როდის და რა მიზეზით იკარგება ხმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის და რა მიზეზით იკარგება ხმა

ხმის ცვლილებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე გვესაუბრება აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ფონიატრიისა და ხმის რეაბილიტაციის განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოს ფონიატრთა და ფონოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი, ევროპის ფონიატრთა ასოციაციის ნაციონალური კოორდინატორი, ოტორინოლარინგო-ლოგ-ფონიატრი, პროფესორი ირინე ქაცარავა.

– რა პრობლემაა ხმის ჩახლეჩა?

– ფონიატრია ოტორინოლარინგოლოგიის ქვესპეციალიზაციაა და შეისწავლის ხმას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ტერმინი ხმის ჩახლეჩა, ანუ დისფონია გამოიყენება ხორხის სხვადასხვა პათოლოგიის დროს, რის შედეგადაც დაზიანებულია სახმო აპარატი, როგორც ორგანულად, ასევე ფუნქციურად.

– როდის შეიძლება განვითარდეს ხორხის ორგანული დაზიანება?

– ხორხის ორგანული დაზიანება შეიძლება განვითარდეს შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • მწვავე და ქრონიკული ლარინგიტისას;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს;
  • ხმის იოგების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნებისას;
  • ხორხის დამბლის დროს;
  • ლეიკოპლაკიისას.

– რა შემთხვევაში ვითარდება ხორხის ფუნქციური დაზიანება?

– ხორხის ფუნქციური დაზიანება შეიძლება განვითარდეს შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები;
  • პარკინსონის დაავადება;
  • სპაზმური დისფონია;
  • ფონასთენია;
  • ხმის იოგების პარადოქსული რხევა.

– რამდენად ვითარდება ხმის ჩახლეჩა ლარინგიტის ან ფარინგიტის დროს?

– დისფონია შეიძლება განვითარდეს მწვავე და ქრონიკული ლარინგიტის დროს.

მწვავე ლარინგიტის ძირითადი მიზეზი ვირუსია. იშვიათი მიზეზი შიძლება იყოს: ხმის იოგების ტრამვირება ხმის გადატვირთვისას, ძლიერი ხველის დროს ან ინტუბაციის შედეგად.

ამ დროს განვითარებული სიმპტომებია:

  • ხმის ჩახლეჩა;
  • ხველა;
  • ყელის ტკივილი და ტემპერატურის მომატება.

მწვავე ვირუსული ლარინგიტის მკურნალობა სიმპტომურია, ანტიბიოტიკოთერაპია ესაჭიროება იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ვირუსულ ანთებას თან ერთვის ბაქტერიული ანთებაც.

მწვავეა ლარინგიტი თუ იგი მაქსიმუმ ორი კვირა გრძელდება, ორ კვირაზე მეტხანს გახანგრძლივებულ ლარინგიტს ქრონიკული ეწოდება. ის ძირითადად მამაკაცებს აღენიშნებათ. ქრონიკული ლარინგიტის მიზეზი ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს: სიგარეტის წევა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ტუბერკულოზი, სარკოიდოზი, შხამ-ქიმიკატების ინჰალირება.

თუ ქრონიკული ლარინგიტის დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა არ მოხდა, არის რისკი იმისა, რომ იგი გადაიზარდოს ავთვისებიან სიმსივნეში.

– რით შეიძლება იყოს საყურადღებო ხმის ჩახლეჩა?

– ხორხის ნებისმიერი პათოლოგია საყურადღებოა და მოითხოვს განსაკუთრებულ დიაგნოსტირებას, მკურნალობას და რეაბილიტაციას.

საყურადღებოა, როდესაც ხმის ჩახლეჩა გრძელდება ორ კვირაზე დიდხანს და არ უკავშირდება ვირუსსა თუ გაციებას.

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ მწეველი პაციენტები, გასტროეზოფაგური რეფლუქსით დაავადებულები, შხამ-ქიმიკატებთან მომუშავენი და ხმის პროფესიონალები.

– როგორია დიაგნოსტიკა?

– ხმის დიაგნოსტიკის უალტერნატივო მეთოდი ხორხის ვიდეოსტრობოსკოპიული კვლევაა, რომელიც პირის ღრუდან ხდება რიგიდული ენდოსკოპის მეშვეობით. პროცედურა უმტკივნეულოა, ხმის იოგების ვიბრაცია ფიქსირდება სტრობო განათების მეშვეობით.

აღსანიშნავია კვლევაც, რომელიც მნიშვნელოვანია ხმის პარამეტრების განსაზღვრისათვის, მას ხმის აკუსტიკური ანალიზი ეწოდება.

– როგორ მკურნალობენ?

– ხორხისა და ხმის დიაგნოსტიკის შემდეგ ინიშნება საჭირო მკურნალობა: მედიკამენტური, ქირურგიული ან ხმის რეაბილტაცია ხმის სპეციალური სავარჯიშოების მეშვეობით.

განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ მომღერალ მოზარდებს გარდატეხის ასაკში, რათა მათი სახმო აპარატი სწორად ჩამოყალიბდეს.

მნიშვნელოვანია როგორც პედაგოგის მიერ სწორი დატვირთვისა და რეპერტუარის შერჩევა, ასევე ფონიატრის მეთვალყურეობა.

პედაგოგები ხშირად ტვირთავენ ახალგაზრდა მომღერლის სახმო აპარატს, რაც ხშირად იწვევს ხმის პრობლემებს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ხმის ექიმისთვის დროული მიმართვა, რომ არ განვითარდეს ხმასთან დაკავშირებული პრობლემები და გართულებები.