როგორ ვებრძოლოთ ერთ-ერთ ყველაზე შემაწუხებელ დაავადებას - ხველას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვებრძოლოთ ერთ-ერთ ყველაზე შემაწუხებელ დაავადებას - ხველას

ის სასუნთქი გზებიდან გამომწვევის მოცილების დამცავი მექანიზმია.

ხველის მიზეზი ხშირად მწვავე ბრონქიტია. მწვავე ბრონქიტი ბრონქული ხის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებაა. ის გრძელდება 2-3 კვირამდე და მის აუცილებელ სიმპტომს წარმოადგენს ხველა ნახველის გამოყოფით ან მის გარეშე.

მწვავე ბრონქიტი ხშირია ზამთრის პერიოდში, როდესაც რესპირაციული ვირუსული ინფექციები მომრავლებულია. ბრონქიტი შედის ექიმთან ვიზიტის ყველაზე ხშირ მიზეზთა ხუთეულში. ის თანაბრად გვხვდება ორივე სქესის პაციენტებში. თუმცა, ყველაზე ხშირად ავადდებიან 5 წლამდე ასაკის ბავშვები.

ბრონქიტის განვითარების რისკ-ფაქტორებია: გაციება, ცხვირ-ხახის ქრონიკული ინფექციები, ბავშვთა და ხანდაზმული ასაკი, იმუნოდეფიციტი, თამბაქოს მოწევა (მათ შორის, პასიურიც),  გარემოს დაბინძურება.

მწვავე ბრონქიტი დაკავშირებულია სხვადასხვა რესპირაციულ ვირუსთან, მათ შორის, რინოვირუსთან, კორონავირუსთან, გრიპის ვირუსთან, ადენოვირუსთან. რადგან მწვავე ბრონქიტი ხშირად გამოწვეულია რესპირაციული ვირუსებით, შესაბამისად, იგი იწყება რესპირაციული ინფექციის ნიშნებით, როგორიცაა შემცივნება, საერთო სისუსტე, მსუბუქი ცხელება (არაუმეტეს 3 დღე), ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ხმის ჩახლეჩა.

"რადგან მწვავე ბრონქიტის ძირითადი გამომწვევი ვირუსია, ამიტომ ამ დროს ანტიბიოტიკოთერაპია ნაჩვენები არ არის. საქართველოში არც თუ ისე დიდი ხანია აფთიაქებში გამოჩნდა გერმანული ბუნებრივი საშუალება "უმკალორი". ეს ანტივირუსული ფიტოპრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ხველის დაწყებისთანავე, რადგან ის მოქმედებს ხველის გამომწვევ მიზეზზე, კერძოდ, ხელს უშლის ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას და აგრეთვე თავიდან აგვაცილებს შემდგომ ბაქტერიულ გართულებასაც," - განმარტავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

mkurnali.ge

მწვავე ბრონქიტის დროს ვითარდება ბრონქის ლორწოვანის შეშუპება და ლორწოს ჰიპერსეკრეცია. ხველა ერთი მხრივ, შეიძლება გამოწვეული იყოს სასუნთქი გზების ეპითელიუმის დესტრუქციით, მეორე მხრივ კი ანთების მედიატორების გამომუშავებითა და მუკოცილიური აპარატის დაზიანებით.

"ბრონქიტის ძირითადი კლინიკური ნიშანი ხველაა, რომელიც დაავადების დაწყებიდან 2-4 დღის შემდეგ იჩენს თავს. თავიდან ის მშრალი, შემაწუხებელი ხასიათისაა, შემდეგ პროდუქტიული ხდება. ნახველი თავიდან ლორწოვანია, მოგვიანებით ჩირქოვანი შეიძლება გახდეს. თუმცა ჩირქოვანი ნახველი გამოწვეულია ლეიკოციტების მიგრაციით და ყოველთვის არ მიუთითებს ბაქტერიული ინფექციის არსებობაზე. ადრეული ასაკის ბავშვები ნახველს ყლაპავენ, რასაც შეიძლება მოჰყვეს ღებინება. სასუნთქი გზების ნახველისაგან გათავისუფლებას ახორცილებს გერმანული ბუნებრივი პრეპარატი პროსპანი. ის შეიცავს მშრალი სუროს ექსტრატს, რომელიც ბუნებრივად შლის არა მარტო ლორწოს, არამედ, ხსნის სასუნთქ გზებში არსებულ სპაზმს, აღადგენს მუკოცილიარული აპარატის ფუნქციონირებას, გააჩნია ანტიანთებითი მოქმედება და ხელს უწყობს ამოხველებას," - განმარტავს კულუმბეგოვი.

mkurnali.ge

"პროსპანი" ეფექტური, უსაფრთხო, გვერდითი მოვლენებისაგან თავისუფალი მედიკამენტია. აქვს გამოშვების 2 ფორმა: გემრიელი სიროფის სახით, რეკომენდებულია 0 - ასაკიდან და არის პროსპანის წვეთი. ის გამოიყენება დასალევად და საინჰალაციო თერაპიაში, რეკომენდებულია 1 წლიდან.

პროგნოზი მწვავე ბრონქიტის დროს პაციენტთა უმრავლესობაში კეთილსაიმედოა. თუმცა, თუ ხველა გახანგრძლივდა საჭიროა მეტი ყურადღება, ექიმთან ვიზიტი და დამატებითი გამოკვლევების ჩატრება.