სუნი და ჩვენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სუნი და ჩვენ

თანამედროვეობის სუნებს ყველა, ასე თუ ისე, ეგუება და ისინიც საზოგადოების კულტურული წყობის ნაწილი ხდებიან. სუნი ქვეყნის, ეთნიკური წარმომავლობის ერთგვარი ფონია. ყოველ ქვეყანას მისთვის დამახასიათებელი სუნების ნაკრები აქვს, რომელიც კულინარიული  და გეოგრაფიული თავისებურებებით აიხსნება, ანუ სუნი კულტურული იდენტიფიკაციის განუყოფელი ნაწილია. მეცნიერული თვალსაზრისით სუნი (Oდორ) - ამა თუ იმ ქიმიური ნივთიერების თვისებაა, გამოიწვიოს გარკვეული სპეციფიკური შეგრძნება ყნოსვის ანალიზატორზე ზემოქმედებისას.

 

სუნის ფუნქციები

სუნებისადმი მარად ცვლადი დამოკიდებულებისგან განსხვავებით, თითქმის შეუცვლელია მათი ფუნქციები:

  • სუნის მეშვეობით დგინდება საკვების ხარისხიანობა;
  • მათ ერთგვარი დაცვითი როლი აკისრიათ, დიდ მანძილზეც კი კვამლის სუნი მოსალოდნელი ხანძრის საშიშროებაზე და შესაბამისი ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე მიგვანიშნებს;
  • მომწამლავ აირთა მოქმედებისგან, უპირველეს ყოვლისა, ყნოსვის ანალიზატორის მიერ მათი სუნის აღქმა გვიცავს;
  • ჩვენი წინაპრები სუნით ხვდებოდნენ გარეული ცხოველების მოახლოებას და მათ გაურბოდნენ;
  • სრულფასოვანი კვება წარმოუდგენელია საკვების ჯანსაღი სუნის აღქმის გარეშე;
  • სხეულის ჯანსაღი სურნელის აღქმაც დიდ როლს თამაშობს ადამიანური, ინტიმური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

ყნოსვის მიდამო

ცხვირის ღრუს გასავლები და წიაღები ამოფენილია ლორწოვანი გარსით, რომლის ზედა ნაწილიც, ცხვირის ღრუს ზედა გასავლის ლორწოვანი, უფრო ზუსტად კი ცხავის ძვლის მფარავი ეპითელი დაფარულია ყნოსვის ძაფებით - ყნოსვის ანალიზატორის ნერვული დაბოლოებებით, რის გამოც ამ უბანს ყნოსვის მიდამო ეწოდება. ყნოსვის მიდამო უამრავი საყნოსავი უჯრედის ანუ ყნოსვის რეცეპტორისგან შედგება. ყნოსვის რეცეპტორი თავის მხრივ 5 ინსტანციისგან შედგება, ესენია:

  1. ლორწოვანი გარსი;
  2. წამწამოვანი წანაზარდი;
  3. საყრდენი უჯრედი;
  4. რეცეპტორული უჯრედი;
  5. ყნოსვის ნერვის ბოჭკოები.

ადამიანის ყნოსვის ზონის საერთო ფართობი 5 სმ2-ს შეადგენს.

 

ყნოსვის ნერვი

ყნოსვის ნერვი - თავის ქალადან, კერძოდ კი ტვინის ღეროდან გამომავალი ნერვია, იგი ცხვირის ლორწოვან გარსში იწყება და იმპულსები ყნოსვის რეცეპტორებიდან თავის ტვინამდე მიაქვს.

 

რეცეპტორული უჯრედი

რეცეპტორული უჯრედი - წარმოადგენს 5-10 მკმ დიამეტრის ბიპოლარულ ნერვულ უჯრედს - ნეირონს. მას ხშირად ქიმიურ უჯრედსაც უწოდებენ, რადგან სწორედ სუნის მქონე ქიმიური ნაერთების მეშვეობით ღიზიანდება. ადამიანს 60 მილიონამდე ასეთი უჯრედი აქვს, ძაღლს კი 125 მილიონი. თითოეულ უჯრედს გარს აკრავს ურიცხვი წამწამოვანი წანაზარდი, რაც საგრძნობლად ზრდის სუნის მქონე ნაერთის რეცეპტორულ უჯრედთან შეხების ზედაპირს. საერთოდ ყნოსვის უჯრედებამდე აღწევს ცხვირის ღრუში გამავალ ჰაერში მყოფი სუნიანი ნივთიერების მხოლოდ 2%, ამასთან სუნის შესაგრძნობად საჭიროა გაღიზიანდეს 40 რეცეპტორული უჯრედი მაინც. ადამიანის ცხვირის ღრუში ათასობით ყნოსვის რეცეპტორია, რომელთა მუშაობასაც შესაბამისი გენები აკონტროლებენ. ყნოსვაზე პასუხისმგებელი გენები მთელი გენომის 3%-ს შეადგენენ. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 1000-ია. ყნოსვის ყველა რეცეპტორი ნებისმიერ სუნს ერთნაირად როდი აღიქვამს. ამის მიხედვით ისინი სხვადასხვა ტიპად იყოფა. ერთი ტიპის უჯრედები ერთი რომელიმე ჯგუფის არომატთა აღქმაზე მუშაობენ, მეორე ტიპისანი - მეორე სახისაზე და ასე შემდეგ. ყოველ 40 დღეში ერთხელ ყნოსვის განმკარგველი რეცეპტორული უჯრედების ნაწილი იღუპება და მათ ადგილს ახალი უჯრედები იკავებს, რომელთა ჩვეულ რეჟიმზე აწყობა გაცილებით ადვილია. მაგალითად, თუ რომელიმე სუნს ცუდად შეიგრძნობ, მაგრამ მიზეზთა გამო მასთან ხშირად გაქვს კონტაქტი, ცხვირი მას დროთა განმავლობაში უკეთ სწავლობს და კონტაქტისას ადვილად გამოიცნობს.

