არომათერაპიის როლი სინუსიტის მკურნალობაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არომათერაპიის როლი სინუსიტის მკურნალობაში

ეს წიაღები ქალას ძვლებში განთავსებული ჰაერის შემცველი ღრუებია და მდებარეობს თვალბუდის უკან, ზევით და ქვევით. მათი ფუნქციაა, გაფილტრონ და გაათბონ შესუნთქული ჰაერი. ამის შემდეგ ჰაერი გადადის ბრონქებში.

სინუსების ამომფენ ლორწოვანს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია -

შესუნთქული ჰაერიდან დიფუზიის გზით აითვისოს მსუბუქი იონები, ნაწილობრივ - ჟანგბადიც და გადაიტანოს ის პირდაპირ თავის ტვინში.

მოზრდილ ადამიანს ოთხივე სინუსში ორ ჭიქამდე ჩირქი უგროვდება.

ცხვირიდან მოყვითალო ან მომწვანო ფერის გამონადენი ჯერ კიდევ არ ნიშნავს სინუსიტს და მით უმეტეს არ გვაძლევს ანტიბიოტიკების მიღების საფუძველს. როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

  • სვით ბევრი სითხე;
  • ისუნთქეთ ტენიანი ჰაერი;
  • ფრთხილად გამოირეცხეთ ცხვირის ღრუ მარილიანი წყლით ან გაიკეთეთ ინჰალაცია ბალახების ნაყენით;
  • ტემპერატურის მომატებისას (38,50ჩ-მდე და მეტად) და თავის ტკივილისას მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი (თუ უკუჩვენება არ გაქვთ);
  • 2-3 დღის განმავლობაში ჩაიწვეთეთ ცხვირის წვეთები, რომლებიც სისხლძარღვებს ავიწროებს.

როგორ მკურნალობენ?

მდგომარეობისდა მიხედვით, შეიძლება დაინიშნოს როგორც მედიკამენტები, მათ შორის - ანტიბიოტიკები, ცხვირის წვეთები, რომლებიც სისხლძარღვთა შევიწროებას იწვევს, სეკრეტოლიტები, იმუნიტეტის მოსაძლიერებელი საშუალებები, ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები, - ასევე სამკურნალო ბალახები, ჰომეოპათიური პრეპარატები, არომათერაპია, ფიზიოპროცედურები. მკურნალობის უკანასკნელი ეტაპია ქირურგიული ჩარევა. დაავადების დასაწყისში კარგად მოქმედებს ამოქსაცილინი და ტრიმეტოპრიმი, სულფამეტოქსაზოლი.

ლორწოვანის შეშუპების შესამცირებლად და სურდოსთან საბრძოლველად არსებობს პრეპარატები, რომლებსაც სისხლძარღვთა შემავიწროებელი ეფექტი აქვს: გალაზოლინი, დლიანოსი, ნაფტიზინი, სანორინი, ნაზოლი, ტიზინი და სხვა. ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი მათგანი (სანორინი, ნაფტიზინი, ტიზინი) არტერიული წნევის მომატებას იწვევს, ზოგიერთი კი უკურეაქციას, შეშუპებას, თანაც მათი მიღება 3-5 დღეზე მეტხანს არ შეიძლება, რადგან ცხვირის ლორწოვანს აშრობს. ბავშვებისთვის კი უნდა გამოვიყენოთ ამ პრეპარატების სპეციალური პედიატრიული ფორმა.

სინუსიტის სამკურნალოდ ფართოდ იყენებენ ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატ სინუპრეტს. ის ამცირებს ანთებას და ლორწოვანი გარსის შეშუპებას, აწესრიგებს ლორწოვანი გარსის დაცვით ფუნქციას, ამცირებს შედედებას და აუმჯობესებს ღრუებიდან ლორწოს გამოძევებას. ეფექტურობით გამოირჩევა პრეპარატი სინუფორტეც. ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, მას აქვს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც. სეკრეტის სიჭარბისას მისი ყოველდღიური შეყვანა ცხვირში (ნაცვლად გამორეცხვისა) ცხვირის ღრუს სწრაფ გასუფთავებას უზრუნველყოფს. სეკრეტის გასათხელებლად და გამოსაძევებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს აეროზოლი სალინი, გელი რინარისი, ცხვირის წვეთები ნო-სოლი.

