რა არის ვერტიგო და რას ნიშნავს "ეფლის მანევრი" - როცა ირგვლივ სამყარო ბრუნავს... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ვერტიგო და რას ნიშნავს "ეფლის მანევრი" - როცა ირგვლივ სამყარო ბრუნავს...

ან ორივე ერთად მოძრაობს ან ბრუნავს.

ამას ხშირად ახლავს თან გულისრევა და წონასწორობის დაკარგვა.

ვერტიგოს შიგნითა ყურის ან წონასწორობის შენარჩუნებაში ჩართული ტვინის უბნების დაზიანება იწვევს;

ტრიალის შეგრძნებასთან ერთად პაციენტს შეიძლება აწუხებდეს წონასწორობის დარღვევა, სმენის ან მხედველობის პრობლემები, თავის ტკივილი;

ექიმები დიაგნოზს ხშირად აღწერილი სიმპტომებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით სვამენ, მაგრამ დამატებითი კვლევებიცაა საჭირო;

ზოგჯერ ვერტიგოს თავიდან აცილება მისი გამომწვევი ქმედებების არიდებით ან მედიკამენტის მიღებით შეიძლება;

ვერტიგოსა და გულისრევის შემსუბუქება ზოგიერთ საშუალებას შეუძლია, მაგალითად, სკოპოლამინის კანზე დასაკრავ ფირფიტას.

ვერტიგო, თავბრუხვევის ერთ-ერთი სახე, ისეთივე შეგრძნებას იწვევს, როგორსაც საბავშვო თამაში, როცა რამდენიმე ხნით ადგილზე ტრიალის შემდეგ უცებ ჩერდები და საგნები თითქოს გარშემო ბრუნვას აგრძელებს. თავბრუხვევის შემთხვევათა უმრავლესობა ვერტიგო არ არის.

სიმპტომები

ვერტიგოს დროს ადამიანს აქვს საკმაოდ უჩვეულო და არასასიამოვნო შეგრძნება, რომ თავად ის, გარემო ან ორივე ერთად, ტრიალებს.

ზოგჯერ პაციენტებს მხოლოდ ცალ მხარეს გადახრის შეგრძნება აქვთ. შედეგად წონასწორობა იკარგება და სიარული ან მანქანის მართვა ძნელდება. ვერტიგოს ხშირად თან ახლავს:

ნისტაგმი (თვალების სწრაფი გადახრა ერთ მხარეს და შემდეგ ნელი დაბრუნება საწყის მდგომარეობაში), რაც რამდენიმეჯერ მეორდება

გულისრევა და ზოგჯერ ღებინება

ვერტიგო შეიძლება რამდენიმე წამი ან საათები და დღეებიც კი გაგრძელდეს. პაციენტები ხშირად შვებას გრძნობენ დაწოლისას, წყნარად ჯდომისას.

თუმცა, შეგრძნება შესაძლოა სრულიად გაუნძრევლად ყოფნის დროსაც ვლინდებოდეს. შიგნითა ყურის დაზიანებით გამოწვეული ვერტიგოს (კპპვ, მენიერის დაავადება, ვესტიბულური ნევრიტი) სიმპტომები დღეების ან კვირების შემდეგ ქრება, მაშინ, როცა ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების დროს (ინსულტი ან მრავლობითი სკლეროზი) კვირები ან თვეებია საჭირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

mkurnali.ge