 

ყნოსვითი შეგრძნება

ყნოსვითი შეგრძნების ინტენსივობა დამოკიდებულია:

  • ჰაერში სურნელოვანი ნივთიერების კონცენტრაციაზე;
  • ცხვირში შესული ჰაერის ნაკადის სიჩქარეზე;
  • საკუთრივ ყნისვის რეცეპტორის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე.

რაც უფრი მეტია ცხვირში სუნის მქონე ნივთიერების გავლის სიჩქარე, მით უფრო ძლიერია ყნოსვის შეგრძნება. იგი მაქსიმალურია საყნოსავ უჯრედებზე ზემოქმედების პირველ მომენტში, შემდეგ კი სუსტდება, რაც რეცეპტორების სუნისადმი მიჩვევის, ადაპტაციის შედეგია. სწორედ ამით აიხსნება, რომ შენობაში მყოფი ადამიანი რამდენიმე ხნის შემდეგ უკვე ვეღარ გრძნობს სუნს, თუნდაც მისი კონცენტრაცია ჰაერში საკმაოდ მაღალი იყოს. ასაკთან ერთად რეცეპტორულ უჯრედთა დაბერებისა და კვდომის გამო ყნოსვა უარესდება, მაგრამ ხანში შესულები რომელიმე სუნს კიდევ უფრო უკეთ აღიქვამენ, ვიდრე ახალგაზრდები. ეს იმის შედეგია, რომ ახალგაზრდა ტვინს, გამოუცდელობის გამო, ჯერ კიდევ არ შეუძლია სუნთა მრავალრიცხოვან გალერეაში სწორი და სწრაფი ორიენტირება.


 

სუნის აღქმა

სუნი ჰაერში შეტივტივებული მოლეკულებია, მფრინავი ქიმიური ნივთიერებები - ოდორანტები, რომელთაც საკმაოდ მცირე ზომა და წონა აქვთ. ეს მოლეკულები თავისთავად, ყნოსვის რეცეპტორთან ურთიერთქმედების გარეშე, არავითარი ინფორმაციის მატარებლები არ არიან, ადვილად ორთქლდებიან და ჩასუნთქვისას ჰაერთან ერთად ხვდებიან სასუნთქ სისტემაში. ჰაერიდან მათ ყნოსვის რეცეპტორი მიიტაცებს და ქიმიურ სიგნალს გარდაქმნის ელექტრულ იმპულსად, რომელიც ყნოსვის ნერვთა დაბოლოებებს ტვინის შესაბამის სტრუქტურებში გადააქვთ. ამის შემდეგ აქტიურდებიან ყნოსვის რეცეპტორები და ელექტრულ იმპულსებს აგზავნიან გლომერულაში. ეს თავის ტვინის ყველაზე წინა ნაწილზე მდებარე ყნოსვის ბოლქვის ერთ-ერთი სტრუქტურაა. სწორედ ბოლქვი წარმოადგენს სუნთაAშესახებ ინფორმაციის გაცვლის ადგილს. აქედან სიგნალები თავის ტვინის უმაღლეს ქერქქვეშა უბანს გადაეცემა, სადაც გამოიცნობა სუნი, რის შემდეგაც ლიმბური სისტემა გასცემს შესაბამისად მოქმედების ბრძანებას. ერთ გლომერულაში თავს იყრის მხოლოდ ერთი ტიპის რეცეპტორებიდან მიღებული იმპულსები, შესაბამისად ადამიანს იმდენივე გლომერულა აქვს, რამდენი ტიპის რეცეპტორიც გააჩნია. სუნის აღქმა და მისი დამუშავება ტვინში საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. დაახლოებით ნახევარ წამში ტვინის იმ ნაწილმა, რომელიც ემოციურ რეაქციებზეა პასუხისმგებელი, უკვე იცის, რომელი სუნია სასიამოვნო და რომელი - უსიამოვნო. ეს ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებლად ხორციელდება მანამ, ვიდრე სუნს თავად გამოვიცნობთ ან მის ავკარგიანობას შევიგრძნობთ. ასე რომ, სუნებს ჯერ ყნოსვის ანალიზატორი შეიცნობს, შემდეგ კი ჩვენ ვაცნობიერებთ.

