მოუსმინეთ და შეამოწმეთ, რამდენად კარგი სმენა გაქვთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოუსმინეთ და შეამოწმეთ, რამდენად კარგი სმენა გაქვთ

20 წლამდე ახალგაზრდების უმეტესობას მაქსიმუმ 19-20 ათას ჰერცამდე ბგერის აღქმა შეუძლია, 30 წლის ასაკისთვის ეს რიცხვი 16 000 ჰერცამდე მცირდება, 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს კი 12-13 ათას ჰერცზე მაღალი სიხშირის ბგერითი ტალღების აღქმაც უჭირთ. ხოლო თუ თქვენი ყური 8 ათას  ჰერცზე მაღალი სიხშირის ბგერებს ვერ აღიქვამს, ეს სმენადაქვეითებულობაზე მიანიშნებს.

დაჯექით ჩუმ გარემოში, მოირგეთ ყურსასმენები და ჩართეთ ვიდეო. აქ ბგერის სიხშირე თანდათანობით იზრდება. პირველად ბგერას 20-100 ჰერცის ფარგლებში გაიგონებთ, ხოლო 12 000-სა - 20 000 ჰერცს შორის გარკვეულ სიხშირეზე თქვენი ყური ბგერის აღქმას ისევ შეწყვეტს. რაც უფრო მაღალი სიხშირის ბგერას გასწვდება თქვენი ყური, მით უკეთესი სმენა გაქვთ.