციათა სწრაფი გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის;
  • ცხვირის სავალებში ადენოიდური წანაზარდების გაჩენა, სურდო, ძგიდის გამრუდებით გამოწვეული ცხვირის ნორმალური ფუნქციის დაქვეითება;
  • ყელის ზედმეტი გადაძაბვა - ბევრი ლაპარაკი, ყვირილი, ხმამაღალი სიმღერა. ყელის ტკივილსა და ხმის ჩახლეჩას განსაკუთრებით ხშირად უჩივიან პედაგოგები, ლექტორები და მსახიობები - ადამიანები, ვისთვისაც ხმას პროფესიული მნიშვნელობა აქვს. ამის გამო ისინი იძულებულნი არიან, ყელს განსაკუთრებით მოუარონ;
  • მეტისმეტად ცხარე, ძმრიანი, მდოგვიანი, ცხელი და ცივი სასმელ-საჭმლის სწრაფი მონაცვლეობა;
  • სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრა.

 

როდის გვტკივა ყელი

ანგინა - ყელის ყოველგვარ ტკივილს სწორედ მას უკავშირებენ. ეს ნუშურა ჯირკვლების მწვავე ანთებაა - მწვავე ტონზილიტი, რომელიც შესაძლოა მიკრობით, ვირუსით ან სოკოთი იყოს გამოწვეული. ყველაზე ხშირად მას A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი და ოქროსფერი სტაფილოკოკი იწვევს. მწვავე ტონზილიტის განვითარებას ხელს უწყობს გაციება, გადახურება, იმუნოგლობულინების დეფიციტი,  ჰიპოვიტამინოზი, ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების, პირის ღრუს, ღრძილების დაავადებები. მწვავე ტონზილიტის დროს მაღალი სიცხის ფონზე ყელში უეცრად ჩნდება ფხაჭნის, სიმშრალისა და შევიწროების - სპაზმის შეგრძნება. ზოგჯერ ყლაპვა იმდენად არის გაძნელებული, რომ პაციენტს წყლის სმაც კი უჭირს. მართებული მკურნალობის შემთხვევაში ანთება 7-10 დღეში გაივლის, არასწორად ნამკურნალევი ან ნებაზე მიშვებული მწვავე ტონზილიტი კი ქრონიკულ სახეს იღებს და მოგვიანებით თირკმლის პათოლოგიებსა და რევმატულ დაავადებებს იწვევს. ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის ხშირად გრიპის ან რომელიმე სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციის გამოვლინებაა. ამ დროს  ყელის ლორწოვანი გარსი ძლიერ გაწითლებულია და ავადმყოფს ყველაზე მეტად ყელის აუტანელი ტკივილი, ფხაჭნის შეგრძნება და სიმშრალე აწუხებს. ყელში თითქოს უცხო სხეულია გაჩხერილი. ადენოიდები ხახის თაღში არსებული ლიმფოადენოიდური ქსოვილია, რომლის ანთებასაც იწვევს ქრონიკული სურდო და ფარინგიტი. ეს უმთავრესად ბავშვთა დაავადებაა. ადამიანს ყელის სიმშრალის შეგრძნება და ტკივილი აწუხებს, რაც ანთებითი პროცესის გამო ცხვირ-ხახის შეშუპების ბრალია. ცხვირით სუნთქვის გაძნელების გამო ადამიანი პირით სუნთქავს, ცივი ჰაერის ნაკადი კი ყელს აშრობს და მის ტკივილს იწვევს. ადენოიდებს სერიოზული და კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება. ლარინგიტი ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის ყოველთვის თან სდევს რესპირატორულ დაავადებებს. ლარინგიტის დროს ყელის მწვავე ტკივილი ისეთივეა, როგორიც ანგინისას, მაგრამ გაცილებით ძლიერია ხეხვისა და ფხაჭნის შეგრძნება, რის გამოც ავადმყოფს ძლიერ ეხლიჩება  ხმა და შესაძლოა, სულაც დაეკარგოს. ინფექციური დაავადებები - ამ დროს ყელის ტკივილი განსაკუთრებით საგულისხმო და საგანგაშო სიმპტომია - შესაძლოა, ინფექციით შეშუპებული სასუნთქი გზები და ყელი კრუპისა და ცრუ კრუპის, ხორხის შევიწროებისა და მოგუდვის მიზეზად იქცეს. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია დიფტერია და პარაგრიპი. უცხო სხეული სასუნთქ გზებში - სასუნთქ გზებში ხშირად ხვდება თევზის ფხა, ხილის კურკა, ღილები, მცენარის თესლი, ლითონის წვრილი ნივთები, რომლებიც, ლოკალიზაციისა და ზომის შესაბამისად, ძლიერ ტკივილს, სპაზმს და მოგუდვის შეგრძნებას იწვევენ. ეს მდგომარეობა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, აუცილებელია სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის დაუყოვნებლივ მოცილება.