რატომ იცვლება ხმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ იცვლება ხმა

ხმის დაკარგვა. ხმის დაკარგვის მიზეზი ყველაზე ხშირად მწვავე ლარინგიტი - გაციების, დიდი ოდენობით ცხელი ან ცივი საკვების, წყლის, აირთა ზემოქმედების, კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე მინარევების ჩასუნთქვის შედეგად განვითარებული ხორხის ანთებაა. დროული მკურნალობის შემთხვევაში ხმა რამდენიმე დღეში იბრუნებს ჩვეულებრივ ხმიანობას, ნებაზე მიშვებული მწვავე ლარინგიტი კი ქრონიკულ ფორმაში გადადის. ხანგრძლივად მიმდინარე სახმო იოგების ანთება და ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება სახმო აპარატის კეთილთვისებიანი სიმსივნეების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ფიბრომები,  პოლიპები,  კისტები, კვანძოვანი წარმონაქმნები სახმო იოგების ერთმანეთთან მიახლოებას ართულებს და ხმა იკარგება.

ხმის შეცვლის მიზეზად შეიძლება იქცეს ზოგიერთი სხვა დაავადებაც, მათ შორის - ქრონიკული სურდო, ადენოიდები, ცხვირის პოლიპები, ცხვირის დანამატ წიაღთა დაავადებანი, ტრაქეაში, ბრონქებსა და ფილტვებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, რომლებიც ასევე მოქმედებს ხმის წარმომქმნელ აპარატზე.

ხმის დაკარგვას არცთუ იშვიათად ნევროზიც იწვევს. ლაბილური ნერვული სისტემის პატრონებისთვის საკმარისია ძლიერი შიში ან სხვა სახის მოულოდნელი ნერვული ბიძგი, რომ მყისიერად დაკარგონ ხმა. ეს ის შემთხვევაა, როცა ნერვული სისტემის გადაძაბვის ფონზე ხმის დაკარგვისთვის ნიადაგი მზად არის და გამშვებ მექანიზმს ელის.

ხმის ცვლილებით მიმდინარეობს ორგანიზმის ზოგიერთი გარდამავალი ფიზიოლოგიური პერიოდიც - 11-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებს ხმა საბოლოო ჩამოყალიბებამდე ეხლიჩებათ ან ეცვლებათ.

ხმის ცვლილება თან სდევს მენოპაუზას.

ხმის ჩახლეჩა

ხმის ჩახლეჩის უამრავ მიზეზს შორის გამოყოფენ ოთხ ძირითადს:

  • ვირუსულ ინფექციებს;
  • თამბაქოსა და ალკოჰოლს.

ეს ხმის ჩახლეჩის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული ფაქტორებია. თამბაქოს წევისას ადამიანი საკმაოდ მაღალი ტემპერატურის კვამლს ჩაისუნთქავს, რომელიც წვავს ხორხისა და სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს, თამბაქოს კვამლში არსებული მავნე მინარევები იწვევს სისხლძარღვების შეშუპებას, აზიანებს საკუთრივ სისხლძარღვებსა და სახმო იოგებს, სათავეს უდებს მათზე სიმსივნურ წარმონაქმნთა განვითარებას, ხშირად ხახისა და ხორხის კიბოსაც კი.

  • ყვირილს. ყვირილის დროს სახმო იოგები ძლიერ იჭიმება და ერთმანეთს უახლოვდება, შეხებით აზიანებს ერთმანეთს.
  • სახმო აპარატის გადაძაბვას. ის მასწავლებლების, მსახიობების, მომღერლების, ორატორების, დიქტორების პროფესიული პათოლოგიაა.

გავუფრთხილდეთ ხმას

  • ისუნთქეთ ცხვირით და ეცადეთ, არ დაიავადოთ სასუნთქი გზები.
  • ყურადღება მიაქციეთ კვების ხასიათსა და რეჟიმს - საკვებით გადავსებული კუჭი აწვება დიაფრაგმას, რაც ჰაერის ნაკადს დაბრკოლებას უქმნის, ამიტომ საკვები სიტყვით გამოსვლამდე 2-3 საათით ადრე უნდა მიიღოთ. გარდა ამისა, ”ხმოვან” პროფესიათა წარმომადგენლები უნდა ერიდონ ცხარე სანელებლებს, ცივ და მეტისმეტად ცხელ საკვებს, ალკოჰოლს.
  • ხმისთვის საშიშია სიმღერა სიცივეში - ჰაერი გათბობას ვერ ასწრებს და სახმო აპარატს აზიანებს. ზედა სასუნთქი გზების ფუნქციებს ცხელი ჰაერიც აქვეითებს, რაც უარყოფითად აისახება ხმაზე.
  • ზამთარში თბილი შენობიდან გასვლისას ან მასში შესვლისას ხმას ადაპტირების საშუალება მიეცით - რამდენიმე წუთის განმავლობაში ერიდეთ ხმამაღალ ლაპარაკს, მით უფრო - ყვირილს.
  • ხმის დაკარგვის, ჩახლეჩისა თუ სხვა ცვლილებისას აუცილებლად უნდა დაადგინოთ მისი მიზეზი. თუ ეს სახმო აპარატის გადაძაბვაა, მას დასვენება სჭირდება. რამდენიმესაათიანი დატვირთვის შემდეგ აპარატი ყოველთვის დაასვენეთ. ასეთ დროს ტელეფონით საუბარიც კი არასასურველია.
  • თუ ხმა ხელმეორედ ჩაგეხლიჩათ, დაუყოვნებლივ მიმართეთEსპეციალისტს მიზეზის დასადგენად და ყველა მოსალოდნელი გართულების თავიდან ასაცილებლად. თავი არიდეთ ყოველგვარ თვითმკურნალობას: სავლები მხოლოდ ცხვირ-ხახას სწვდება, ხორხსა და სახმო იოგებს კი - ვერა, შინაური ინჰალაციებით გაციებას თუ დაამარცხებთ. ასე რომ, გვერწმუნეთ, ექიმის დაუხმარებლად ვერაფერს გააწყობთ, რადგან ამ მდგომარეობას კომპლექსურად სჭირდება მკურნალობა ფიზიოპროცედურებით, სპეციალური გამორეცხვებით, ინექციებითა და მკურნალობის სხვა მეთოდებით, რომელთა დანიშვნა და წარმართვაც სპეციალისტის კომპეტენციაა.