ჰაიმორიტი და ფრონტიტი - რა დროს ღებულობს დაავადებები ქრონიკულ ხასიათს და როგორ შეიძლება მათი პროფილაქტიკა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰაიმორიტი და ფრონტიტი - რა დროს ღებულობს დაავადებები ქრონიკულ ხასიათს და როგორ შეიძლება მათი პროფილაქტიკა?

ექიმი ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე.

- რა იწვევს ჰაიმორიტს და ფრონტიტს? რატომ უვითარდება ზოგს ჰაიმორის ღრუს ანთება, ზოგს კი შუბლის წიაღისა?

- მწვავე სინუსიტის მიზეზი ყველაზე ხშირად რესპირატორული ვირუსული ინფექცია, უბრალო ენით რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი გაციებაა.

ვირუსს უნარი შესწევს, შეაღწიოს სინუსებში და გამოიწვიოს მათი ანთება. ყველა წიაღი იხსნება ცხვირის ღრუში და მათი ბუნებრივი სავალი ემსახურება წიაღებიდან ჰაერისა და ლორწოს თავისუფალ გამოდევნას, ამიტომ ნებისმიერი ინფექცია, იმუნური თუ ალერგიული რეაქცია ცხვირის ღრუში იწვევს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, წიაღების ბუნებრივი სავალის დახშობას და სინუსების ანთებას.

ისეთი ბაქტერიები, როგორებიც არიან შტრეპტოცოცცუს პნეუმონიაე და Hაემოპჰილუს ინფლუენზაე, შეიძლება სხვა დროსაც ბინადრობდნენ ზედა სასუნთქ გზებში, მაგრამ ანთებითი პროცესი არ გამოიწვიონ. როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა სუსტდება ანდა წიაღებიდან ლორწოს გამოყოფას ართულებს სურდოთი მიმდინარე ესა თუ ის დაავადება, ეს ბაქტერიები იწყებენ აქტიურ გამრავლებას და იწვევენ მწვავე სინუსიტს. შედარებით იშვიათად სინუსიტს იწვევს სოკოვანი ინფექციაც. იგი ვითარდება ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტების დროს. ყველაზე ხშირია ეთმოიდიტი, ვინაიდან ეთმოიდის წიაღში ადვილად გადადის ცხვირის ღრუს ინფექცია, იქიდან კი ანთებითი პროცესი სხვა წიაღებზეც ვრცელდება. პროცესის გავრცელება და დაავადების სიმძიმე ავადმყოფის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

- რა სიმპტომები ახასიათებს სინუსიტს?

- ყოველგვარი სინუსიტისთვის დამახასიათებელია თავის ტკივილი, ცხვირიდან ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი, რომელიც ხშირად ცხვირ-ხახაში გადადის. ანთების დროს ჰაერი, ჩირქი და ანთებითი ექსუდატი აწვება სინუსების კედლებს, რასაც ძლიერი ტკივილი ახლავს. ტკივილის ლოკალიზაცია ანთებითი პროცესის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ჰაიმორიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი ლოყისა და ყვრიმალის არეში, ეთმოიდიტისთვის - ქუთუთოებისა და თვალბუდის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების შეშუპება, ტკივილი თვალებს შორის. ცხვირის ფრთები მცირედი შეხების მიმართაც კი მგრძნობიარე ხდება, ხშირად აღინიშნება ყნოსვის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება. ფრონტიტის წამყვანი სიმპტომია სიმძიმის შეგრძნება სინუსის ლოკალიზაციის ადგილას, ძლიერი თავის ტკივილი, განსაკუთრებით - შუბლის მიდამოში. სფენოიდიტი შედარებით იშვიათია და მიმდინარეობს ყურების ტივილით, კისრისა და თავის ზედა ნაწილის ტკივილით. მწვავე სინუსიტის დანარჩენი სიმპტომები გაციების ნიშნებს ჰგავს: ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ღამის ხველა, ცხვირის გაჭედვა... ცხვირ-ხახაში ჩირქის, ლორწოსა და ექსუდატის გადასვლამ შესაძლოა ხახის ანთებითი პროცესი გამოიწვიოს. არცთუ იშვიათად სინუსიტს ქალასშიგა გართულებები მოჰყვება და გამორიცხული არ არის, განსაკუთრებით - ხშირად მოავადე ბავშვებში, საქმე ტვინის ინფექციამდეც მივიდეს.

