ყურის დაგუბების შესაძლო მიზეზი - როგორ ვიკვებოთ, თუ ევსტაქის მილის დისფუნქცია გვაწუხებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყურის დაგუბების შესაძლო მიზეზი - როგორ ვიკვებოთ, თუ ევსტაქის მილის დისფუნქცია გვაწუხებს

ევსტაქის მილით შუა ყური ცხვირ-ხახას უკავშირდება. მისი დისფუნქციის განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ინფექციები, ალერგია, ასევე კუჭის წვენის რეგურგიტაცია და მრავალი სხვა ფაქტორი შეიძლება გახდეს გამომწვევი მიზეზი.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი კვების რაციონი ევსტაქის მილის დისფუნქციის დროს.

გვჭირდება დიდი რაოდნეობით ანტიოქსიდანტების შემცველი პროდუქტები, რომლებიც ანთებას ებრძვიან.

ლიმონი

მასში შემავალი დიდი რაოდენობით C ვიტამინი, ხსნადი ბოჭკო და სხვა უამრავი ნივთიერება გვიცავს სხვადასხვა დაავადებისაგან, როგორებიცაა ანემია, გულის დაავადებები, თირკმელებში ქვების დაგროვება, საჭმლის მონელების დარღვევები, ასევე ბევრი კვლევით დასტურდება, რომ ლიმონი ერთ-ერთი საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა კიბოს რისკის შესამცირებლად.

ის გვეხმარება ნორმალური pH-ის შენარჩუნებაში. ტუტის დაბალანსება და ორგანიზმის ჰიდრატირება ევსტაქის მილის დისფუნქციის თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, ლიმონიანი წყალი და ზოგადად, ლიმონი ძალიან სასარგებლოა.

ბულიონი

ის დიდი რაოდენობით მაგნიუმს შეიცავს, კუნთების მოდუნებაში გვეხმარება. ევსტაქის მილი გარშემორტყმულია სახისა და ყბის კუნთებით, რომელთა ზედმეტი დაჭიმულობა ქმნის პრობლემებს.

თაფლი

თაფლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ყელსა და სინუსურ ზონებს უხდება.

ნიორი

ნიორი დაეხმარება თქვენს ყურებს. ის არა მარტო ყურის ტკივილის, არამედ ევსტაქის მილის დისფუნქციის დროსაც სასარგებლოა.

როგორც თაფლი, ასევე ნიორი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ყურში სითხის არსებობის შემთხვევაში კვების რაციონში ნიორი უნდა შეიტანოთ.

ის დაგეხმარებათ სითხის გამოდევნაში (დრენირებაში), რაც ყურში ზეწოლის შეგრძნებისაგან გაგათავისუფლებთ.

წიწაკა

წიწაკას სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ასევე ინფექციას ებრძვის. ნივრის მსგავსად, ის ყურიდან სითხის დრენირებაში დაგეხმარებათ.

ჯანჯაფილი

უამრავი სასარგებლო თვისების გარდა, კოჭა კუნთების მოდუნებაში დაგეხმარებათ.

ის ყბისა და კისრის დაჭიმულობას მოგიხსნით. ასევე, მას ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

გრეიპფრუტი

გრეიპფრუტი იმუნურ სისტემას აძლიერებს, რაც დაგეხმარებათ ყურის ინფექციებთან საბრძოლველად. ევსტაქის მილში სითხის დაგროვების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მრავლობითი ინფექციაა.

ხახვი

ხახვი უამრავ ანტიოქსიდს შეიცავს. მაქსიამლური სარგებლობისთვის ცოცხლად მიირთვით, დაამატეთ სალათს, სენდვიჩს.

ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი ანტიმიკრობული საშუალებაა, რომელსაც სოკოსა და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

ის სინუსური ზონებისთვისაა სასარგებლო. უკეთ სუნთქვასა და რესპირატორული სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

თუ ევსტაქის მილის დისფუნქცია გაწუხებთ, ერთი კვირის განმავლობაში კვების რაციონი აღნიშნული საკვები პროდუქტებით გაამდიდრეთ.

შედეგად, მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ.