რატომ არ უნდა დავლიოთ ცხელი ჩაი ყელის ტკივილის დროს - ექიმის რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არ უნდა დავლიოთ ცხელი ჩაი ყელის ტკივილის დროს - ექიმის რჩევები

ერთი შეხედვით მარტივი პრობლემა, რომელსაც ბევრი უბრალო დისკომფორტად მიიჩნევს, რეალურად შეიძლება საკმაოდ სერიოზულ დაავადებად იქცეს და სერიოზული ჩარევაც დასჭირდეს. ამიტომ უმჯობესია თუ ყელს მოიფრთხილდებით და პრობლემის აღმოჩენის საწყის ეტაპზევე იზრუნებთ მის მოგვარებაზე.

რა იწვევს ყელის ტკივილს და როგორ უნდა მოვერიოთ მას - ამ და სხვა აქტუალური კითხვებით ოტო-რინო-ლარინგოლოგ მაია მაისაშვილს მივმართეთ.

"ყელის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს როგორც ვირუსულმა დაავადებამ, ისე ბაქტერიულმა. არსებობს სხვადასხვა სახის რესპირატორული ვირუსები, მაგალითად, რინოვირუსი, ადენოვირუსი. ბაქტერიებიც სხვადასხვა სახისაა. ყველაზე ხშირად გვხვდება სტრეპტოკოკი და სტაფილოკოკი. ეს ყველაფერი იწვევს ყელის სხვადასხვა დაავადებას, მაშ შორის, ფარინგიტს, ტონზილიტს, ლარინგიტს, ხორხსარქველის ანთებას," - განმარტავს მაია მაისაშვილი.

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილმა, თუ პრობლემას საწყის ეტაპზევე არ მივხედეთ?

ჩირქოვანი ანგინების დროს შეიძლება ჩამოყალიბდეს პარატონზილარული აბსცესი. ეს არის ჩიროქვანი ანთება, რომელიც ტონზილიდან შეიძლება გადავიდეს მიდებარე ქსოვილებზე და ჩამოყალიბდეს ჩირქგროვა. აღნიშნული ჩირქგროვა შეიძლება თავისით არ გაიხსნას და ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. კიდევ ერთი სერიოზული გართულება, რომელიც ყელიდ ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს, არის ხორხის ლორწოვანის შეშუპება, რასაც სუნთქვის გაძნელება მოსდევს.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ყელის ტკივილი საწყის ეტაპზევე დავამარცხოთ?

ყელის ტკვილის გამოვლენისთანავე აუცილებელია, რომ მისი მოვლა დავიწყოთ. ტკივილის დამარცხებაში დაგეხმარებათ სავლებები. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, უპირატესობას ვანიჭებ "ტრახისანს". ეს არის უნივერსალური გამოსავლები სითხე, რომელსაც გვერდითი მოვლენები არ აქვს. მას გააჩნია ანტიბაქტერიული აქტივობის ფართო სპექტრი და სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. მას ხშირად ვიყენებ როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვები.

თუ ამან არ გიშველათ, აუცილებელია სპეციალისტს მიმართოთ და მკურნალობაში ჩართოთ ანტიბიოტიკები და ანტივირუსული პრეპარატები. თავად პაციენტს ძალიან უჭირს იმის გარჩევა, ბაქტერიულია თუ ვირუსული მისი დაავადება, რადგან სიმპტომურად ისინი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ბაქტერიულისგან განსხვავებით, ვირუსული ყელის ტკივილი ხშირად იწყება მაღალი ტემპერატურით და შემცივნებით.

ყელის ტკივილის დროს თბილი სითხეების მიღებაა რეკომედირებული. თუმცა არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ ამ დროს ნაყინიც ეფექტურია. რამდენად გამართლებულია ეს?

ნაყინი და ცივების მიღება ტონზილექტომიის შემდეგ არის სასურველი. ისე კი ყელის გადაცივება რეკომენდებული არ არის. ისევე, როგორც ძალიან ცხელი სასმელის მიღება. ანთების დროს სასურველია მიირთვათ არა ცხელი, არამედ ოთახის ტემპერატურის სითხე. ფარინგიტს ხშირად ახლავს ხველაც. ამ დროს არც ძალიან ტკბილი სითხეების მიღებაა გამართლებული, რადგან ტკბილი აძლიერებს ხველას.

ზოგადად, როგორ უნდა დავიცვათ ყელი ზამთრის სიცივეში?

mkurnali.ge

რეკომენდირებულია გრიპის ვაქცინაცია, რომელიც სხვა რაღაცებთან ერთად ყელის დაცვასაც უზრუნველყოფს. სასურველია იმუნიტეტის გამაძლიერებელი მცენარეული და უვნებელი პრეპარატების მიღებაც, მაგალითად, როგორიცაა "ინფლუციდი". სიცივეში ყოფნის შემდეგ შეიძლება დაღეჭოთ "ტრახისანის" აბები. პრეპარატების შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ იმუნომოდულატორებს სჯობს, მცენარეული პრეპარატები მიიღოთ.