როგორ განვასხვაოთ ლარინგიტი, ფარინგიტი და ტონზილიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ განვასხვაოთ ლარინგიტი, ფარინგიტი და ტონზილიტი

ტონზილიტს, ფარინგიტს და ლარინგიტს ხშირად მსგავსი სიმპტომები აქვთ. აღნიშნული დაავადებები ყელის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია, რომელთა მიმდინარეობასაც თან ახლავს მსგავსი სიმპტომები. მნიშვნელოვანია დაავადების სწორი დიაგნოსტიკა, რაზეც დამოკიდებულია ადამიანის გამოჯანმრთელების სისწრაფე. როგორ განვასხვაოთ ეს დაავადებები და როგორია მათი მკურნალობა, გვესაუბრება ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი მაია მაისაშვილი.

- ქალბატონო მაია, ლარინგიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი ყელს უკავშირდება, არსებობს მათ შორის პრინციპული განსხვავებები?

- ეს დაავადებები ვლინდება და აქტიურად ვითარდება დაქვეითებული იმუნიტეტისას. მნიშვნელოვანია, გარკვეული წარმოდგენა გვქონდეს ამ პათოლოგიებზე, ვიცოდეთ, როგორ გავარჩიოთ ისინი და დროულად მივიღოთ შესაბამისი ზომები.

ყველა ამ დაავადების მიზეზი, როგორც წესი, რესპირატორული დაავადებებია, ამიტომ პირველადი სურათი ძალიან მსგავსია.

ფარინგიტსა და ტონზილიტს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ სხვადასხვა ორგანო ზიანდება.

ფარინგიტისას პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს ხახაში, ლარინგიტისას ხორხში, ხოლო ტონზილიტისას ნუშურებში. დაავადების მკურნალობაც სხვადასხვანაირად მიმდინარეობს.

ტონზილიტისას ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ყურებისა და მუცლის მიდამოს მტკივნეულობა. ზოგჯერ არის გამონაყარი, რომელიც შეიძლება მთელ სხეულზე აღინიშნებოდეს. ტონზილიტისას ყელის ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს უჭირს საუბარი და ყლაპვა. თეთრი ან ყვითელი ფერის ნადები ნუშურებზე სწორედ ტონზილიტზე მიუთითებს.

ფარინგიტი ტონზილიტისგან ტკვილის სინდრომითაც გამოირჩევა. ფარინგიტისას ტკივილი ძლიერდება გარე ფაქტორების ზემოქმედებით (საკვების მიღება, მკვეთრი სუნის შესუნთქვა). ფარინგიტი აქტიურდება ორგანიზმის ემოციური ან ფიზიკური გადატვირთვის დროს.

დაავადების სწორად დიფერენცირებისთვის მნიშვნელობა აქვს:

  • ნუშურების, ხახისა და ხორხის მდგომარეობას;
  • ყელის ქსოვილების მდგომარეობას;
  • ლორწოვანი გარსის ფერს.

- რა დაავადებაა ტონზილიტი?

- ტონზილიტით უფრო ხშირად ავადობენ ბავშვები. ეს დაავადება ლოკალიზდება ნუშურების მიდამოში. ნუშურები ერთგვარი ბარიერია და ხელს უშლის სასუნთქ გზებში ვირუსებისა და ინფექციის მოხვედრას. თუმცა, ხანგრძლივად მიმდინარე ინფექციებისას, თუ დროულად არ წარიმართება მკურნალობა, შესაძლებელია განვითარდეს ნუშურების ანთებითი პროცესი, რაც დაავადების მიზეზი ხდება.

დასნებოვნება შესაძლებელია ჰაერწვეთოვანი გზით, ასევე თვითინფიცირება ქრონიკული დაავადების არსებობისას.

ქრონიკული ტონზილიტი ვლინდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი გაცივდა ან ორგანიზმის დამცველობითი უნარი დაქვეითებულია.

დაავადების გამოწვევი ხშირად არის სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, იშვიათად ქლამიდია და სხვადასხვა ვირუსი.

ტონზილიტის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა რესპირატორული ან ინფექციური დაავადება, მაგრამ მისი პროვოცირება შესაძლებელია სხვადასხვა სტომატოლოგიური ხასიათის პრობლემის შემდეგაც. მაგ: არანამკურნალევი კბილი, ღრძილების პრობლემები და ა.შ.

იმ შემთხვევაში, თუ დაავადებას აქვს ბაქტერიული ხასიათი, ის შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს.

- როგორია ტონზილიტის სიმპტომები?

- ტონზილიტის დიაგნოსტირებისას ექიმი პირველ რიგში ყურადღებას აქცევს დაავადების ნიშნებს და კვლევის სხვადასხვა მეთოდს ნიშნავს. სისხლის საერთო ანალიზში ლეიკოციტების რიცხვის მნიშვნელოვნად მომატება მიუთითებს პაციენტის ორგანიზმში ანთებითი პროცესის არსებობას. ამას გარდა, აღინიშნება:

  • ნუშურების მნიშვნელოვანი გადიდება;
  • ყელის არეში უსიამოვნო შეგრძნებები;
  • ყლაპვის გართულება;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება;
  • პირის ღრუს შეშუპება;
  • პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი;
  • თავის ტკივილი;
  • საერთო სისუსტე;
  • შესაძლებელია ღვიძლისა და ელენთის გადიდება;
  • ნუშურებში ჩირქის საცობების გაჩენა;
  • სასის რკალების შეშუპება;
  • კისრის ლიმფური კვანძების მიდამოში ტკივილი.

