რა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ტონზილექტომია და როდის უნდა ვთქვათ ოპერაციაზე უარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ტონზილექტომია და როდის უნდა ვთქვათ ოპერაციაზე უარი

ოპერაცია აუცილებელია:

  • თუ ადამიანს ანგინა წელიწადში რამდენიმეჯერ (2-3-ჯერ) ემართება. იგულისხმება მაღალი სიცხით, ყელის ტკივილითა და ნუშურების დაჩირქებით მიმდინარე კლასიკური ანგინა;

  • ქრონიკული ტონზილიტის დეკომპენსირებული ფორმის შემთხვევაში, როცა ნუშურების დაზიანების, მათ ფუნქციათა დაქვეითებისა და ინფიცირების გამო თავს იჩენს ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნები: გულ-სისხლძარღვთა, თირკმელებისა და ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიები, ორგანიზმის ალერგიული გარდაქმნები, ნერვული სისტემის დაავადებები;

  • როცა კონსერვატიული მკურნალობა - ფიზიოთერაპიული, ულტრაბგერითი, ლაზეროთერაპიული პროცედურები, ანტისეპტიკური ხსნარებით ნუშურების გამორეცხვა - უშედეგოა;

  • ქირურგიულ მკურნალობას მოითხოვს ტონზილიტის ე.წ. უანგინო ფორმაც. ასეთ დროს რევმატული ცვლილებები ნუშურების ანთების გარეშე ყალიბდება. გასინჯვისას ტონზილებში ჩირქი აღმოჩნდება.

  • გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, ტონზილექტომიისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, მისი ჩატარება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. საზოგადოდ, თუ კონსერვატიული მკურნალობა საშუალებას იძლევა, სასურველია, ბავშვებს 5-6 წლამდე მაინც დავუტოვოთ ნუშურები, მაგრამ როცა დეკომპენსაცია აშკარაა, ოპერაცია რაც შეიძლება ადრე უნდა ჩატარდეს.

ტონზილექტომიას აქვს უკუჩვენებებიც. მისი ჩატარება არ შეიძლება:

  • სისხლმბადი სისტემის დაავადებების, ჰემოფილიის დროს;

  • ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაზიანებისას;

  • მწვავე რევმატიზმის დროს.

ასეთ შემთხვევაში ოპერაცია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით უნდა ჩატარდეს, რისთვისაც პაციენტი წინასწარ უნდა მომზადდეს.

ოპერაციის ჩატარება არც მაშინ შეიძლება, თუ უკანასკნელი ანგინიდან ორი კვირა მაინც არ არის გასული.

გარკვეული ხანი უნდა გავიდეს ისეთი ინფექციური დაავადებების გადატა-ნის შემდეგაც, როგორიც არის წითელა, წითურა და ინფექციური მონონუკლეოზი.