- რატომ ქრონიკულდება ასე ხშირად ეს პათოლოგიები და როდის შეიძლება ითქვას, რომ დაავადება გაქრონიკულდა? რა ნიშნები ახასიათებს ქრონიკულ ჰაიმორიტსა და ფრონტიტს, როგორ იწყება და როგორ ვითარდება?

- ვაზომოტორული რინიტი, ალერგიული სურდო, ცივი ჰაერის ჩასუნთქვა და სხვა ფაქტორები შესაძლოა ცხვირის დანამატი წიაღების ქრონიკული ანთებითი პროცესის განვითარების მიზეზად იქცეს. ქრონიკული სინუსიტის ხელშემწყობ ფაქტორებად მიიჩნევა ალერგიული რეაქცია მტვერზე, მცენარეთა ყვავილობაზე, ბრონქული ასთმა, იმუნოდეფიციტური მდგომარეობა. აშშ-ში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ალერგიული რინიტით დაავადებულთა 80% და ბრონქული ასთმით დაავადებულთა 75% სინუსიტს უჩივის. ზოგიერთს სინუსიტი ცივი ნესტიანი კლიმატისა და დაბინძურებული გარემოს გამო უვითარდება. როგორც მწვავე, ისე ქრონიკული სინუსიტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებენ იმუნოდეფიციტური მდგომარეობა (შიდსი, მუკოვისციდოზი) და ცხვირის პოლიპოზი.

- როგორ შეიძლება ამ დაავადების პროფილაქტიკა, ანუ რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ ჰაიმორიტი და ფრონტიტი არ დაგვემართოს? რა შეიძლება გააკეთოს ქრონიკული ჰაიმორიტით დაავადებულმა, რომ დაავადების მორიგი გამწვავება თავიდან აიცილოს?

- რასაკვირველია ძნელია, ადამიანმა თავი აარიდოს გაციებას - ეს ორგანიზმის ბრძოლის უნარზე, მისი იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ძლიერი იმუნიტეტი მკვეთრად ამცირებს მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიხშირეს და ხელს უშლის მათ გაქრონიკულებას. თუ მწვავე რესპირატორული ინფექციის არსებობაში დავრწმუნდით, ხშირად უნდა გავანიავოთ ოთახი, სადაც ავადმყოფი იმყოფება.

გარდა ამისა, რეკომენდებულია:

  • ვერიდოთ ცივი და ნესტიანი ჰაერის ხანგრძლივად სუნთქვას;
  • ვერიდოთ მტვრისა და სიგარეტის კვამლის ჩასუნთქვას (განსაკუთრებით - ალერგიის არსებობის დროს);
  • თუ გვაქვს ალერგია, აუცილებლად მივმართოთ ექიმ ალერგოლოგს და გავიაროთ დესენსიბილიზაციის კურსი;
  • თავი ვარიდოთ ქლორირებულ აუზში ბანაობას, რადგან ქლორი აღიზიანებს ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსს;
  • თუ ქრონიკული სინუსიტი გვაქვს და, ამავე დროს, ხშირად გვიწევს ფრენა, უარყოფითი წნევის გაზრდამ შესაძლოა წიაღებში დისკომფორტი და ტკივილიც კი გამოიწიოს. ამის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, აფრენამდე ცხვირში ჩავიწვეთოთ სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთები ან შევიფრქვიოთ აეროზოლი;
  • ცხვირით სუნთქვის გაძნელებისას, განურჩევლად მიზეზისა, აუცილებელია დროულად აღდგეს ჰაერის გამავლობა ცხვირის სავალებში. ამისთვისაც ცხვირის წვეთები უნდა გამოვიყენოთ.

წაიკითხეთ სრულად