არცთუ დიდი ხნის წინ ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა ახალი, ადრიატიკის ზღვის წყლის ფუძეზე დამზადებული ნაზალური შესასხურებელი დიდებისთვის და ცხვირის წვეთები წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - აკვამარისი. შეგახსენებთ: ამ მედიკამენტებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ახალგამოვლენილი სინუსიტის დროს. მცირე ეფექტის, მეტადრე უეფექტობის დროს აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. საზოგადოდ კი, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევისა და სპეციალისტის დასკვნის გარეშე მედიკამენტების, მეტადრე ანტიბიოტიკების, მიღებას უმჯობესია ერიდოთ.

არომათერაპია

ორთქლით ინჰალაცია უშუალოდ ლორწოვანზე ზემოქმედების საუკეთესო მეთოდია. ის ხელს უწყობს სქელი ლორწოს გამოყოფას და ინფექციის მოსპობას. კარგია გვირილის, პიტნის, ევკალიპტის, ლავანდის, ფიჭვის ზეთები. ეფექტურია სხვადასხვა ზეთის კომბინირება და მათი მონაცვლეობა. მწვავე სინუსიტის დროს ინჰალაცია უნდა ჩატარდეს დღეში 4-ჯერ. როცა სიმპტომები შესუსტდება, პროცედურების რაოდენობა თანდათან დღეში ერთამდე შემცირდება, მაგრამ არ შეწყდება, სანამ არ გაიწმინდება ღრუები.

  • ბაშვებისთვის სინუსების გასაწმენდად შეიძლება გამოვიყენოთ ახალგამოწურული ჭარხლის წვენი - 1-2 წვეთი ცხვირში დღეში 2-3-ჯერ. შემდეგ ცხვირი თბილი წყლით გამოურეცხეთ და კარგად მოხოცეთ.
  • მოზრდილებმა ცხვირში გამოისვით ბლომად თაფლი, ნესტოებში ჩაიდეთ თაფლში დასველებული ბამბა ან დოლბანდი, ცხვირის ფუძეზე, თვალების სიახლოვეს, დაიფინეთ ტილო და აქეთ-იქიდან დაიდეთ კარგად მოხარშული ცხელი კვერცხი, ზემოდან გადაიფარეთ პირსახოცი და გაიჩერეთ გაგრილებამდე. თაფლი გადნება და ნელ-ნელა ცხვირ-ხახაში გადავა. ფრთხილად გადმოაფურთხეთ ხელსახოცზე.
  • 3 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით 50 მლ თბილი წყალი, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი ან შაქარი. დააყენეთ ნახევარი საათი და ჩაიწვეთეთ ცხვირში.
  • ყოჩივარდას ბოლქვის სუფთა წვენი გააზავეთ დისტილირებულ წყალში 5-10-ჯერ. ჩაიწვეთეთ ყოველ დილით, უზმოზე, უბალიშოდ ზურგზე მწოლიარემ, თითო წვეთი თითო ნესტოში. ხუთი წუთის შემდეგ წამოდექით, დალიეთ ბალახების (სალბის, არყის ყვავილების) თაფლითა და ლიმონის წვენით შეზავებული ნახარში, შემდეგ 1-2 წუთით დაიხარეთ იატაკამდე, ბოლოს ცხვირი გამოირეცხეთ და მოიხოცეთ. იწვეთეთ 1, 2, 3 თვე.

ეს ნახარში მაცივარში 10 დღე ინახება. შემდეგ მზადდება ახალი. დაბოლოს, გახსოვდეთ, ორგანიზმის გაწმენდა გვიცავს ისეთი დაავადებებისგან, როგორებიცაა ალერგია, ბრონქული ასთმა, ეპილეფსია და მრავალი სხვა.

წაიკითხეთ სრულად