რატომ სტკივათ პატარებს ყური და როგორ დავიცვათ სწორად ყურის ჰიგიენა - პრაქტიკული რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ სტკივათ პატარებს ყური და როგორ დავიცვათ სწორად ყურის ჰიგიენა - პრაქტიკული რჩევები

სმარტფარმთან საუბრობს: ლიკა ლომიძე - თსსუ ასოცირებული პროფესორი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი.

რა იწვევს ბავშვებში ყურის ტკივილს?

ყურის ტკივილი ძალიან ბევრმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს, მით უმეტეს ბავშვებში.

ზოგს შიგნიდან სტკივა, ზოგსაც გარედან - ხელის დადებისას, ან ღეჭვისას. ზოგს უგუბდება და ტკივილს არ განიცდის, მხოლოდ დისკომოფრტი აქვს.

ეს ყველაფერი მრავალნაირი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, როგორც შუა ყურის ანთებით, ასევე - გარეთა ყურის, შესაძლებელია იყოს ყბის-სახსრის ანთება, ან რაიმე პათოლოგია.

შესაძლოა, მას უკანა კბილების ტკივილი, ან გადაცემითი ტკივილი იწვევდეს. ხშირად, პაციენტი აღნიშნავს ტკივილს და ჩახედვისას აღმოჩნდება, რომ ყური ჯანმრთელია და ყელიდან არის გადაცემითი ტკივილი, მაგალითად, ფარინგიტისგან, ან ტონზილიტისგან.

მიზეზის დასაზუსტებლად აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. ყურის ტკივილს ხშირად შეცდომით ადგენენ მხოლოდ ყურზე ხელის დაჭერით და ეს არის არასწორი დიაგნოსტიკა, რადგან ყურზე ხელის დაჭერა ჩვილ ბავშვებში ყველა შემთხვევაში დისკომფორტსა და უარყოფითი წნევის შექმნას იწვევს.

ბავშვს გარეთა სასმენი მილის ძვლოვანი ნაწილი არ გააჩნია, ამიტომ ვაკუუმი, ანუ უარყოფითი წნევა დაფის აპკს აწვება, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა. მცირე უარყოფითი წნევის შექმნაც კი საკმაოდ ძლიერ ტკივილს იწვევს.

ამიტომ, ნებისმიერი ბავშვი ჩვეულებრივ ყურზე ხელის დაჭერაზე რეაგირებს და თუ არ იტირა, უსიამოვნო სახეს მაინც იღებს.

ყურის ანთების ერთ-ერთი სიმპტომი ტკივილი გარედან ხელის დაჭერით ნამდვილად არის იმ შემთხვევაში, თუ გარეთა სასმენი მილის ანთებაა და ის შეშუპებულია. ასეთ დროს, მტკივნეულია ოდნავი შეხებაც კი.

რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ კიდევ ყურადღება, გარდა ოტიტების,ა რამ შეიძლება ყურის ტკივილი გამოიწვიოს?

ხომ არ ჰქონდა ბავშვს ცხვირის გაჭედვა, რინიტი, ხომ არ ან გადაიტანა რაიმე ვირუსი, რომლის დროსაც ტემპერატურული რეაქცია, ან თავის ტკივილი ჰქონდა, ასევე - ზოგადი ინტოქსიკაციის მომენტები. ამ შემთხვევაში შუა ყურის ანთების დიაგნოზი ისმევა, კერძოდ, ვირუსული ოტიტი.

ვირუსული ოტიტის დროს სისხლიანი, წყლის მსგავსი, ან ჩირქოვანი გამონადენიც შეიძლება დაფიქსირდეს.

შუა ყურის ანთების პირველ ეტაპზე არის ჩვეულებრივი ტკივილი, შეიძლება მაღალი ტემპერატურაც. როდესაც მომწიფდება ანთება, ანუ შუა ყურში სითხე დიდი რაოდენობით ჩადგება, ევსტაქის მილი დაგუბებულია და ვერ გამოდის სითხე ევსტაქის მილიდან ცხვირ-ხახაში, ამ შემთხვევაში შიგნიდან დაფის აპკზე ზეწოლაა, რაც ძლიერ ტკივილს იწვევს.

თუ ეს სითხე იმ რაოდენობით დაგროვდა, რომ უარყოფითმა წნევამ დაფის აპკი აიძულა გასკდეს, მაშინ სითხე, ან ჩირქი გარეთა სასმენ მილში გამოაღწევს. ამას უკვე ხედავს მშობელი და ამ შემთხვევაში მოჰყავთ ბავშვი შეშინებული, რომ ცხვირიდან რაღაც წამოუვიდა. აღნიშნული შემთხვევა უკვე მწვავე ანთებას მოიაზრებს.

თუ ანთება ქრონიკულია, მაშინ ტკივილი არ შეინიშნება, უარყოფითი წნევა არ მიდის დაფის ღრუში, სითხე დაგროვდება თუ არა, გადმოდის გარეთა სასმენ მილში და ხდება ქრონიკული ანთების გამწვავება.

ექიმთან დაგვიანებითი ვიზიტისას შეიმჩნევა დაფის აპკზე გრანულაციები - როგორც პოლიპი, ისეთი წარმონაქმნები, რომლებიც საჭიროებს ქირურგიულ მანიპულაციას - პოლიპის მოშორებას, რომელიც დაფის აპკს ფარავს და ჩირქსაც აღარ უშვებს და შესაძლოა, თავის ტვინისკენ მოგვცეს გართულება.

