სახმო იოგების კვანძები და პოლიპები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახმო იოგების კვანძები და პოლიპები

ისიც გამოდის მწყობრიდან და შესაბამისად, ადამიანს ხმა ეცვლება (დისფონია). მიზეზი, ხშირად, მბგერავ იოგებზე განვითარებული პათოლოგიური პროცესებია.

სწორედ მბგერავი იოგების პოლიპებსა და კვანძებზე, მათი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებზე გვესაუბრება პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის ონკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გიორგი ბოლქვაძე:

– ბატონო გიორგი, ხმის პროფესიული დაკარგვის მიზეზი მასწავლებლებთან თუ მომღერლებთან ხშირად სახმო იოგებზე განვითარებული პოლიპებია, რა იწვევს ამ წანაზარდების განვითარებას და რამდენად საშიშია ისინი?

– ბოლო წლებში შეინიშნება სახმო იოგებთან დაკავშირებული დაავადებების გახშირება, რაც უკავშირდება ჰაერის დაბინძურებას, ალერგიულ რეაქციებს და ალერგიული დაავადებების მკვეთრ მატებას, აგრეთვე დიაგნოსტიკური საშუალებების, კერძოდ, ენდოსკოპიური კვლევის განვითარებას. სახმო იოგების დაავადების დროს გამოხატული ძირითადი სიმპტომებია ხმის ტემბრის ცვლილება: გაუხეშება, მკაცრი ჟღერადობა, ხმის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა. ყველაზე ხშირად მსგავსი სიმპტომები უვითარდებათ ადამიანებს, რომელთა პროფესია და ცხოვრების წესი დაკავშირებულია სახმო იოგების დაძაბვასთან, მაგალითად, მომღერლები, მასწავლებლები და სხვა. ჩვენი ხმოვანი იოგები მოთავსებულია ხორხში. ფილტვებიდან ამოსუნთქული ჰაერი იწვევს იოგების ვიბრაციას და ხმის ფორმირებას. ხმოვან იოგებში დაწყებული პათოლოგიური პროცესები კი ხმის ტემბრის ცვლილებებს განაპირობებს.

ხმოვანი იოგების დაავადებებიდან აღსანიშნავია: ხმოვანი იოგების კვანძები, რომელთაც მომღერლის კვანძებსაც უწოდებენ და ხმოვანი იოგების პოლიპები, იგივე იოგების პოლიპოზური დეგენერაცია ან რეინკეს ედემა. ამ ორი დაავადების ზოგიერთი სიმპტომი ერთმანეთის მსგავსია.

ხმოვანი იოგების კვანძები – არის კეთილთვისებიანი სიმსივნური დაავადება, რომელიც ვითარდება იოგების გადაძაბვის შედეგად. არასათანადო მკურნალობისა და მოვლის გამო აღნიშნული კვანძები სწრაფად შეიძლება გაიზარდოს და გამკვრივდეს, რაც გამოიწვევს ხმის ტემბრის შეცვლას ან მის სრულად დაკარგვას (აფონიას). ხშირად ეს სინდრომი უვითარდებათ იმ ადამიანებს, რომელთაც უწევთ ხშირი და ხმამაღალი საუბარი და ამიტომაც ის პროფესიულ დაავადებად არის ცნობილი (მაგალითად, ხშირია პედაგოგებთან და მომღერლებთან).

ხმოვანი იოგების პოლიპები, კვანძებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივ, უფრო დიდია და ბუშტუკებს წააგავს. ისინი შეიძლება განვითარდეს ერთი ან ორივე იოგიდან, მათი ვასკულარიზაცია უფრო ძლიერია, რის გამოც მათ მოწითალო ელფერი დაჰკრავთ, ზოგიერთ შემთხვევაში მალიგნიზაციის უნარი აქვთ. ხმოვანი იოგების პოლიპები შეიძლება განვითარდეს იოგების დაძაბვის შედეგადაც, თუმცა, არის ისეთი ფორმები, რომელთა ჩამოყალიბებაც უშუალოდ ნიკოტინის მოხმარებას უკავშირდება. ხმოვანი იოგების კვანძები და პოლიპები შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ალერგიული დაავადებისგან, სინუსიტებისა და ჰიპოთირეოზის დროს.

– როგორ ხდება დასახელებული წარმონაქმნების დიაგნოსტიკა?

– როდესაც პაციენტი მოგვმართავს ხმის ტემბრის ცვლილებით, ხმის ნაწილობრივი ან მთლიანი (სრული) დაკარგვით, დიაგნოზის დასმა უნდა დავიწყოთ ანამნეზის შეგროვებით. თუ ზემოთ აღნიშნული ჩივილები გრძელდება ორ-სამ კვირაზე მეტხანს, საჭიროა დიაგნოსტირება ენდოსკოპიური მეთოდით.

– რას მოიცავს მკურნალობა? თუ აქვს ეფექტი კონსერვატულ მკურნალობას და რას ეფუძნება ის?

– დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია კვანძებისა და პოლიპების ზომასა და თანმდევ დაავადებებზე. ზოგიერთ შემთხვევაში, თანმდევი დაავადებების (ალერგიის, ჰიპოთირეოზის) კონსერვატული საშუალებებით მკურნალობის შედეგად, ხმოვანი იოგების კვანძები და პოლიპები უკუგანვითარებას განიცდის. ხშირ შემთხვევაში მკურნალობა ქირურგიულია.

– რას გულისხმობს ქირურგიული მკურნალობა და რა რისკები ან გართულებები ახლავს მას?

– თანამედროვე მედიცინაში ენდოსკოპიური ტექნიკის განვითარებამ საშუალება მოგვცა, ეს ოპერაციები მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და ეფექტურად ჩავატაროთ. თუმცა, ქირურგიული ჩარევისას გასათვალისწინებელია ისეთი სირთულეები, როგორებიცაა სისხლდენა და რეციდივები.

– როგორ ავირიდოთ სახმო იოგებზე პოლიპებისა თუ კვანძების განვითარება, რას გულისხმობს პროფილაქტიკა?

– ამ დაავადებების პრევენციისთვის რეკომენდებულია: მაქსიმალურად დავზოგოთ ხმოვანი იოგები გადაძაბვისგან, შევწყვიტოთ ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარება, ჰიპოთირეოზის, ალერგიისა თუ სინუსიტების გამოვლენისას კი დროულად მივმართოთ ექიმს.