რა უნდა გავაკეთოთ და რისი გაკეთება არ შეიძლება ყურში გოგირდის საცობის არსებობის შემთხვევაში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა გავაკეთოთ და რისი გაკეთება არ შეიძლება ყურში გოგირდის საცობის არსებობის შემთხვევაში?

რა უნდა გავითვალისწინოთ მათი გამოყენებისას და შესაძლებელია თუ არა, გოგირდის დაგროვებამ სმენის დაკარგვა გამოიწვიოს?

ყურის არხში დაგროვილი გოგირდი ეს არის ბუნებრივი ნივთიერება, რომელშიც ბაქტერიები და უცხო სხეულებია.

როგორც წესი, ის შრება და თავისით შორდება ყურის გარსს. ზოგ შემთხვევაში კი, გროვდება და სმენის დაქვეითებას, ან სრულ დაკარგვას იწვევს.

სმენა დაბრუნდება, როგორც კი აღნიშნული ნივთიერების მასა ყურიდან გამოიდევნება.

როგორ მივხვდეთ, რომ გოგირდის საცობი გვაქვს ყურში?

მისი სიმპტომებია:

• თავბრუსხვევა

• ყურის ტკივილი

• ხველა

• ხმაური ყურებში

• ყურის დაგუბება

თუ გოგირდის დაგროვებასთან ერთად ინფექციაა, შეიძლება შემდეგი სიმპტომებიც აღგენიშნებოდეთ:

• ყურის ქავილი

• ყურში სუნი

• სიცხე

• ასევე, შეიძლება დრენაჟი დაგჭირდეთ (ყურში დაგროვილი ჩირქის ამოსაღებად)

აუცილებელია, გოგირდის საცობის უსაფრთხოდ მოცილება, ვინაიდან ყურის ტრავმამ, შესაძლოა, სმენის დაკარგვა გამოიწვიოს.

განსაკუთრებით საშიშია ყურის საწმენდი ჩხირებით გოგირდის მოცილების მცდელობა და ზოგადად, მათი ყურების ღრმა წმენდისთვის გამოყენება.

შესაძლოა, დაიზიანოთ ყურის გარსი, ან დაფის აპკი გასკდეს არასწორი მკვეთრი მოძრაობებით.

ყურის საწმენდი ჩხირები, პირიქით, ხელს უწყობს ზედაპირიდან სიღრმეში გოგირდის გადატანას.

შესაბამისად, მის დაგროვებას.

ყველაზე უსაფთხო საშუალება არის ყურის გამორეცხვა, პროცედურას ექიმი ჩაგიტარებთ.

სხვადასხვა ბუნებრივი საშუალებები, რომლებსაც რეკომედაციას უწევენ, საზიანოა, შეიძლება ყურის დამწვრობაც კი მიიღოთ.

სახლში შეგიძლიათ, აიღოთ მცირე რაოდენობით თბილი წყალი და შეურიოთ ცოტაოდენი წყალბადის ზეჟანგი.

ის დაარბილებს გოგირდს და შესაძლოა, საცობის მოცილებაშიც დაგეხმაროთ.

დღეს, უკვე, სააფთიაქო ქსელები სპეციალურ სპრეი საშუალებებს გვთავაზობენ, რომელიც მარტივად და უსაფრთხოდ აცილებს ზედმეტ გოგირდს ყურიდან.