როცა ბავშვს ტკივილი და გამონადენი აქვს, ეს პირველი ნიშანია, რომ აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ის სპეციალისტთან.

ტკივილის მიზეზი არ არის ყური, როდესაც ბავშვს ქვედა ყბის სახსრის პათოლოგია აქვს, მაგალითად, ქრონიკული, ან მწვავე ანთება.

ასეთ დროს ყბა-სახის ქირურგი არის საჭირო.

მიზეზი შეიძლება უკანა კბილის ამოსვლა, ან კარიესი იყოს, რაც გადაცემით ტკივილს იწვევს. ტკივილის მიზეზია ყელიც, განსაკუთრებით ფარინგიტი.

სავალალო შედეგები ახასიათებს ხალხური მედიცინის გამოყენებას. მქონია მწყრის ქონის შემთხვევები, როდესაც გამთბარს ასხავენ ყურში, გამთბარი ცხიმი არის თხვევადი, როგორც კი გაცივდება, ის მყარი გახდება, რისი ამოღებაც რთულია, იგლისება დაფის აპკზე.

შემდეგ გვიწევს მიკროინსტრუმენტებით გასუფთავება, რაც არასასიამოვნო და მტკივნეული პროცესია. თბილი მარილის დადება, ასევე სანთლის - ეს მხოლოდ იმ პრინციპს ემყარება, რომ ანთებას სითბო სიამოვნებს და აყუჩებს ტკივილს.

ბავშვს თბილს რასაც მივადებთ, ყველაფერი ტკივილს დაუამებს. პირველადი დახმარებისას ნებისმიერი ლიდოკაინის წვეთები შეგიძლიათ გამოიყენოთ.

თუ ბავშვს ერთხელ მაინც ჰქონდა ჩირქოვანი ან ლორწოვანი გამონადენი ყურიდან, ან ტრავმა ჰქონდა, რომელმაც დაფის აპკი დაუზიანა, საჭიროა სიფრთხილე და დაზუსტება.

აღსანიშნავია, რომ თუ დაფის აპკი დაზიანებულია, შუა ყურის ანთების დროს ტკივილი არ იქნება. როცა სოკოვანი ინფექციაა ყურში, ტკივილს ემატება ქავილი და სხვა სახის გამონადენი - მოშავო, მოყავისფრო.

ამ დროს საჭიროა კომბინირებული პრეპარატები, რომელებიც სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერებასაც შეიცავს, ანტიბაქტერიულიცაა და ასევე ლიდოკაინი, რომელიც აყუჩებს ტკივილს.

როგორ ჩავაწვეთოთ ბავშვს ყურის წვეთები სწორად?

ბავშვებისთვის რეკომედებულია 2-2 წვეთი დაწოლილ მდგომარეობაში, ყური უნდა იყოს საპირისპირო მხარეს სადაც ვაწვეთებთ, დავაცადოთ 2-3 წუთი, სანამ ჩავა.

მშობლები ხშირად უჩივიან, რომ წამალი არ ჩადის და უკან გადმოდის. გადმოდის ის, რაც აღარ შეიწოვება და ზედმეტია. ის უკან გადმოსულიც კი თვითონ იმოძრავებს გარეთა სასმენ მილში და იმოქმედებს. ჩაწვეთების დროს წინ და უკან ავწიოთ ყურის ნიჟარა ისე, რომ ბავშვს არ ვატკინოთ და გარედანაც ნაზად დავაწვეთ, რომ ჩავიდეს.

რაც შეეხება ბამბას, ის მხოლოდ იმ დისკომფორტის ასაცილებლად გამოიყენება, რომ გარეთ არ გადმოუვიდეს ბავშვს წამალი. თუ გარეთ გვიწევს გასვლა, სასურველია სიცივემ არ დაარტყას ყურს და ქუდი დავახუროთ. ასევე, აუცილებელია წყლისგან დავიცვათ ანთების პერიოდში.

ხოლო ღამის პერიოდში ტკივილგამაყუჩებელი წავაშველოთ. ჰორიზონტალურ მდგომარეობას წოლისას მეტი სისხლი მიდის თავის მხარეს, ევსტაქის მილების შეშუპებაც და სუნთქვის გაძნელებაც უფრო მწოლიარე მდგომარეობაში ხდება. ამიტომაა, რომ ყური ღამე მეტად გვტკივდება.

ყურის ჰიგიენა

ბავშვის გარეთა სასმენი მილი არის ძალიან ვიწრო და მოვერიდოთ ყურის ჩხირების გამოყენებას.

თუ დარწმუნებული ვართ, რომ ბავშვის ყური არის ჯანმრთელი, არასდროს ჰქონია ჩირქდენა და არ არის პერფორაცია, ტრავმული ან სხვა, აუცილებელია შხაპის მიღებისას ყური გამოვრეცხოთ და გამოვბანოთ, ეს გარეთა სასმენ მილს გამოასუფთავებს და არანაირი ზედმეტი ჩარევა არ სჭირდება. აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ შეგვიძლია თხელი პირსახოცით, ან თითზე ბამბით გავამშრალოთ და არა ჩხირით.