ყელი, ყური, ცხვირი

მოუსმინეთ და შეამოწმეთ, რამდენად კარგი სმენა გაქვთ

ზოგადად ადამიანს 20-დან 20 000 ჰერცამდე სიხშირის ბგერის აღქმა შეუძლია, თუმცა სმენის უნარი ასაკთან ერთად თანდათანობით ქვეითდება. 20 წლამდე ახალგაზრდების უმეტესობას მაქსიმუმ 19-20 ათას ჰერცამდე ბგერის აღქმა შეუძლია, 30 წლის ასაკისთვის ეს რიცხვი 16 000 ჰერცამდე მცირდება, 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს კი 12-13 ათას ჰერცზე მაღალი სიხშირის ბგერითი ტალღების აღქმაც უჭირთ. ხოლო თუ თქვენი ყური 8 ათას  ჰერცზე მაღალი სიხშირის ბგერებს ვერ აღიქვამს, ეს სმენადაქვეითებულობაზე მიანიშნებს.

დაჯექით ჩუმ გარემოში, მოირგეთ ყურსასმენები და ჩართეთ ვიდეო. აქ ბგერის სიხშირე თანდათანობით იზრდება. პირველად ბგერას
20-100 ჰერცის ფარგლებში გაიგონებთ, ხოლო 12 000-სა - 20 000 ჰერცს შორის გარკვეულ სიხშირეზე თქვენი ყური ბგერის აღქმას ისევ შეწყვეტს. რაც უფრო მაღალი სიხშირის ბგერას გასწვდება თქვენი ყური, მით უკეთესი სმენა გაქვთ.


რეკომენდებული პროდუქტები
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მსგავსი სიახლეები
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ყურსასმენების არასწორად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სმენის დაქვეითება,
08-07-2019
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
18-05-2019
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
05-02-2019