ცხვირ-ხახის დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხვირ-ხახის დაავადებები

ფიქრობენ, რომ მთავარი ფაქტორი გაუარესებული ეკოლოგიური გარემო და უკონტროლო თვითმკურნალობაა. არსებობს სეზონურ ცვლილებათა მიზეზიც – შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იზრდება რესპირატორული დაავადებების რიცხვი. ასეთივე პიკი შეიმჩნევა ზაფხულში – ბანაობის სეზონზე, როდესაც ცურვისას ცხვირში მოხვედრილი წყალი იწვევს ანთებით პროცესებს.

ზაფხულში კონდიციონერიდან წამოსულმა ჰაერის ცივმა ნაკადმა ასევე შეიძლება ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპება გამოიწვიოს, გაცილებით სერიოზულადაა საქმე, როდესაც ანთება ვირუსული ან სოკოვანი ინფექციითაა პროვოცირებული.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სურდო მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და სტატისტიკით, მოსახლეობის 90%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვედრია.

დაავადებათა გალერეა

ცხვირ-ხახის დაავადებებს მრავლობითი გამომწვევი მიზეზი გააჩნია, გასათვალისწინებელია ორგანოს ინდივიდუალური აგებულება, ტრავმები, ფუნქციური მოშლილობანი, ინფექციური დაავადებები, ახალწარმონაქმნები, თანდაყოლილი პათოლოგიები.

ცხვირის ძგიდის გამრუდება

ადამიანთა ერთ ნაწილს აღენიშნება ცხვირის ძგიდის გამრუდება, რომელიც ხშირად ნორმის ერთგვარი ვარიანტია, ზოგ შემთხვევაში კი - სერიოზული დეფორმაცია, რომელიც ხელს უშლის ნორმალურ სუნთქვას ცხვირით, ავიწროებს ცხვირიდან სინუსებში გასავლებს და იწვევს ქრონიკულ დაავადებებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.

ცხვირის ტრავმები

ტრავმული ხასიათის დაავადებებიც არცთუ იშვიათია, ისინი შესაძლოა იყოს ღია, დახურული და კომბინირებული, შერეული ძვლის ნაწილებთან ან მათ გარეშე, ცხვირის გარეთა ნაწილების დეფორმაციით ან მათ გარეშე. მაშინაც კი, თუ ძვლები დაზიანებული არ არის, ცხვირის ტრავმა ყოველთვის იწვევს შეშუპებას, რაც ზოგჯერ ცხვირის ძგიდის ჰემატომით - სისხლჩაქცევით სრულდება.

ვირუსულ-ინფექციური დაავადებები

ცხვირ-ხახაში შესაძლოა განვითარდეს ინფექციური დაავადებები, როგორც ვირუსული, ბაქტერიული, ისე სოკოვანი. დაავადებების ეს ჯგუფი ყველაზე გავრცელებულია. მათ შორისაა რინიტები, სინუსიტები (ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ეთმოიდიტი, სფენოიდიტი, პოლიპოზი და სხვა).

რინიტი

რინიტს ხალხში სურდოს უწოდებენ, ეს მდგომარეობაა, რომლის დროსაც ცხვირის ღრუში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, რაც იწვევს ლორწოვანი გარსის შეშუპებას. მისი თანმდევი მოვლენებია ცხვირის ღრუს სისხლძარღვთა ტონუსის ცვლილება და ცხვირით ნორმალური სუნთქვის გაძნელება. მკურნალობის გარეშე დარჩენილი რინიტი გადადის ქრონიკულ ფორმაში და მისგან თავის დახსნა მეტად რთულია.

რინიტის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნებია: ცემინება, ცრემლდენა, ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი.

ქრონიკულ ფორმაში გადასულ რინიტს ახასიათებს ყნოსვის დაქვეითება და ცხვირის ლორწოვანი გარსის ძლიერი შეშუპება. პროფილაქტიკური ღონისძიებაა სხვადასხვა ტიპის მარილხსნარებით ცხვირის ღრუს გამორეცხვა, რომელიც ხელს უწყობს ლორწოს გადინებას და ცხვირის წვეთებით სიმპტომური მკურნალობა.

სინუსიტები

სინუსიტები ცხვირის დანამატი ღრუების ანთებაა, გამოწვეული ინფექციით ან ალერგიური რეაქციით. ამ მდგომარეობას ახასიათებს ცხვირის გაჭედვა, თავის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მატება, თვალზე სიმძიმე, ყნოსვის გაკარგვა.

ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ეთმოიდიტი და სფენოიდიტი - ეს სინუსიტების ფორმებია.

ჰაიმორიტი ჰაიმორის, ღრუს ლორწოვანი გარსის და ძვლების კედლის ანთებაა, ფრონტიტისას ანთება ლოკალიზდება შუბლის წილში, ორივეს ახასიათებს ცხვრის გაჭედვის გარდა თავის ტკივილი, სისუსტე და ციება. ეთმოიდიტისას პათოლოგიური პროცესი ლოკალიზებულია ცხავის ძვლის ლაბირინთში, სფენოიდიტისას კი სოლისებრ ძვლის წიაღში, მოიცავს ლაბირინთის უკანა კედელს.

ზოგჯერ პაციენტები აღნიშნავენ კბილის ტკივილს დაზიანებულ მხარეს და იმავე მხარეს სახის შეშუპებას. სინუსიტი შეიძლება გამოიწვიოს როგორც ინფექციურმა პროცესმა, ისე დაავადებამ და ტრავმამ, ჭუჭყიან წყალში ბანაობამ, კბილთან დაკავშირებულმა პროცესმა, ადენოიდებმა. სინუსიტებს ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია, აუცილებელია მათი დაუყოვნებელი მკუნალობა - რომ ანთების შედეგად წიაღებში დაგროვილი ჩირქი არ გავრცელდეს ახლომდებარე ქსოვილებზე, მათ შორის, ტვინზეც, რაც საკმაოდ სერიოზული შედეგით სრულდება.

