ყელის სიმშრალე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყელის სიმშრალე

  • ქრონიკული ინტოქსიკაცია, მათ შორის - გარემოს მავნე ფაქტორთა ზემოქმედება, მოწევა, რაც განაპირობებს მავნე ნივთიერებათა ადსორბირებას ხახისა და ხორხის ლორწოვან გარსზე და ქრონიკული ანთების პირობებში სავსებით ასუსტებს დამცავ მექანიზმებს;
  • ზედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები, აუტოიმუნური ალერგიული დაავადებები და სხვა;
  • იმუნიტეტისა და ტროფიკის (ქსოვილოვანი კვების) დაქვეითება (რაც უმთავრესად ხანდაზმულ ასაკში აღინიშნება). ამ ფაქტორთა გამო აქტიურდება ანთების ქრონიკულ კერებში (ტონზილიტი, ჰაიმორიტი, კარიესი) არსებული მიკრობული ფლორა.

თანამედროვე მონაცემებით, ქრონიკულ ფარინგიტს მჭიდრო კავშირი აქვს ენდოკრინული სისტემისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ცვლილებებთან. ცალკე ჯგუფად გამოყოფენ საფუვრის მსგავსი სოკოებით გამოწვეულ ფარინგიტებს. ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ, ჩაიტაროთ ხახის ნაცხის ლაბორატორიული გამოკვლევა, კვალიფიციურ ლარინგოლოგთან კონსულტაციის შემდეგ კი მის მიერ დანიშნული კომპლექსური მკურნალობა. ხალხური მედიცინის საუნჯიდან კი გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

  • ძილის წინ ყელზე თბილი ზეთიანი კომპრესი დაიდეთ. ერიდეთ ლაპარაკს, ცივ და გაზიან სასმელებს, ცხარე, მლაშე და ცივ საკვებს. არ არის სასურველი, მით უმეტეს - ძილის წინ, რძისა და სახამებლის პროდუქტების მიღება. უარი თქვით თამბაქოსა და ალკოჰოლზე.
  • აიღეთ 20-30 ცალი გარგარის თესლი, დანაყეთ და შეურიეთ კარაქს პროპორციით 1:1. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ.
  • გამოწურეთ ბოლოკი (სასურველია, აგვისტო-სექტემბერში დაკრეფილი), 50 მლ წვენს შეურიეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი და მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ.
  • 100 გ ახალგამოწურულ სტაფილოს წვენს შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 4-5-ჯერ.
  • ფიჭვის ან ნაძვის გირჩები დანაყეთ, დაასხით წყალი პროპორციით 1:5, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთს, გაწურეთ დოლბანდის სამ ფენაში და გამოივლეთ ყელში დღეში 5-6-ჯერ.

თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ქაცვის ზეთის, წვენისა და ნაყოფის მიღება.

 

ქრონიკული ლარინგიტის დროს მიზანშეწონილია შემომგარსველი, დამარბილებელი და ამოსახველებელი საშუალებების მიღება.

აიღეთ:

10 გრამ ნარევს დაასხით 200 მლ ცივი წყალი, გააჩერეთ 1 საათს, შემდეგ ნელ ცეცხლზე ადუღეთ 3-5 წუთს. გამოიყენეთ სავლებად ან საინჰალაციოდ, 50-100 მლ თითოეულ პროცედურაზე.

ერთ სადილის კოვზ ნარევს დაასხით 200 მლ ცივი წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5-7 წუთს, შემდეგ გააჩერეთ ერთ საათს. მიიღეთ თბილი, 1/2 ჭიქა.

  • ბაღის პიტნა (ფოთოლი) - 30 გ
  • გვირილა (ყვავილი) - 30 გ
  • სალბი (ფოთოლი) - 30 გ
  • დიდი კამა (ნაყოფი) - 10 გ

ერთ სადილის კოვზ ნარევს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 30-40 წუთს. გამოივლეთ თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ.

ქრონიკული ლარინგიტისა და ფარინგიტის დროს სასარგებლოა ჭაობის კოთხუჯისა და ძირტკბილას წვენი. თითოეული მცენარის წვენი უნდა მიიღოთ დღეში 2-ჯერ, თითო ჩაის კოვზი. ძლიერ ეფექტს ახდენს თაფლის 30%-იანი წყალხსნარის ინჰალაციებიც (მან, ვისაც თაფლის მიმართ ალერგია აქვს, 5-10%-იანი ხსნარი უნდა გამოიყენოს). ინჰალაციის პროცედურა ძილის წინ უნდა ჩაიტაროთ 15-20 წუთის განმავლობაში. თაფლი უკუნაჩვენებია ასთმითა და ემფიზემით დაავადებულთათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც გულის უკმარისობა, მიოკარდიტი, მაღალი ცხელება, ხშირი სისხლდენა და საზოგადოდ, იდიოსინკრაზია ანუ მეტისმეტი, ავადმყოფური მგრძნობიარობა აღენიშნება.