რა გზებს უნდა მიმართოთ, რომ დაივიწყოთ ყელის სიმშრალისგან გამოწვეული დისკომფორტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა გზებს უნდა მიმართოთ, რომ დაივიწყოთ ყელის სიმშრალისგან გამოწვეული დისკომფორტი

ყელის სიმშრალე არაერთ ადამიანს აწუხებს, მიზეზი კი მრავალგვარია.

გამომშრალი ყელი ამ არეში დაჭიმულობის შეგრძნებას იწვევს.

ჩვენს ირგვლი არსებული რეალობა: გამონაბოლქვი, კონდიცირებულ გარემოში დიდხანს ყოფნა, გამომშრალი ჰაერი, თამბაქოს მოხმარება, არასაკმარისი წყლის მიღება - ეს ყველაფერი ყელზე აისახება და მის სიმშრალეს განაპირობებს.

ამას გარდა, ყელის სიმშრალის მიზეზი შეიძლება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ცვლილებები, ასევე ენდოკრინული სისტემის პრობლემები იყოს.

ყელის სიმშრალე ქრონიკული ფარინგიტის (ხახის ანთება) ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია.

ამ პრობლემასთან საბრძოლველად, ზეთოვანი, დამარბილებელი ნივთიერებები დაგეხმარებათ. ისინი ლოწოვან გარსს დაატენიანებენ და უსიამოვნო შეგრძნებას მოგიხსნიან.

• იდეალურია ქაცვის ზეთი, ასევე კარგია ძილის წინ ყელზე თბილი ზეთოვანი კომპრესი.

• მოერიდეთ თამბაქოს და ალკოჰოლს, ასევე გაზიან სასმელებს.

• არ მიირთვათ ცხარე, მლაშე და ცივი საკვები.

• რძისა და სახამებლის შემცველი პროდუქტების მიღებას მოერიდეთ.

ხალხური მედიცინიდან შეგიძლიათ შემდეგი რეცეპტები გამოიყენოთ:

• აიღეთ 20-30 ცალი გარგრის თესლი, დანაყეთ, შეურიეთ კარაქს, პროპორციით 1:1

• მიიღეთ 1 ჩაის კოვზი, დღეში 3-ჯერ.

სტაფილო და თაფლი

• 100 გრამ ახალგამოწურულ სტაფილოს წვენს შეურიეთ ერთი ს/კ თაფლი.

• მიიღეთ ერთი სადილის კოვზი, დღეში 4-5-ჯერ.

ბოლოკი და თაფლი

• 50 მლ გამოწურულ ბოლოკის წვენს შეურიეთ ერთი სადილის კოვზდი თაფლი.

• მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ.

პირის ღრუს სიმშრალის დროს შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:

• უფრო ხშირად სვით წყალი და მოერიდეთ შაქრის შემცველ სასმელებს.

• მოერიდეთ კოფეინის შემცველ სასმელებს ( ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები)

• ასევე, ალკოჰოლს და თამბაქოს.

• ცხარე და მარილიან საკვებს.

• გამოიყენეთ პირის ღრუს სავლები. კბილები გაიხეხეთ ფოსფორშემცველი კბილის პასტით, დღეში ორჯერ.

• გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებლები და ისუნთქეთ ცხვირით.