რატომ ვითარდება ოტიტი გრიპის დროს და როგორი კლინიკური ნიშნებით ვლინდება ის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვითარდება ოტიტი გრიპის დროს და როგორი კლინიკური ნიშნებით ვლინდება ის

რატომ ვითარდება ოტიტი გრიპის დროს

გრიპისა და სხვა რესპირატორული ინფექციების დროს ხველის, ცემინების ან ცხვირის ენერგიულად მოხოცვის დროს ოტიტის გამომწვევი მიკროორგანიზმი სასმენი მილის გავლით შუა ყურში აღწევს.

ეს არის ეგრეთ წოდებული ტუბარული გზა. ინფექციური პროცესი შუა ყურზე შეიძლება ჰემატოგენურადაც (სისხლის მეშვეობით) გავრცელდეს.

ზოგ შემთხვევაში მიკროორგანიზმების გავრცელების მიზეზი დაზიანებული დაფის აპკია.

რა ნიშნები ახასიათებს ოტიტს გრიპის დროს?

გრიპოზული ოტიტი მკვეთრი სიმპტომებითა და ზოგადი ინტოქსიკაციით ვლინდება.

გრიპის კლინიკური სურათის შედარებითი გაუმჯობესების ფონზე იწყება ყურის მუდმივი მფეთქავი ტკივილი, რომელიც გადაეცემა თავს, კისერს, კბილებს.

ღამით ტკივილი ძლიერდება. არცთუ იშვიათად ვითარდება ნევრალგიური ტკივილი, რომელიც სამწვერა ნერვის ტოტების საპროექციო არეში (თვალისკენ, ცხვირისკენ, ქვედა ყბისკენ) ვრცელდება.

ავადმყოფი უჩივის სმენის მკვეთრ დაქვეითებას, ხმაურს ყურებში.

მოსალოდნელია თავბრუხვევა და ღებინება, სისუსტე, ხელახალი შემცივნება და ტემპერატურის მომატება.

გრიპული ოტიტის დროს სმენის დაქვეითება არცთუ იშვიათად შერეული ხასიათისაა და ანთებასთან ერთად სმენის ნერვზე ვირუსის ტოქსიკურ ზემოქმედებას უკავშირდება.

ამ ზოგადი სიმპტომების გარდა ყურადღებას იპყრობს დაავადების ადგილობრივი ნიშნები, რომლებიც ოტოსკოპის – სპეციალური ხელსაწყოს – მეშვეობით ყურში ჩახედვისას ხდება თვალსაჩინო.

გრიპული ოტიტისას ყურში სისხლიანი სითხით სავსე ბუშტუკები ჩნდება.

ეს ბუშტუკები, ეგრეთ წოდებული ბულები, შეიძლება სპონტანურად ანუ თავისთავად გასკდეს და სასმენ მილში სისხლიანი გამონადენის გაჩენა ჯერ კიდევ დაფის აპკის პერფორაციამდე (გახვრეტამდე) გამოიწვიოს.

დაავადების პროგრესირებასთან ერთად იცვლება გამონადენის ხასიათიც – ის ჩირქოვანი ხდება, ოდენობა იმატებს. დაფის აპკის გახვრეტისას იწყება ოტიტის მეორე პერიოდი, რომელსაც ტკივილის შემცირება და გარეთა სასმენი მილიდან ჩირქოვანი გამონადენის გაჩენა ახასიათებს.

სხეულის ტემპერატურა ქვეითდება ან ნორმალიზდება.

პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება, მადა აღდგება, ძილიც მოწესრიგდება. მესამე პერიოდში ყურიდან გამონადენი მცირდება, შემდეგ ქრება, ოტოსკოპიური სურათი ნორმას უბრუნდება, აღდგება სმენა, პაციენტს ყურებში ხმაური აღარ აწუხებს. ჯამში, ოტიტი დაახლოებით 2-3 კვირას გრძელდება.