 

როგორ გამოიცნობა სუნი

სუნის გამოცნობის მექანიზმი მეტად საინტერესოა. ადამიანის თავის ტვინი საიმედოდ ინახავს ყნოსვის ორგანოს მიერ კაცობრიობის არსებობის მანძილზე აღქმულ სუნებს, რომლებიც დაშიფრულია და კოდების სახით ქმნის სუნთა ეტალონს. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის რეცეპტორები შეგრძნობილ, უკვე ნაცნობი შიფრისა და კოდების ენაზე ჩაწერილ სუნს ნერვული იმპულსის მეშვეობით აწვდის თავის ტვინს, მას კი სხვა აღარა დარჩენია რა, გარდა იმისა, რომ შეადაროს იგი ეტალონს, გამოიცნოს და შესაბამისად რეაგირების ბრძანება გასცეს. რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ქალებს მამაკაცებზე უკეთესი ყნოსვა აქვთ, ეს სულ ახლახან ექსპერიმენტულადაც დადასტურდა. ფილადელფიის მონელის ფიზიოლოგიის ცენტრის თანამშრომელმა დაამტკიცა, რომ ქალები სუნებს მამაკაცებზე უკეთ არჩევენ. ყოველივეს ევოლუციური ფესვები აქვს, რადგან ქალები უხსოვარი დროიდან დღემდე პარტნიორებს სწორედ სუნის მიხედვით არჩევენ, ისე, რომ ამას ხშირად თავადაც ვერ აცნობიერებენ.

 

სუნების კლასიფიკაცია

მეცნიერთათვის ცნობილია სუნების ერთიანი კლასიფიკაციის შექმნის უამრავი მცდელობა. ერთ-ერთი ასეთი სისტემა პირველად მე-18 საუკუნეში შვედმა ბოტანიკოსმა კარლ ლინემ დაამუშავა. მის სისტემაში სუნთა მთელი სპექტრი 7 კატეგორიად იყო წარმოდგენილი:

  • არომატული (წითელი მიხაკი);
  • ბალზამური (შროშანი);
  • ამბროზიული (ჯაოზი, მუსკუსი);
  • ხახვის;
  • კატაბალახას ნაერთები;
  • უსიამოვნო ნაერთები (ზოგიერთი მწერი, ლენცოფა, ბელადონა" target="_blank" href="/index.php?option=com_encyclopedia&task=search&term=ბელადონა&Itemid=351" >ბელადონა);
  • გულისრევის გამომწვევი (ფეკალიები, გვამის სუნი).

ყველაზე ცნობილი სისტემა კი ჰოლანდიელმა ოტოლარინოლოგმა ჰენდრიკ ცვაარდემაკერმა ჩამოაყალიბა. იგი 9 კლასისგან შედგებოდა:

  • ეთერული ნაერთები (ხილისა და ღვინოების სუნები, აცეტონი);
  • არომატული ნაერთები (სანელებლები, მიხაკი);
  • ბალზამები (ყვავილების სუნები, ვანილინი);
  • ამბროჯაოზები (ჯაოზი);
  • ნივრის ნაერთები (ნიორი, ქლორი, გოგირდწყალბადი);
  • დამწვარი ნაერთები (მოხალული ყავა, კრეოზიტი);
  • კაპრილისმაგვარი ნაერთები (ყველი, დამდნარი ცხიმი);
  • უსიამოვნო ნაერთები (მწერები, ლენცოფა, ბელადონა" target="_blank" href="/index.php?option=com_encyclopedia&task=search&term=ბელადონა&Itemid=351" >ბელადონა);
  • გულისრევის გამომწვევი (ფეკალიები, გვამის სუნი).

მოგვიანებით შეიქმნა ჰენინგის (6 ძირითად: არომატულ, ეთერულ, სანელებლების, წიწვოვნების ზეთის, წვისა და ლპობის სუნზე), კროკერ - ჰენდერსონის (4 ძირითად: არომატულ, მჟავე, დამწვრის, თხის ან კაპრილის სუნზე) და ეიმურის (7 ძირითად: მიხაკის, ეთერულ, ყვავილების, ჯაოზის, პიტნის, ლპობის სუნზე ორიენტირებული) სისტემები. უნდა აღინიშნოს, რომ საყოველთაო აღიარება არც ერთ მათგანს არ მოუპოვებია, რადგან არც ერთი არ ითვალისწინებდა სუნის აღქმის თანმხლებ სუბიექტურ და ასოციაციურ ელემენტებს.