რა გზებს უნდა მიმართოთ, რომ დაივიწყოთ ყელის სიმშრალისგან გამოწვეული დისკომფორტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

რა გზებს უნდა მიმართოთ, რომ დაივიწყოთ ყელის სიმშრალისგან გამოწვეული დისკომფორტი

რა გზებს უნდა მიმართოთ, რომ დაივიწყოთ ყელის სიმშრალისგან გამოწვეული დისკომფორტი
ნერვიულობის დროს ყველას გამოგვიცდია ყელის სიმშრალე. როცა ეს შეგრძნება ყოველდღიური ხდება და არაფერ შუაშია განცდებთან, ასეთ დროს მშრალი ყელის გამომწვევ მიზეზებს უნდა ვებრძოლოთ.
ყელის სიმშრალე არაერთ ადამიანს აწუხებს, მიზეზი კი მრავალგვარია.

გამომშრალი ყელი ამ არეში დაჭიმულობის შეგრძნებას იწვევს.

ჩვენს ირგვლი არსებული რეალობა: გამონაბოლქვი, კონდიცირებულ გარემოში დიდხანს ყოფნა, გამომშრალი ჰაერი, თამბაქოს მოხმარება, არასაკმარისი წყლის მიღება - ეს ყველაფერი ყელზე აისახება და მის სიმშრალეს განაპირობებს.


ამას გარდა, ყელის სიმშრალის მიზეზი შეიძლება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ცვლილებები, ასევე ენდოკრინული სისტემის პრობლემები იყოს.
ყელის სიმშრალე ქრონიკული
ფარინგიტის (ხახის ანთება) ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია.


ამ პრობლემასთან საბრძოლველად, ზეთოვანი, დამარბილებელი ნივთიერებები დაგეხმარებათ. ისინი ლოწოვან გარსს დაატენიანებენ და უსიამოვნო შეგრძნებას მოგიხსნიან.

• იდეალურია ქაცვის ზეთი, ასევე კარგია ძილის წინ ყელზე თბილი ზეთოვანი კომპრესი.

• მოერიდეთ თამბაქოს და ალკოჰოლს, ასევე გაზიან სასმელებს.

• არ მიირთვათ ცხარე, მლაშე და ცივი
საკვები.

• რძისა და სახამებლის შემცველი პროდუქტების მიღებას მოერიდეთ.


ხალხური მედიცინიდან შეგიძლიათ შემდეგი რეცეპტები გამოიყენოთ:

• აიღეთ 20-30 ცალი გარგრის თესლი, დანაყეთ, შეურიეთ კარაქს, პროპორციით 1:1
• მიიღეთ 1 ჩაის კოვზი, დღეში 3-ჯერ.


სტაფილო და თაფლი

• 100 გრამ ახალგამოწურულ სტაფილოს წვენს შეურიეთ ერთი ს/კ თაფლი.

• მიიღეთ ერთი სადილის კოვზი, დღეში 4-5-ჯერ.


ბოლოკი და თაფლი

• 50 მლ გამოწურულ ბოლოკის წვენს შეურიეთ ერთი სადილის კოვზდი თაფლი.

• მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ.


პირის ღრუს სიმშრალის დროს შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:

• უფრო ხშირად სვით წყალი და მოერიდეთ შაქრის შემცველ სასმელებს.

• მოერიდეთ კოფეინის შემცველ სასმელებს ( ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები)

• ასევე, ალკოჰოლს და თამბაქოს.

• ცხარე და მარილიან საკვებს.

• გამოიყენეთ პირის ღრუს სავლები. კბილები გაიხეხეთ ფოსფორშემცველი კბილის პასტით, დღეში ორჯერ.

• გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებლები და ისუნთქეთ ცხვირით.



ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
კატეგორიის სხვა სტატიები
შაკიკი არის ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც იწვევს თავის ძლიერ ტკივილებს, ძირითადად, თავის მხოლოდ ერთ მხარეს.
ცხვირის ღრუში ჰაერი თბება, ტენიანდება და იწმინდება.
ყელის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება, ხმის ჩახლეჩა ან დაკარგვა მრავალი დაავადების ხშირი ნიშანია.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად