როგორ დგინდება სიყრუე და როგორ მკურნალობენ სმენის დაქვეითებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დგინდება სიყრუე და როგორ მკურნალობენ სმენის დაქვეითებას

სიყრუე ცალ ყურში დგინდება მაშინ, როცა მეორე ყურით ჩურჩული აღიქმება 2 მეტრამდე მანძილიდან ან სმენის მყარი დაქვეითება, როდესაც ჩურჩული აღიქმება ცალი ყურით 1 მეტრამდე, ხოლო მეორით - 2 მეტრამდე; სიყრუე ცალ ყურზე, როდესაც ჩურჩული მეორე ყურით აღიქმება 2 მ-ზე მეტ მანძილზე, ან სმენის მყარი დაქვეითება, როდესაც ჩურჩული ცალი ყურით აღიქმება 2 მ-მდე, ხოლო მეორით - 3 მ-მდე; ჩურჩულის აღქმა, რომელიც ხელს არ უშლის სამხედრო სამსახურის გავლას, უნდა იყოს არანაკლებ 1 მ-ისა ცალ ყურზე და 4 მ-ისა მეორე ყურზე ან 3 მ-ისა ორივე ყურზე.

ორივე ყურით სიყრუის ან ყრუმუნჯობის დადასტურება უნდა მოხდეს ჯანდაცვის დაწესებულების, ორგანიზაციის ან ყრუ-მუნჯთა სასწავლო დაწესებულების მიერ. სიყრუედ შეიძლება ჩაითვალოს შემთხვევა, როდესაც არ ხდება ყურის ნიჟარასთან ყვირილის აღქმა.

სმენის დაქვეითების ხარისხის განსაზღვრისას აუცილებელია, ჩურჩულით ჩვეულებრივი გამოკვლევის გარდა ჩატარდეს განმეორებითი სპეციალური გამოკვლევა სასაუბრო მეტყველებითა და ჩურჩულით, კამერტონებით და ტონალური ზღურბლოვანი აუდიმეტრია ყურის ბაროფუნქციის აუცილებელი განსაზღვრით; ორივე ყურით სიყრუეზე ეჭვის შემთხვევაში გამოიყენება სიყრუის ობიექტური განსაზღვრის მეთოდები: დოლურას ჭრიალა, გოვსეევის, პოპოვის, შტენგერის, ხილოვის ცდები და სხვა.

როგორ მკურნალობენ?

როდესაც სმენის დაქვეითების დონე პაციენტისთვის შემაწუხებელი ხდება (სმენის 30-35%-მდე დაქვეითებისას), ნაჩვენებია ოპერაცია - სტაბედექტომია - ან სასმენი აპარატის ხმარება. ოპერაციის შემდეგ სმენის გაუმჯობესების პროცენტი საკმაოდ მაღალია - ასეთი შედეგი ასიდან 80-90 შემთხვევაში მიიღება. დაავადების ადრეულ სტადიებში სმენის პრობლემებთან გამკლავება სავსებით შესაძლებელია სასმენი აპარატის დახმარებით. ოტოსკლეროზის ქირურგიული მკურნალობისას კეთდება სტაბედექტომია.

ეს ჩარევა ტარდება სასმენ ძვალზე - უზანგზე. იგივე ხდება მაშინაც, როდესაც დასტურდება უზანგის ფიქსაცია სმენის სხვა ძვლებთან ან ოვალურ სარკმელთან. ოპერაცია ითვალისწინებს უზანგის მოცილებასა და პროთეზით მის შეცვლას, ანდა უზანგში კეთდება პატარა ხვრელი და მასში იდგმება სარქვლის მსგავსი თხელი პროთეზი. ამ ოპერაციას სტაბედოტომიას უწოდებენ. ეს ოპერაციები ათიდან 9 შემთხვევაში შედეგიანია ოტოსკლეროზის - შუა ყურში სასმენი ძვლების მოძრაობის დარღვევის - დროს.

სტაპედექტომიის უკუჩვენებაა:

  • პაციენტის მძიმე ზოგადი მდგომარეობა;

  • ლოკოკინას ფუნქციის დაბალი რეზერვი;

  • ოტოსკლეროზის აქტიური უბნების არსებობა.

ოპერაციის გართულებები:

  • სახის დამბლა დაზიანებული ყურის მხარეს სახის ნერვის ტოტების დაზიანების გამო;
  • თავბრუხვევა პოსტოპერაციულ პერიოდში;

  • ღებინება;

  • ლაბირინთის დაზიანება;
  • ყურიდან პერილიმფის დენა;

  • დაფის აპკის გახეთქვა;
  • ლაბირინთიტი (შიგნითა ყურის სტრუქტურების ანთება).
წაიკითხეთ სრულად