ცხვირის პოლიპი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხვირის პოლიპი

ის, ჩვეულებრივ, ქრონიკული ანთებითი პროცესის შედეგად ვითარდება და ცხვირის ღრუს გარდა, დანამატ წიაღებსაც (უხშირესად ჰაიმორის წიაღს) მოიცავს. პილიპების ფორმირებას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს – ალერგიული რეაქციები, ჰორმონული ფონის ცვლილება, ცხვირის ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსის შემადგენელი ცილის სინთეზის გენეტიკურად კოდირებული (დეტერმინირებული) დარღვევა, გადატანილი ვირუსული ინფექცია და სხვა. ყველა ამ ჩამოთვლილი ფაქტორის გავლენით ირღვევა სრულფასოვანი სინთეზი (წარმოქმნა) იმ ცილოვანი შენაერთებისა, რომლებიც ცხვირის ღრუსა და მისი დანამატი წიაღების ამომფენი ლორწოვანი გარსის მთავარი საფუძველია. არასრულფასოვანი (არასრულყოფილი) ცილოვანი კომპონენტების გამო ლორწოვანი გარსის სტრუქტურა რამდენადმე იცვლება, ლორწოვანი გარსი დაკიდებას განიცდის, დაკიდებულ უბანში კი განსაკუთრებული უჯრედები – ეოზინოფილები იწყებენ დაგროვებას.

პოლიპი, ფაქტობრივად, ლორწოვანი გარსის ფენაში თავმოყრილი ეოზინოფილების გროვაა. მისი ზრდა კი, თავის მხრივ, ამ ეოზინოფილების ინტენსიურ გამრავლებაზეა დაფუძნებული. პოლიპი შეიძლება იყოს ერთეული და მრავლობითი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში პოლიპოზზე საუბრობენ. პოლიპოზის დროს ექიმები ხშირად უნიშნავენ პაციენტებს ჰორმონებს, კერძოდ პრედნიზოლონს. მკურნალობის ამ მეთოდს „მედიკამენტურ პოლიპოტომიას“ უწოდებენ, რადგან პრედნიზოლონი თრგუნავს ეოზინოფილების გამრავლებას და აფერხებს პოლიპის ზრდას. თუმცა, სხვადასხვა გართულების (კუჭის კიბო, იმუნიტეტის დაქვეითება) და თანმხლები გვერდითი მოვლენების (წონის მომატება, წყლულოვანი პათოლოგიის გამწვავება და სხვა) გამო ჰორმონოთერაპია მკურნალობის რაციონალური მეთოდი არ არის.

რა ჩივილები აქვთ პაციენტებს პოლიპების გამო:

  • ცხვირით სუნთქვის დარღვევა, მუდმივად „გაჭედილობის“ შეგრძნება (პოლიპის ზომისა და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, ღრუშია, წიაღშია თუ ხახაშია დაკიდებული);
  • ყნოსვის გრძნობის დაქვეითება ან სრულად გაქრობა;
  • ქავილი, წვისა და უცხო სხეულის შეგრძნება, სხვა სახის დისკომფორტი;
  • თავის ტკივილი, დაქაჩულობა.

პოლიპოზისაგან (მრავლობითი პოლიპი) განსხვავებით, ერთეულოვან პოლიპებს ქირურგიული მეთოდით მკურნალობენ.

აღსანიშნავია შემდეგი გარემოება – პოლიპის ქირურგიული მეთოდით მოცილების (მოკვეთის) შემთხვევაში ხშირია მისი რეციდივი – განმეორებით განვითარება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ოპერაციული ჩარევის შემდეგ ლორწოვანი გარსი იმავე პათოლოგიური სახით (ანუ არასრულფასოვანი ცილოვანი შენაერთებისაგან შედგენილი სახით) განიცდის აღდგენას და დარღვეული სტრუქტურის გამო კვლავ აძლევს დასაბამს პოლიპების განვითარებას.