სისხლძარღვთა შემავიწროებელი, დამატენიანებელი, ანტივირუსული... - როდის რომელი ცხვირის წვეთები გამოიყენება? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

სისხლძარღვთა შემავიწროებელი, დამატენიანებელი, ანტივირუსული... - როდის რომელი ცხვირის წვეთები გამოიყენება?

სისხლძარღვთა შემავიწროებელი, დამატენიანებელი, ანტივირუსული... - როდის რომელი ცხვირის წვეთები გამოიყენება?
გვესაუბრება ოტო-რინო-ლარგინგოლოგი, მედიცინის დოქტორი მარინა ცაბაძე თავისთავად სურდო, რინორეა – ორგანიზმის დაცვითი რეაქციაა ვირუსული აბაქტერიული ინფექციის მიმართ.

ცხვირის ღრუში გამოყოფილი ლორწო იცავს სასუნთქ გზებს მიკრობებისა და ვირუსების ზემოქმედებისაგან.

მოქმედების მიხედვით სურდოსა და ცხვირის გაჭედილობის სამკურნალო საშუალებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:


სისხლძარღვების შემავიწროებელი;

ცხვირის ლორწოვანი გარსის დამატენიანებელი;

ანტიალერგიული, ანტიჰისტამინური;

ანტიბაქტერიული;

ვირუსის საწინააღმდეგო;

ლორწოს გამათხელებელი;

ჰორმონული;

მცენარეული.

წვეთისა და სპრეის ეფექტიანობა დამოკიდებულია მათ სწორ მოხმარებაზე. ცხვირში მწოლიარემ უნდა ჩაიწვეთოთ, სპრეის შესხურება კი ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას სჯობს.



როგორ მოქმედებს სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები?

– სურდოს ერთ-ერთი
თვისება ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვნი გარსის სისხლძარღვების გაფართოებაა. ეს იწვევს შეშუპებასა და ცხვირის გაჭედილობას. სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები მოქმედებს პერიფერიული სისხლძარღვების ადრენალინის რეცეპტორებზე, ავიწროებს მათ, ამის გამო შეშუპება მცირდება და ცხვირიც სუფთავდება. 


სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატები ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. დროთა განმავლობაში სისხლძარღვები ეჩვევა‑ ამ საშუალებებს და აღარ
რეაგირებს მათზე. სისხლძარღვების განლეული კედლები ადვილად ტრავმატული და სისხლმდენი ხდება. პრეპარატის მოქმედების გარეშე სისხლძარღვები კარგავეშევიწროების უნარს, ლორწოვანი შრება და სურდო გადადის ძნელად განსაკურნებელ ქრონიკულ ფორმაში.

ამდენად, სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები სიფრთხილით მხოლოდ აუცილებლობის დროს უნდა გამოვიყენოთ, მაშინ, როდესაც სურდო არ გვაძლევს ძილისა და ლაპარაკის საშუალებას.


დამატენიანებელ საშუალებებზე რას გვეტყოდით?

– სურდოს დროს ლორწოვანი გარსი მნიშვნელოვნად შრება, რომლის შემსუბუქებაში გვეხმარება დამატენიანებელი საშუალებები. ჩვეულებრივ, მათ მარილების საფუძველზე ამზადებენ. გარდა დატენიანებისა, მარილიანი ხსნარები იწოვეშეშუპებულ ქსოვილებში არსებულ ბაქტერიებსა და სითხეს. მარილიანი ხსნარები უსაფრთხოა და შეიძლება როგორც ორსულებისთვის, ისე ახალშობილებისთვის.

სურდო სერიოზული მდგომარეობაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გართულებები – ოტიტი ასინუსიტი. ამიტომ სურდოს მკურნალობას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. პრეპარატი უნდა შეირჩეს დაავადების გამომწვევის მიხედვით.

ბევრი ადამიანი ძვირად ღირებული საშუალებების რეკლამით ხელმძღვანელობს, ამის გამო დაავადების მკურნალობა ჭიანურდება და ვითარდება გართულებები. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა ნიუანსის გათვალისწინება და დაუშვებელია თვითმკურნალობა.


წაიკითხეთ სრულად
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
გარეთა ყურის ინფექციები, წყლის გავლენა სასმენ ორგანოზე, ყურის ჰიგიენა და კონდინციონერის ზეგავლენა სასუნთქ სისტემაზე
ტონზილექტომიის აუცილებლობას რამდენიმე კრიტერიუმი განსაზღვრავს.
არსებობს მდგომარეობები და პათოლოგიები, რომელთა დროსაც შესაძლებელია დაიკარგოს ხმა ან შეიცვალოს ტემბრი.
ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის მსგავსად, სახმო აპარატსაც მოფრთხილება სჭირდება, რადგან ქრონიკული გაღიზიანება-გადაძაბვის გამო,
ხმა – ყურისთვის აღქმადი ბგერითი ტალღების ერთობლიობაა, რომელსაც წარმოქმნის სახმო აპარატი.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად