რამ შეიძლება გამოიწვიოს ყურიდან სისლხდენა, მტკივნეულია თუ არა დაფის აპკის გახვრეტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამ შეიძლება გამოიწვიოს ყურიდან სისლხდენა, მტკივნეულია თუ არა დაფის აპკის გახვრეტა

გავიგოთ უფრო მეტი, თუ რამ შეიძლება ის დააზიანოს,რა სიმპტომებით ვლინდება და როგორია მკურნალობის მეთოდი.

პერფორაცია არის დაფის აპკის გახვრეტა, მასში ხვრელის წარმოქმნაა, რისი ყველაზე ხშირი მიზეზიც შუა ყურის ინფექციაა.

გარდა ამისა, აპკი შეიძლება გაიხვრიტოს წნევის უეცარი მომატების გამო, მაგალითად, აფეთქების, დარტყმის, წყალში ჩაყვინთვის შედეგად.

წნევის დაქვეითებამ, მაგალითად, თვითმფრინავით მგზავრობისას, აგრეთვე შეიძლება პერფორაცია გამოიწვიოს. სხვა მიზეზებია აპკის დამწვრობა ან მასზე ქიმიური ზემოქმედება, უცხო სხეული ყურში – ბამბის ჩხირი ან ყურში შემთხვევით მოხვედრილი ხის ტოტი, ნასროლი ფანქარი.

საგანმა, რომელმაც აპკი გახვრიტა, შეიძლება განაპირობოს ყურის მცირე ძვლების დისლოკაცია ან მათი მოტეხილობა. მოტეხილი ძვლების ნაწილებმა ან თავად უცხო სხეულმა შეიძლება შიგნითა ყურში შეაღწიოს.

შუა ყურისა და ცხვირის უკანა ნაწილის შემაერთებელი ევსტაქის მილის დახშობა, წნევის მკვეთრი დისბალანსის გამო (ბაროტრავმა), აგრეთვე შეიძლება პერფორაციის მიზეზი გახდეს.

სიმპტომები და დიაგნოზი

დაფის აპკის პერფორაცია იწვევს უეცარ ძლიერ ტკივილს, რომელსაც ზოგჯერ სისხლდენა, სმენის დაქვეითება და ყურებში ხმაური (ტინიტუსი) ახლავს.

სმენის დაქვეითება ძლიერდება, თუ მცირე ზომის ძვლები დამტვრეულია ან შიგნითა ყური დაზიანდა.

გარდა ამისა, შიგნითა ყურის ტრავმამ შეიძლება თავბრუხვევა გამოიწვიოს.

24– 48 საათში ჩირქის დენაა სავარაუდო, განსაკუთრებით მაშინ, თუ წყალი ან სხვა უცხო ნივთიერება მოხვდა შუა ყურში.

დაფის აპკის პერფორაციის დანახვა ოტოსკოპით შეიძლება. ზოგჯერ სპეციალური ტესტები ტარდება სმენის გამოსაკვლევად.

მკურნალობა

ყური, ჩვეულებრივ, მშრალია. მისი დაინფიცირებისას ინიშნება დასალევი ანტიბიოტიკები.

შეიძლება ყურის წვეთები გახდეს საჭირო, თუ ჭრილობაა დაინფიცირებული. დაფის აპკი მკურნალობის გარეშეც აღდგება, მაგრამ თუ 2 თვის განმავლობაში არ შეხორცდა, მთლიანობის აღსადგენად ქირურგიული ჩარევაა საჭირო (ტიმპანოპლასტიკა).

მძიმე ტრავმის შემდეგ პაციენტებისთვის, რომლებმაც სმენა დაკარგეს, აქვთ ძლიერი თავბრუხვევა ან ორივე ერთად, შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა. თუ აპკის მთლიანობა არ აღდგა, მაღალია შუა ყურში ქრონიკული ოტიტის განვითარების ალბათობა.

დაფის აპკის პერფორაციის შემდეგ განვითარებული მდგრადი კონდუქციური სმენის დაკარგვა სავარაუდოს ხდის სასმენი ძვლების დაზიანებას ან მათ ფიქსაციას, რისი გამოსწორებაც ქირურგიული ჩარევით არის შესაძლებელი.

ტრავმის შემდეგ რამდენიმე საათში ნევროსენსორული სმენის დაკარგვის ან თავბრუხვევის არსებობა ეჭვს ბადებს დაზიანებაზე ან შიგნითა ყურში პენეტრაციაზე.