- მკურნალობის ტაქტიკა როგორია ტონზილიტის დროს?

- დაავადების შორსწასულ შემთხვევაში საჭირო ხდება ნუშურების ოპერაციული გზით ამოღება. ტონზილიტმა შეიძლება გართულებები გამოიწვიოს და დააზიანოს თირკმელები, ღვიძლი და გული. პრობლემები შეიძლება შემდგომში აღმოცენდეს ყურის ანთების სახითაც. თუ ტონზილიტს ბოლომდე არ ვუმკურნალებთ, ის შეიძლება გახდეს გულის უკმარისობის, რევმატიზმის, სახსრების დაავადების მიზეზი. დაავადების ლოკალიზაციის ადგილზე შეიძლება გამოვლინდეს პარატონზილიტი და აბსცესები.

მკურნალობა სრულად დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, ამიტომ აუცილებელია ტონზილიტის სწორად დიაგნოსტირება.

ქრონიკული ტონზილიტისას, თუ არ არის გართულებები, შეიძლება მკურნალობა კონსერვატული იყოს. ანთებისა და ტკივილის შესამცირებლად შესაძლებელია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყლაპვას.

მნიშვნელოვანია წყლის მიღების რეჟიმის დაცვა. აუცილებელია საკმარისი რაოდენობით ოთახის ტემპერატურის სითხის მიღება. ამავდროულად, საჭიროა ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერებაზე ზრუნვაც.

რაციონალურია, აუცილებლობის შემთხვევაში, ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება, გართულებულ შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა.

- რა დაავადებაა ფარინგიტი და ზედა სასუნთქი გზების რომელ ნაწილ აზიანებს ის?

- ფარინგიტი არის ხახის ანთებითი პროცესი. ფარინგიტი შეიძლება განვითარდეს თამბაქოს კვამლის, მკვეთრი სუნის ქიმიკატების შესუნთქვისას. ის შეიძლება ახლდეს რინიტს, სინუსიტს ან განვითარდეს კბილებთან დაკავშირებული პრობლემების დროს. ხშირად ვლინდება მაშინ, როდესაც ანთებითი პროცესი უკვე მიმდინარეობს ხახის ახლოს მდებარე რომელიმე ორგანოში. ფარინგიტის პროვოცირება შეუძლია სოკოვან დაავადებას, ვირუსებს, ხახის ტრავმას და სხვა მრავალს.

ყველაზე გავრცელებული ფორმაა კატარული ფარინგიტი რესპირატორული დაავადებების დროს.

- როგორია ფარინგიტის სიმპტომები?

  • ხახის არეში სიმშრალისა და ფხაჭნის შეგრძნება;
  • ყლაპვის გართულება;
  • ზოგადი სისუსტე;
  • ცხვირიდან ჭარბი გამონადენი;
  • სხეულის ტემპერატურის მატება უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე ტონზილიტისა და ლარინგიტისას.

- როგორ ვუმკურნალოთ ფარინგიტს?

- ფარინგიტის მკურნალობა მოიცავს ისეთ ზომებს, როგორებიცაა:

  • ყელის ადგილობრივი სანაცია;
  • არ მივიღოთ ცივი სასმელი, ცხარე, მჟავე, მარილიანი საკვები.

- რა დაავადებაა ლარინგიტი და როგორ ვლინდება?

- ლარინგიტიც გაციების თანმხლები დაავადებაა. ის შეიძლება იყოს სახმო იოგების გადაძაბვის ან ალერგენების ზემოქმედების (მტვერი, აირები, თამბაქო) შედეგიც. ლარინგიტი არის ხორხის ანთება, რომელიც ვითარდება მასში ინფექციის მოხვედრის შემდეგ.

ლარინგიტის დამახასიათებელი ნიშნებია:

  • ხმის დაბოხება ან საერთოდ დაკარგვა;
  • პირის ღრუს სიმშრალე;
  • თავის ტკივილი;
  • ძლიერი მშრალი ხველა;
  • ზოგჯერ ტემპერატურის მომატება.

ლარინგიტზე მეტყველებს ხორხის შეშუპება და დიდი რაოდენობით ლორწოც.

ამ დაავადებისას მნიშვნელოვანია ხმის რეჟიმის დაცვა, საუბრისაგან თავის შეკავება და იოგების გადაძაბვის არიდება. რეკომენდებულია პაციენტისთვის ჰაერის მაღალი ტენიანობის უზრუნველყოფა. ნებისმიერ ალერგენთან კონტაქტის გამორიცხვა, დაუშვებელია ლორწოვანი გარსის გამოშრობა.