სინუსიტების მკურნალობა ითვალისწინებს ცხვირის დანამატი ღრუების დრენირებას, სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთების გამოყენებას, იმუნიტეტის გამაძლიერებლებს და ანტიბიოტიკოთერაპიას.

ადენოიდები

მოსახლეობა მათ პოლიპებს უწოდებს, ისინი იზრდება ცხვირის ღრუს ლორწოვანში. მიზეზები სხვადასხვაა, თუმცა ყველაზე ხშირად ეს ქრონიკული ანთებაა. საინტერესოა, მამაკაცებს პოლიპოზი 4-ჯერ უფრო მეტად აღენიშნებათ, ვიდრე ქალბატონებს.

გადიდებული ადენოიდები ცხვირის გასავალ არხებს და წიაღების შესასვლელებს ბლოკავენ, რის გამოც რთულდება სუნთქვა და ვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: ცხვირის გაჭედვა, ცხვირ-ხახის ხშირი ანთება, ისინი ავიწროებენ ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს და გარსიც, მოკლებული კვებას, კარგავს მასზე დაკისრებული ბარიერული ფუნქციის შესრულების უნარს. ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია დუდუნა მეტყველება, ყნოსვისა და სმენის დაქვეითება.

პოლიპოზის მკურნალობა ოპერატიულია, თუმცა ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია ანთების საწინააღმდეგო და ანტიჰისტამინური პრეპარატებით, იმუნიტეტის გამაგრებით, სპეციფიკური იმუნოთერაპიით კონსერვატიული მკურნალობაც შედეგიანი აღმოჩნდეს.

სკლერომა

სკლერომა ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელიც აზიანებს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს. იგი ვითარდება ნელ-ნელა, რამდენიმე წლის განმავლობაში, ყველაფერი იწყება იმით, რომ სასუნთქი გზების ლორწოვანზე ჩნდება ერთგვარი კვანძები, რომლებიც დროთა განმავლობაში ნაწიბუროვან ქსოვილად ყალიბდებიან და იწვევენ ლორწოვანის დაზიანებას, ცხვირით სუნთქვის გაძნელებას. ჩნდება მუდმივი ძილიანობის შეგრძნება, სისუსტე, თავის ტკივილი.

სკლერომის მკურნალობა მედიკამენტურია, ქირურგიული ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გართულებულ და მძიმე შემთხვევებში. ქალების სკლერომა გაცილებით იშვიათია, ვიდრე მამაკაცების, ხდება ისეც, რომ ზოგჯერ დაავადება ოჯახის რამდენიმე წევრს ერთდროულად ემართება, ყველაზე ხშირად ეს 15-20 წლის ასაკს ემთხვევა.

ცხვირ-ხახის დაავადებათა პროფილაქტიკა

ცხვირ-ხახის დაავადებათა რისკის შესამცირებლად გირჩევთ გაითვალისწინოთ საიმედო პროფილაქტიკის ეს წესები:

  • თავი არიდეთ გაციებას, მართალია თავად სიცივე არ იწვევს სურდოს, მაგრამ დაბალი ტემპერატურა იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას და ლორწოვან გარსს დაავადების გამომწვევებისადმი მეტად მიმღებელს ხდის;
  • ლორწოვანი გარსის შეშუპებისა და გამონადენის გაჩენისას ხშირად გამოირეცხეთ ცხვირი, განსაკუთრებით ეს საჭირო და აქტუალურია ზამთარსა და შემოდგომაზე, გრიპის ეპიდემიის პერიოდში, აგრეთვე გაზაფხულზე მცენარეთა ყვავილობის დაწყებისას;
  • გამოსარეცხად გამოგადგებათ ჩვეულებრივი მარილწყალი, რომელიც აქტიურად გამორეცხავს ბაქტერიებსა და ალერგენებს;
  • რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი, მასში უნდა ჭარბობდეს ნატურალური პროდუქტები – ხილი და ბოსტნეული, ახალი ხორცი და თევზი, მარცვლოვნები;
  • მაქსიმალურად შეამცირეთ ფასტფუდი და ნახევარფაბრიკატების გამოყენება;
  • ზამთრისპირს მიიღეთ იმუნიტეტის გამაძლიერებლი პრეპარატები: ჩ ვიტამინი, რომელსაც დიდი ოდენობით შეიცავს ციტრუსები, კომბოსტო, ასკილი, A ვიტამინით მდიდარი სტაფილო, ტკბილი წიწაკა, ფოთლოვანი ბოსტნეული, თუთიის შემცველი ნებისმიერი მწვანე ბოსტნეული, კვერცხი, მაგნიუმი და სელენის შემცველი წიწიბურა, შვრია, მუქი ბრინჯი.
  • გაიძლიერეთ ამტანობა ადაპტოგენებით - ჟენშენი, ელეუტეროკოკი, ჩინური ლიმონურა;
  • რადგან ცხვირ-ხახის სხვადასხვა დაავადების კლინიკური ნიშნები ერთმანეთის მსგავსია, დაავადების დამოუკიდებლად განსაზღვრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია;
  • გახსოვდეთ: ეფექტიანი საშუალებანი შესაძლოა სხვა შემთხვევაში არ გამოგადგეთ, ამიტომ გაცილებით გამართლებულია, არ დახარჯოთ თანხა უშედეგო თვითმკურნალობაზე და პირველივე უსიამოვნო სიმპტომების გაჩენისას მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტს.