საცობი ყურში, წყლის და კონდიციონერის გავლენა სმენის ორგანოზე და გარეთა ყურის ინფექციები - ექიმი ლია ლომიძე გვირჩევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საცობი ყურში, წყლის და კონდიციონერის გავლენა სმენის ორგანოზე და გარეთა ყურის ინფექციები - ექიმი ლია ლომიძე გვირჩევს

- გვესაუბრება ყელ-ყურ ცხვირის ეროვნული ცენტრის, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის, ექიმი ოტო-რინო-ლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი ლია ლომიძე.

- პირველ ყოვლისა, გთხოვთ, გვითხრათ რამდენად გაზრდილია ყურის პათოლოგიებით გამოწვეული პრობლემებით მომართვიანობა და რა არის ამის მიზეზი?

- აღსანიშნავია რომ ბოლო წლებში ყურის პათოლოგიებმა მკვეთრად მოიმატა, განსაკუთრებით გაზრდილია მომართვიანობა ტინიტუსის (ყურებში ხმაური) ჩივილით, შედარებით უფრო ახალგაზრდა ასაკში, ვიდრე წინა წლებში.

გარდა ამისა, ხშირ შემთხვევებში ტინიტუსს თან ახლავს სხვადასხვა ხარისხის სმენის დაქვეითება, ეს ფაქტი სავარაუდოდ უკავშირდება ყურსასმენების გამოყენებას და მაღალი სიხშირის ბგერებით ყურის გაღიზიანებას.

რაც შეეხება ყურის ქრონიკულ ჩირქოვან ანთებას, მისი გართულებები წინა წლებში გაცილებით უფრო მეტად იყო გამოვლენილი ვიდრე ამჟამად, ეს კი დაკავშირებულია ბოლო თაობის ანტიბიოტიკების ფართოდ გამოყენებასთან და სამედიცინო დაწესებულებების ხელმისაწვდომობასთან.

-ზაფხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები საცურაო აუზებსა და საზღვაო კურორტებს სტუმრობენ, ამ სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გარეთა ყურის ინფექციებია. უკეთ რომ აგვიხსნათ, რა სიმპტომები ახასიათებს მას, როგორ უნდა ვუმკურნალოთ და ზოგადად, რა უნდა გავითვალისწინოთ წყალთან ურთიერთობისას?

- დაგეთანხმებით, რომ ზაფხულის სეზონზე ხშირია გარეთა სასმენი მილის ანთებითი დაავადებები, რაც გამოწვეულია ყურში დაბინძურებული წყლის მოხვედრით.

რაც შეეხება ამ დაავადების სიმპტომებს, პირველ რიგში, პაციენტი აღნიშნავს ყურის ძლიერ ტკივილს, რომელიც ძლიერდება ღეჭვის და პირის გაღების დროს, ასევე ყურის ნიჟარაზე შეხებისას და გარეთა სასმენ მილზე ხელის დაჭერისას, გამოხატულია სმენის დაქვეითება, დაგუბების შეგრძნება და ზოგჯერ სისვლელე. საბოლოო დიაგნოსტირება უნდა მოხდეს სპეციალისტთან.

ხოლო პირველადი დახმარება შესაძლებელია პაციენტს აღმოვუჩინოთ ტკივილგამაყუჩებლით, შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატით და ადგილობრივი კომბინირებული წვეთებით, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შედიოდეს: ანტიბიოტიკი, სტეროიდი და ანესთეტიკი.

პრიფულაქტიკის მიზნის სასურველია ყველამ გაითვალისწინოს შემდეგი რჩევა: საცურაოზე აუზზე ან ზღვაზე წასვლის წინ წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს ოტოსკოპია სპეციალისტთან, გარეთა სასმენ მილში საცობის არსებობის შემთხვევაში აუცილებელის მისი გასუფთავება, რადგან წლის მოხვედრა იწვევს საცობის გაფუებას და გარეთა სასმენი მილის ინფიცირებას.

- „ყურში წყალი ჩამივიდა, დამიგუბდა და ძალიან მტკივა“ - ასეთ დროს პირველადი დახმარება რას მოიაზრებს, როგორ ვუმკურნალოთ ყურს?

- ჯანმრთელ ყურში სუფთა წყლის მოხვედრა არ წარმოადგენს ადამიანისთვის დაავადების განვითარების საშიშროებას, ჩვეულებრივი ამომშრალების შემდგომ, დაგუბების შეგრძნება იხსნება.

ყურის დაგუბება ხანგრძლივდება, თუ გარეთა სასმენ მილში აღენიშნება გოგირდის ან ეპიდერმალური საცობი, ამ შემთხვევაში აუცილებელია მიკროსკოპის ქვეშ სპეციალისტის მიერ მისი მშრალად ამოსუფთავება.

- შესაძლებელია თუ არა ყურში წყლის მოხვედრის შედეგად გოგირდის საცობის წარმოქმნა?

გოგირდის საცობი წარმოიქმნება გარეთა სასმენ მილში არსებული ჯირკვლების მიერ გამოყოფილი გოგირდით, რასაც ხელს უწყობს ყურის ჩხირების ხშირი გამოყენება.

გარეთა სასმენი მილის მფარავ ეპიდერმისს გააჩნია უნარი, თვითონ გამოდევნოს წარმოქმნილი გოგირდი გარეთ, ჩხირის გამოყენების დროს, უმეტეს შემთხვევაში გოგირდის გადადევნა ხდება დაფის აპკის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს დროთა განმავლობაში საცობის წარმოქმნას.

თუ პაციენტს აღენიშნება ზოგადად კანის რაიმე სახის დაავადება, შესაძლოა ყურში ხშირად წარმოიქმნებოდეს (რამდენიმე თვეში ერთხელ) ეპიდერმალური საცობი. წყალი კი იწვევს საცობის გაფუებას. ამ დროს უნდა გამოვიყენოთ გლიცერინის წვეთები.

- დღესდღეობით ქუჩაში ყურსასმენებით გადაადგილება ძალიან „პოპულარულია“ რა საფრთხე ემუქრება ჩვენს ყურებს და რა გართულებები შეიძლება ამან გამოიწვიოს?

კვლევებმა აჩვენა, რომ ყურსასმენები და ყურთან ახლოს მაღალი სიხშირის ბგერები იწვევს სმენის ნერვის ნეიროეპითელზე დისტროფიულ ცვლილებებს, რაც გამოიხატება ყურებში ხმაურით და უარეს შემთხვევაში სხვადასხვა ხარისხის სმენის დაქვეითებას.

- როგორც ვიცით, ყურის ჩხირები საზიანოა, რა არის მათი ალტერნატივა, როგორი უნდა იყოს ყურის ჰიგიენა?

- დაგეთანხმებით, რომ ყურის ჩხირის ხშირი გამოყენება, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იწვევს სხვადასხვა პათოლოგიებს. რაც შეეხება ყურის ჰიგიენას, ჯანმრთელი ყური უნდა გამოიბანოთ შხაპით და შემდგომ მოხდეს მისი გამომშრალება თხელი პირსახოცით ან თითზე დადებული ბამბით და თავის გადმოწევით.

- თქვენი რჩევა - როგორ უნდა მოვუაროთ ყურებს, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ სმენა და თავიდან ავირიდოთ სხვადასხვა ინფექცია?

როგორც მოგეხსენებათ, ასაკობრივი სმენის დაქვეითება (პრესბიაკუზისი), გამოწვეულია ასაკობრივად მიმდინარე სმენის ნერვის ნეიროეპითელის დესტრუქციული ცვლილებებით.

ჩვეულებრივ, ამ დაავადების დროს, პროგრესირების შესაჩერებლად ვიყენებთ თავის ტვინის მკვებავ და სისხლის მიმოქცევის მოსაწესრიგებელ პრეპარატებს.

რაც შეეხება ყურის მწვავე ანთებას, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ცხვირით სუნთქვას, ნებისმიერი მიზეზით ცხვირის გაჭედვამ შესაძლებელია გამოიწვიოს ყურების დაგუბება, ევსტაქიტი, შუა ყურში სითხის არსებობა, ამიტომ აუცილებელია ცხვირით სუნთქვის აღდგენა, რისთვისაც გამოიყენება ცხვირის სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთები.

- ორიოდე სიტყვა კონდიციონერის ზემოქმედებაზეც რომ გვითხრათ - როგორც ვიცით, ის ყელის სიმშრალეს იწვევს და როგორ შეიძლება ამ პრობლემას გავუმკლავდეთ?

- როგორც გამათბობლის, ასევე კონდიციონერის გამოყენება იწვევს ტენიანობის შემცირებას და ჰაერის გამოშრობას, ამიტომ აუცილებელია მოვერიდოთ კონდიციონერიდან გამოსული ჰაერის პირდაპირი ნაკადის ქვეშ ყოფნას და სასურველია იმ გარემოს დატენიანება, სადაც ხანგრძლივად არის ჩართული კონდენციონერი ან გამათბობელი.

ამასთანავე, ზაფხულის პერიოდში სასურველია გავზარდოთ მიღებული სითხის რაოდენობა. რაც შეეხება ყელის სიმშრალეს, ეფექტურია დამატენიანებელი, ზეთოვანი აეროზოლების და საწუწნი აბების გამოყენება.