მძიმე შემთხვევაში საყოველთაოდ მიღებული ინჰალაციები და გამოვლება აღარ შეველის, პირიქით, შეიძლება უფრო მეტი შეშუპების პროვოცირება.

ლარინგიტის სამკურნალოდ გამოყენება ანთების საწინააღმდეგო თვისების მქონე საშუალებები. მძიმე შემთხვევებში შეიძლება დაინიშნოს ანტიბაქტერიული მკურნალობა.

- მკურნალობის თვალსაზრისით თუ არის განსხვავება ამ დაავადებებს შორის?

- მოზრდილთა ფარინგიტს, ლარინგიტსა და ტონზილიტს მკურნალობენ ადგილობრივი მოქმედების პრეპარატებით, რომლებიც ფარმაცევტულ ბაზარზე უხვადაა სხვადასხვა სპრეის, წვეთებისა თუ საწუწნი აბების ფორმით. ისინი არა მხოლოდ ამსუბუქებენ საერთო მდგომარეობას, არამედ ხსნიან უსიამოვნო სიმპტომებს და ეხმარებიან ორგანიზმს დაავადებასთან გასამკლავებლად. ანტიბიოტიკები ტონზილიტისა და ფარინგიტის დროს ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანთებითი პროცესის ჩაცხრობა სხვა საშუალებით ვერ მოხერხდა.

თუ ყელის ტკივილი ვირუსული ინფექციითაა პროვოცირებული, ანტიბიოტიკი სრულიად უსარგებლოა. სწორედ ამიტომა არაა მიზანშეწონილი თვითმკურნალობა.

არსებობს გავრცელებული აზრი, რომ ყელის ტკივილის ყველა ფორმის სამკურნალო საშუალება შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ამ სამი დაავადების დროს.

ეს იმთავითვე მცდარია, რადგანაც სხვადასხვა პრეპარატს განსხვავებული მოქმედი ნივთიერებები და მოქმედების მიმართულება აქვს. მკურნალობა არ უნდა შემოიფარგლებოდეს 1-2 დღით, საჭიროა მთელი კურსის ჩატარება.

- როგორია ყელის დაავადებათა ეფექტური პროფილაქტიკა?

- ამ დაავადების გამწვავება ან პირველადი გამოვლინება ნებისმიერ ასაკის ადამიანთან შესაძლებელია, წელიწადის ნებისმიერ დროს. მათი არიდება შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ რამდენიმე მარტივ რეკომენდაციას:

  • დაიცავით ხელების ჰიგიენა;
  • მოერიდეთ გაციებას. წლის ცივ პერიოდში ყელი გქონდეთ თბილად, ისუნთქეთ ცხვირით და არა პირით;
  • ყურადღება მიაქციეთ შენობისა და ჰაერის სისუფთავეს;
  • მოერიდეთ ნებისმიერ ალერგენს;
  • მუდმივად მიაქციეთ ყურადღება კონდიციონერების, ჰაერის დამატენიანებლების ფილტრების სისუფთავეს;
  • აიმაღლეთ იმუნიტეტი;
  • შეეცადეთ მაქსიმალურად მოერიდოთ დაავადებულ პირებს;
  • ხალხმრავალ ადგილებში ატარეთ პირბადე;
  • დაავადების პირველი ნიშნებისთანავე მიმართეთ ექიმს.

- ქალბატონო მაია, როდის და რატომ იღებენ ცხვირ-ხახის ნაცხს?

- ცხვირ-ხახის ნაცხს იღებენ ზედა სასუნთქ გზებში არსებული სხვადასხვა მიკროორგანიზმის, მათ შორის, ვირუსებისა (გრიპის ან პარაგრიპის, SARS-CoV-2) და ბაქტერიების (მაგ. Bordetella pertussis, Streptococcus pneumoniae) გამოსავლენად. საეჭვო მიკროორგანიზმის გამო აღებული მასალით შეიძლება გაკეთდეს ანტიგენური, ასევე პოლიმერული ჯაჭვური რეაქცია.

დღეისათვის ცხვირ-ხახიდან ნაცხის აღების ძირითადი ჩვენებაა SARS-CoV-2 ინფექცია. ეს არის მეთოდი, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (Centers for Disease Control and Prevention [CDC]).

ცხვირ-ხახიდან ნაცხის აღების სრული უკუჩვენება არ არსებობს.

შედარებითი უკუჩვენება მოიცავს: ქალას სახის ნაწილის ახალგადატანილი ტრავმა ან ანატომიური დეფექტები ან მძიმე ჰემორაგიული დიათეზი, რადგანაც შეიძლება ზონდის შეყვანას შეუშალოს ხელი ან გაიზარდოს ადგილობრივი ტრავმებისა და სისხლდენის რისკი.

გართულებაა ქსოვილების ადგილობრივი დაზიანება (სისხლდენა, მტკივნეულობა ან დისკომფორტი). პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს ხველება ან ცემინება, იშვიათად - ღებინება ხახის უკანა ნაწილის გაღიზიანების გამო.