თავბრუსხვევის კიდევ ერთი მიზეზი - მენიერის დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავბრუსხვევის კიდევ ერთი მიზეზი - მენიერის დაავადება

ყურების შუილს, ზოგჯერ - დაგუბებისა და ზეწოლის შეგრძნებას.

მენიერის დაავადება უმეტესად ცალ ყურს აზიანებს. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, ბავშვებშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად 40-დან 50 წლამდე ასაკშია გავრცელებული. მართალია, მენიერის დაავადება ქრონიკული პათოლოგიაა, რაც მისი განკურნების შეუძლებლობას გულისხმობს, მაგრამ არსებობს მკურნალობის მეთოდი, რომელიც სიმპტომების შემსუბუქებასა და ცხოვრების ნორმალური ხარისხის შენარჩუნებაში გვეხმარება.

მენიერის დაავადების სიმპტომებია:

  • თავბრუხვევის განმეორებითი ეპიზოდები. ეს არის ჭეშმარიტი თავბრუხვევა, რომელიც მოგვაგონებს ბავშვობაში, კარუსელზე ან ტრიალის შემდეგ განცდილ შეგრძნებას. ადამიანი გრძნობს, როგორ ტრიალებს ოთახი და წონასწორობას კარგავს. თავბრუხვევა აღმოცენდება ერთბაშად, წინამორბედი სიმპტომების გარეშე, და 20 წუთიდან 2 საათამდე, ზოგჯერ კი 24 საათსაც გასტანს. ძლიერმა თავბრუხვევამ შესაძლოა გულისრევა და ღებინება გამოიწვიოს.

 

  • სმენის დაკარგვა. სმენის დაკარგვა მენიერის დაავადების დროს ცვალებადი ხასიათისაა, განსაკუთრებით - დაავადების ადრეულ სტადიაში, თუმცა პაციენტთა დიდი ნაწილი სმენას თანდათანობით კარგავს.

  • ყურების შუილი. პაციენტს შესაძლოა ჩაესმოდეს ზუზუნი, წუილი, წკრიალი, შიშინი.

  • სისავსის - დაგუბების, ზეწოლის - შეგრძნება ყურში.
მენიერის დაავადების ტიპური ეპიზოდი შესაძლოა დაიწყოს ყურში სისავსის შეგრძნებით, ხმაურის გაძლიერებითა და სმენის კარგვით, რასაც მოჰყვება ძლიერი თავბრუხვევა. მას ხშირად ერთვის გულისრევა და ღებინება.

ეპიზოდი, ჩვეულებრივ, 2-დან 3 საათამდე გრძელდება, მერე კი სიმპტომები მცირდება. მენიერის დაავადების ეპიზოდები კლასტერული (ჯგუფური) ხასიათისაა და მას უსიმპტომო ან მცირედ გამოხატული სიმპტომების პერიოდი მოსდევს. სმენის დარღვევათა სიმძიმე, სიხშირე და ხანგრძლივობა შესაძლოა ყოველი ეპიზოდის დროს სხვადასხვა იყოს, განსაკუთრებით - დაავადების ადრეულ სტადიებზე. მაგალითად, პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს ხშირ ეპიზოდებს ძლიერი თავბრუხვევით, მაგრამ მცირედ გამოხატული სხვა შეგრძნებებით; შესაძლოა, იშვიათად აწუხებდეს სუსტი თავბრუხვევა და სმენის დაკარგვა, მაგრამ ხშირად უჩიოდეს ყურების შუილს, რაც ჩაძინების საშუალებას არ მისცემს.

მენიერის დაავადების მიზეზი ბოლომდე არ არის გარკვეული, თუმცა ცნობილია, რომ ის უკავშირდება შიგნითა ყურში არსებული სითხის ანომალიურ მოცულობას ან შემადგენლობას. შიგნითა ყური არხებისა და ღრუების სისტემაა.

როგორ მკურნალობენ

სამწუხაროდ, მენიერის დაავადება არ იკურნება, მაგრამ განსაზღვრული მეთოდებით შეიძლება ზოგიერთი სიმპტომის მართვა. გამოკვლევები ადასტურებს, რომ მკურნალობა უმეტესად ეფექტურია, თუმცა სმენის დაკარგვის თავიდან აცილება ვერ ხერხდება.

თავბრუხვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

უშუალოდ შეტევისას გამოიყენება მეკლიზინი (ანტივერტი) ან დიაზეპამი (ვალიუმი), რაც ამცირებს თავბრუხვევის შეგრძნებას, გულისრევასა და ღებინებას. შეიძლება, ღებინებისა და გულისრევის წინააღმდეგ გამოვიყენოთ პრომეტაზინი (პიპოლფენი).

ინიშნება შარდმდენი პრეპარატები, რადგან მათი მეშვეობით შეიძლება დარეგულირდეს სითხის მოცულობა და წნევა შიგნითა ყურში. ზოგიერთ პაციენტში შარდმდენები იძლევა მენიერის დაავადების სიმპტომების სიმძიმისა და სიხშირის კონტროლის საშუალებას. ზოგიერთ პაციენტს სიმპტომების შემცირებაში ეხმარება ფიზიკური რეაბილიტაცია, სმენის აპარატი. თავბრუხვევა შეიძლება შემცირდეს შუა ყურში გენტამიცინის ან სტეროიდული ჰორმონის ინექციის შედეგად. გენტამიცინის ინექციისას არსებობს შემდგომში სმენის დაკარგვის რისკი. სტეროიდის გამოყენებისას ამგვარი ეფექტი ნაკლებმოსალოდნელია. როცა თავბრუხვევის შეტევები მეტისმეტად მძიმეა და მკურნალობის სხვა მეთოდები უეფექტოა, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული მკურნალობა.

წაიკითხეთ სრულად