რატომ მრუდდება ცხვირის ძგიდე და რა სიმპტომები ახასიათებს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ მრუდდება ცხვირის ძგიდე და რა სიმპტომები ახასიათებს?

ორგანიზმისთვის ფიზიოლოგიური ცხირით სუნთქვაა.

როდესაც ადამიანი ცხვირით არაადეკვატურად სუნთქავს, ეს სხვადასხვა პათოლოგიით არის განპირობებული.

ცხვირით სუნთქვის დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ცხვირის ძგიდის გამრუდება. ეს პრობლემა უფრო და უფრო მეტ ადამიანს აწუხებს.

აღსანიშნავია, რომ ადამიანთა მხოლოდ 5%-ს აღენიშნება ცხვირის სწორი ძგიდე, დანარჩენ შემთხვევებში კი სხვადასხვა ხარისხის გამრუდება აღინიშნება.

ცხვირის ძგიდე შეიძლება შუა ხაზიდან მარცხნივ ან მარჯვნივ გადაიხაროს, არსებობს ე.წ ქედის, ან წვეტის სახით გამრუდებებიც.

ძგიდის გამურდების მიზეზი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, ტრავმული, ან კომპენსატორული.

• ფიზიოლოგიური გამრუდება

ის ორგანიზმის ზრდა-განვითარების პროცესში ხდება და ძვლოვან-ხრტილოვანი სტრუქტურების არათანაბარი განვითარების შედეგია.

ერთი მათგანის განვითარება ჩამორჩება მეორეს, რაც ძგიდის გამრუდებას იწვევს.

• ტრავმული გამრუდება

ის მექანიკური დაზიანების შედეგია. მაგალითად, ცხვირის გატეხვის შედეგად შეიძლება გამრუდდეს ძგიდე.

• კომპენსატორული გამრუდება

რთულად ჟღერს, თუმცა ის ცხირის ღრუს შემადგენელი ანატომიური ნაწილების ცვლილების შედეგად გამოწვეულ გამრუდებასთან ასოცირდება.

ასეთი ნაწილებია, მაგალითად, ცხვირის ნიჟარები, რომელთა ჰიპერტროფია, ანუ გადიდება იწვევს ხშირად ძგიდის გამრუდებას, რადგან მას აწვება გადიდებული ნიჟარები. ანალოგიურად, შეიძლება პოლიპებმაც გამოიწვიოს გამრუდება.

როდის არის ძგიდე გამრუდებული?

ძგიდის გამრუდებაზე მიანიშნებს შემდეგი სიმპტომები:

• თუ ცხვირით სუნთქვა გიჭირთ ეს ნიშანია, რომ ძგიდე გამრუდებულია, თუმცა შესაძლოა არ გიჭირდეთ, ცხვირის ღრუს ერთი მხარე აკომპენსირებდეს მეორეს და ვერ გრძნობდეთ ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, ძგიდე კი მაინც გამრუდებული იყოს.

• ხვრინვა ერთ-ერთი სიმპტომია.

• თუ ცხვირის ღრუ გამომშრალია, ასევე ცხირიდან სისხლდენა აღგენიშნებათ.

• ძგიდის გამრუდების შედეგად, ცხვირის დანამატი წიაღების ანთება (სინუსიტები) შეიძლება განვითარდეს

• რინიტი, ანუ ლორწოვანი გარსის ანთებაც , შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი სიმპტომი.

ცხვირის ძგიდის მკურნალობა ქირურგიულია, სეპტოპლასტიკა ჰქვია ოპერაციას, რომელიც პლასტიკურ ოპერაციებს მიეკუთვნება.

ოპერაცია აუცილებელია, ვინაიდან არასწორი სუნთქვა სისხლის ცვლილებას, სისხლძარღვთა და სასქესო სისტემათა დარღევებს იწვევს.

ადამიანს უქვეითდება იმუნიტეტი, ინფექციებისადმი უფრო მიდრეკილია.